ოპოზიციის ნაწილი მზადაა, პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" შეუერთდეს — რას გვთავაზობს სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რა ხდება: ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე თქვა, რომ თანახმაა, ხელი მოაწერონ ქართულ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 26 მაისს გააცნო საზოგადოებას.
- ქარტია არის გეგმა, რომლით გათვალისწინებული ნაბიჯები, დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა უნდა გადადგან, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
დეტალები: ქარტიაზე რომ ხელს მოაწერენ, პარტიების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
მათ შორის — ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ;
- ახალის ლიდერმა ნიკა გვარამიამ;
- ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ;
- გირჩი-მეტი თავისუფლებამ და დროამ.
- რესპუბლიკურმა პარტიამ.
ქართული ქარტია მოიწონეს ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ასევე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, თუმცა მან თქვა, რომ პარტიის სახელით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და "პოზიციას დაიცავს".
რას სთავაზობს პრეზიდენტი ხელისმომწერ პარტიებს
"გადავწყვიტე თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა — ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 26 მაისს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე.
- ის ქარტიას ხელმოწერას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის, მასში ასახული ვალდებულებები შეასრულოს.
- ქარტიის შესრულებისთვის და ნდობის აღდგენისთვის, პრეზიდენტის თქმით, ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა შეიქმნას, "ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა."
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებს სთავაზობს ერთობა ერთიანობის გარეშე, რაც გულისხმობს საერთო გადაწყვეტილებებს და მუშაობას ევროპული მომავლისთვის, თუმცა — არა ერთიან საარჩევნო სიას.
- "პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება — ეს უკვე მე არ მეხება", — თქვა პრეზიდენტმა.
და რადგანაც, მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა და მეობა, ოქტომბრის არჩევნები "სხვანაირი იქნება". ეს იქნება რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა გადაწყვეტს, სურს თუ არა ევროპა.
- "როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ე.ი. ევროპულ მომავალს!", — თქვა მან.
სხვანაირი პარლამენტი — საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მოსახლეობა ოქტომბერში აირჩევს, პრეზიდენტის ხედვით, იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი.
ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.
- "ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს", — თქვა ზურაბიშვილმა.
სხვანაირი მთავრობა — ეს, პრეზიდენტის განმარტებით, იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ "საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა".
- მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.
ახლა კი, რა წერია ქართულ ქარტიაში
ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.
ეს ნაბიჯებია:
ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის მიხედვით, დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს.
- კერძოდ, რუსულ კანონი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონები და სხვა.
- ასევე, გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია.
მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა
პრეზიდენტი სასამართლოს გათავისუფლებაზე კლანური მმართველობისგან, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით საუბრობს;
- ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
- შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
- შემოწმება შეეხება, ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
- სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
- მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.
ქარტიის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება და ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
კერძოდ:
- დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება; - იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.
საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:
- სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
- ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.
- საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება
პროკურატურას
გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით.
- გაძლიერდება საპროკურორო საბჭო.
სუს-ს და შსს-ს
ქარტიის მიხედვით, ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა.
- თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
ეს უწყება გაძლიერდება და მიენიჭება რეალური დამოუკიდებლობა, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციულ სააგენტოს
გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მიენიჭება რეალურ ბერკეტები.
- "პირველ რიგში, აღჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით, რაც დღეს არ გააჩნია," — წერია ქარტიაში.
- სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
ეროვნულ ბანკს
დაუბრუნდება დამოუკიდებლობა, საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.
- გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
- გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს
გათავისუფლდებიან პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება
პრეზიდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შეიქმნება სათანადო პირობები:
- დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
როგორ ხედავს სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას
დოკუმენტში ვკითხულობთ:
"ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
- ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
- ამ გეგმას ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს (ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული, პროდასავლური პარტიები), 1 ივნისამდე გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე.
- შემდეგ უკვე ძალიან მოდის საარჩევნო კამპანიის დრო, სადაც თქვენს წინაშე წარდგებიან ამ ქოლგის ქვეშ, რომელიც გააერთიანებს პროევროპელ პარტიებს (ცალ-ცალკე თუ ერთად, როგორც მათი ნება იქნება).
- მე კი ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა".
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები