ქეთევან თურაზაშვილი

31 May. 2024, 15:00

რეკვების ახალი ტალღა დაიწყო, როგორც ჩანს, მათ ჩემი ყველა ოჯახის წევრის ნომერი იციან. გუშინ, ღამის 12 საათზე შემოვიდა ზარი ჯერ ჩემს ქმართან, ზარს ვერ მიასწრო. დაახლოებით, 12 წუთში იმავე ნომრიდან შევიდა ზარი ჩემს დასთან, რომელსაც დაემუქრნენ, შენი და არ იქცევა სწორად და "მიაყენოს", ან ქმარზე იფიქროს, ან შვილებზეო...

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, უკვე რამდენიმე კვირაა, გაურკვეველი პირები ჩემი ოჯახის წევრებს ქუჩაში ხვდებიან.

ჩემს 23 წლის შვილს მანქანით გადაუდგნენ და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, შემდეგ ჯერზე კი უკვე კაფეში მიაკითხა შეიარაღებულმა შუა ხნის მამაკაცმა და მუსიკოსების მისამართით იგინებოდა...

ქუჩაში დაგვხვდნენ მე და ჩემს ქმარსაც, როცა მცირეწლოვან შვილთან ერთად გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდით.

ვაპირებ, მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. თუმცა, სანამ მათ მივმართავ, კითხვა მაქვს მობილურ ოპერატორებთან, რანაირად ხდება, რომ ნომრებზე, საიდანაც გვირეკავენ და გვემუქრებიან, უკან დარეკვისას გვპასუხობს რომ "ნომერი რეგისტრირებული არ არის"?! რა დანიშნულებით და ვისზე გასცემთ ასეთ ნომრებს? საინტერესოა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საერთოდ ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  3. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  4. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  5. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

თეგეტა გრინ პლანეტი გარემოზე ზრუნვას აგრძელებს — ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა საბურავების ნარჩენებისგან…