გაინტერესებს მომხმარებლის ქცევა? — გაიგე მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით
ფოტო: საქართველოს ბანკი
გიფიქრიათ, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს პროდუქტის ან სერვისის შეძენისას? — არ აქვს მნიშვნელობა, ინტუიციურია, თუ ბევრი ფიქრის შედეგი — ის, თუ რა გზას გავდივართ პროდუქტის შერჩევამდე და შეძენამდე, ბიზნესის მფლობელებისა და მარკეტერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
მომხმარებლის ქცევა არაერთ ფაქტორს აერთიანებს — იმას, თუ რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, როცა ვყიდულობთ სხვადასხვა ნივთს ან პროდუქტს, რამდენად ხშირად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და და რატომ ვირჩევთ კონკრეტულ ბრენდს და არა სხვას; ამ და კიდევ სხვა ბევრი დეტალის გააზრება ბიზნესს ლოიალური მომხმარებლების შეძენაში, გაყიდვების ოპტიმიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
როგორ დავაკვირდეთ მომხმარებელთა ქცევას?
ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ საუკეთესო გზაა, ბიზნესმა დასკვნები მონაცემებზე დაფუძნებით გამოიტანოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა გამორჩეული პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი შექმნა და სხვადასხვა ზომის კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, დააკვირდნენ საკუთარი მომხმარებლების ქცევას პროდუქტის ან სერვისის შეძენისას.
ბიზნეს მენეჯერი ერთიანი პლატფორმაა, საიდანაც ბიზნესები ქმნიან შეთავაზებებს და უკავშირდებიან 1 400 000-ზე მეტ ადამიანს მობილბანკის, sCoolApp-ის და Offers.bog.ge-ს საშუალებით. პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ აქ ხელმისაწვდომია ზუსტი ანალიტიკა - გრაფიკების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც მიღებული გადახდების, ისე მომხმარებლების ქცევის შესახებ.
ბიზნეს მენეჯერის გამოყენება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს მარტივად, ონლაინ, იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით შეუძლიათ, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ნებისმიერ ციფრულ არხში − როგორც ფიზიკური პირის მობილბანკში, ისე ბიზნეს მობილბანკში.
რა ინფორმაცია დამხვდება ბიზნეს მენეჯერში?
ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის სექცია მოიცავს მოდულს — ჩემი მომხმარებელი, რომელიც აუდიტორიას სტატუსების მიხედვით ყოფს:
• აქტიური − მომხმარებლები, რომლებმაც თვეში 1 გადახდა მაინც შეასრულეს ბოლო 2 თვის განმავლობაში;
• ახალი − მომხმარებლები, რომლებმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად შეასრულეს გადახდა;
• პასიური − მომხმარებლები,რომლებიც იყვნენ აქტიურები, თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში არ შეუსრულებიათ გადახდა;
უფრო ზუსტი ანალიტიკისთვის კი ხელმისაწვდომია ფილტრები, როგორებიცაა: გადახდის არხი, ასაკი, სქესი, სეგმენტი (AmEx, SOLO, PLUS, sCool Card, Student Card) და პერიოდი.
ამ ფილტრების გამოყენება შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებელი და შეისწავლოს მათი ქცევა. ფილტრების დახმარებით, ბიზნეს მენეჯერში გენერირდება რამდენიმე გრაფიკი:
მომხმარებლების დინამიკის გრაფიკზე ჩანს, როგორ იცვლება ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლების რაოდენობა მონიშნული პერიოდის მიხედვით. ეს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, შეისწავლოს მომხმარებლების მატებისა და კლების პერიოდები და შესაბამისად მოემზადოს.
უნიკალური მომხმარებლის რაოდენობის გრაფიკზე დაკვირვებით შესაძლებელია კონკრეტული მომხმარებლების რიცხვის დადგენა და შედარება თვეების მიხედვით.
ბიზნეს მენეჯერში ხელმისაწვდომია მომხმარებლების განაწილება მათი ასაკისა და სქესის, ასევე რეალური საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით.
ინტერესების გრაფიკზე კი მოცემულია ინფორმაცია, თუ რა აინტერესებს მომხმარებლებს და რაში ხარჯავენ ისინი თანხას — გართობაში, განათლებაში, სპორტში, მოგზაურობაში თუ სხვა სექტორებში.
და რაც მთავარია, ბიზნეს მენეჯერში ხელმისაწვდომია მომხმარებლების განაწილება მათი ყოველთვიური შემოსავლების მიხედვით.
ეს მონაცემები კი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვროს, ვინ არის მისი მომხმარებელი, როგორ იქცევა ის თვის თუ წლის ჭრილში, რა აინტერესებს და რა სიხშირით ყიდულობს საკუთარ პროდუქტს ან სერვისს. ამის ცოდნით კი მარტივდება კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული შეთავაზებების შექმნა, რაც, ასევე, ბიზნეს მენეჯერის Ads Manager მოდულშია შესაძლებელი.
ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერს და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები თქვენი ბიზნესისთვის.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები