ადამიანი VS AI — ინტერვიუ მიხეილ ნადარეიშვილთან, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
1-2 ივნისს თბილისში Spotlight Tech 2024 გაიმართა. ღონისძიება ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებსა და ამ საკითხით დაინტერესებულ აუდიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, ეხმარება მათ ორიგინალური იდეების გაზიარებაში, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი კავშირების დამყარებაში. ღონისძიების წარმდგენი საქართველოს ბანკია.
Spotlight Tech-ზე ტექნოლოგიური მიმართულებების სპეციალისტები საერთო კონცეფციის გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებულ გამოცდილებას აზიარებენ. წელს ეს კონცეფცია გაკვეთილები იყო. ღონისძიებას 50-მდე სპიკერი ჰყავდა და მათ შორის იყო საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ნადარეიშვილი, რომელმაც წინა ინდუსტრიული რევოლუციებიდან გაკვეთილებზე ისაუბრა.
მიხეილ ნადარეიშვილი საქართველოს ბანკში ეხმარება ბიზნესს, დაგროვებული მონაცემები გამოიყენონ უკეთესი ბიზნეს-პროცესებისა თუ პროდუქტების შესამუშავებლად და, ზოგადად, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ამ საქმიანობის ფარგლებში ის, გუნდთან ერთად, აგებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, რომლებიც ბანკის ყველა მიმართულებაში მუშაობს. როგორც მიხეილი აღნიშნავს, ამჟამად ბანკში 50-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის მოდელია შექმნილი.
ამ ინტერვიუში მიხეილ ნადარეიშვილი გვიამბობს, რაზე ისაუბრა Spotlight Tech-ზე და რას ნიშნავს ადამიანი VS AI:
- წლევანდელი Spotlight Tech-ის თემა იყო გაკვეთილები. თქვენი გამოსვლის მთავარი თემაც შეეხებოდა გაკვეთილებს წინა ინდუსტრიული რევოლუციებიდან — მოკლედ გვიამბეთ, რა იყო მთავარი მიგნებები, რომელზეც ღონისძიებაზე ისაუბრეთ?
Spotlight-ზე ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური პროგრესი დასაქმებაზე და როგორ იმოქმედებს კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი დასაქმების შესაძლებლობებზე. გამოსვლის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს ადამიანებს, არამედ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამომყენებელი ადამიანები ჩაანაცვლებენ მათ, ვინც ამ ხელსაწყოებს არ იყენებს.
- რა კუთხით ეხმიანება წინა ინდუსტრიული რევოლუციები დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესს და მზარდ ინტერესს AI-ის მიმართ? რა გაკვეთილები გამოიტანა კაცობრიობამ წინა საუკუნეებიდან?
წინა ინდუსტრიული რევოლუციების გაკვეთილები გვასწავლის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, საბოლოო ჯამში, ყველასთვის ქმნის მეტ შესაძლებლობებსა და სიმდიდრეს. მთავარია, ფეხი ავუწყოთ მას და დროულად ავითვისოთ ის ახალი ცოდნა, რომელიც დაგვჭირდება პროგრესის შედეგად გაჩენილი ახალი ხელსაწყოების ოპტიმალურად გამოსაყენებლად.
ეს დინამიკა ყველა ინდუსტრიული რევოლუციისას იგივე იყო: 200 წლის წინ იყო საკერავი მანქანა (და ზოგადად მექანიზაცია), 40 წლის წინ — პერსონალური კომპიუტერი, დღეს ეს ხელოვნური ინტელექტია. ყველა შემთხვევაში იყო პროფესიები, რომლებიც გაქრა, პროფესიები, რომლებიც გადასხვაფერდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პროდუქტიულობის ზრდამ ყველასთვის მეტი სიმდიდრე მოიტანა.
- რა იყო ინსპირაცია თქვენთვის, როცა ამ თემას არჩევდით?
ხშირად მესმის წუხილი იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ჩაგვანაცვლებს და, უხეშად რომ ვთქვათ, მატრიცის ან ტერმინატორის სცენარი განვითარდება. ჩემი აზრით, ეს ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის რადიკალურად არასწორი გაგებაა და მინდოდა, აუდიტორიისთვის სხვანაირი, ჩემი გადმოსახედიდან უფრო სწორი ხედვა შემეთავაზებინა.
- რა არის თქვენი სამომავლო პროგნოზი ან რჩევა, როგორ შეუძლიათ ბიზნესებს მოემზადონ მომავალში AI-driven ეკონომიკისთვის?
როგორც ყველა ტექნოლოგიური პროგრესისას, ახლაც მთავარი იქნება განათლების სწორი პოლიტიკა, იქნება ეს ქვეყნის დონეზე, თუ ბიზნესების დონეზე. სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ხელსაწყოების გათვალისწინებით უნდა განაახლონ პროგრამები, ხოლო ბიზნესები უწყვეტად უნდა ეცნობოდნენ დიდ სიახლეებს ამ მიმართულებით (რომელიც ლამის ყოველ კვირას გვაქვს) და ფიქრობდნენ, როგორ შეიძლება ეს წინსვლა საკუთარი პროდუქტიულობის ასამაღლებლად გამოიყენონ.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის Spotlight Tech -ზე სპიკერად ყოფნა და როგორ შეფასებდით ღონისძიების მნიშვნელობას ადგილობრივი ტექ. კომუნისთვის?
Spotlight Tech-ზე გამოსვლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასე კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის. ტექნოლოგიური თემატიკის შეკრებები, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ მიმართულებაში მომუშავე ადამიანები ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და სიახლეები.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები