პარტია საქართველოსთვის

28 May. 2024, 19:41

რუსული კანონი მიღებულია!

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან.

საქართველო დგას საერთაშორისო იზოლაციის რეალური რისკის წინაშე, რაც პირდაპირი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის.

საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მძიმე გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე.

ათწლეულების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ნაშენები ნდობა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამდენიმე თვეში დაანგრია ძალაუფლებისა და ჩვენი მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად.

რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მსოფლიოს გააგონა, რომ საქართველო ევროპაა.

უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ გამარჯვების არჩევნებზე გასაფორმებლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…