შექმნეს ბეტონი, რომელსაც შენობების გიგანტურ ბატარეებად გარდაქმნა შეუძლია
MIT-ის მკვლევრებმა მოდიფიცირებული ბეტონის შიგნით ენერგიის შესანახად ახალ გზას მიაგნეს. ეს ენერგიის შენახვის ალტერნატიული და პერსპექტიული საშუალებაა.
BBC-ის ინფორმაციით, MIT-ის მკვლევარმა დამიან სტეფანიუკმა და მისმა კოლეგებმა წყლის, ცემენტისა და ნახშირბადის ნაზავი სუპერკონდენსატორად გარდაქმნეს.
მიუხედავად იმისა, რომ სუპერკონდენსატორები ლითიუმ-იონური ბატარეებივით ენერგიას დიდხანს ვერ ინახავს, მათი დატენა ძალიან სწრაფად შეიძლება.
სტეფანიუკს მიაჩნია, რომ მის მიერ შემუშავებულ ბატარეას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
"ეს მნიშვნელოვანია მწვანე ენერგიის მხრივ. თუ ტექნოლოგია მასშტაბური გახდება, ამით განახლებადი ენერგიის შენახვა შეგვეძლება", — განუცხადა მან BBC-ს.
საძირკველი
ამ ტექნოლოგიის პოტენციალი ძალიან დიდია. მაგალითად, უჩვეულო ნახშირბადცემენტის სუპერკონდენსატორის გამოყენებით აშენებულ გზებს ელექტრომობილების გზაში დატენა შეეძლება.
რაც უფრო საინტერესოა, ცემენტი შეიძლება გამოიყენონ როგორც სამშენებლო მასალა — "მომავალში სახლების კედლები და საძირკველი ასეთი ცემენტით იქნება აშენებული. ეს ჩვენს შენობებს გიგანტურ ბატარეებად გადააქცევს", — ამბობს სტეფანიუკი.
თუმცა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ამ მომენტისთვის ბეტონი მხოლოდ 10 ვატს ინახავს. შესაბამისად, მკვლევრებს ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლება აქვთ გადასალახი.
კომენტარები