"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
ფოტო: ფეისბუქი
რა ხდება: რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, სხვა ქვეყნების სატელეფონო ნომრების შემდეგ, უკვე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებითაც ურეკავენ და ემუქრებიან.
დეტალები: ჟურნალისტური რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი წერს, რომ სამი უცხო ქვეყნიდან შემომავალი ზარის შემდეგ, მას ქართული ნომრიდანაც დაურეკეს.
- "+995 551 073 366 — ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მას შემდეგ, რაც სამი უცხო ქვეყანა გამოიყენეს და ვერაფერი გააწყვეს.
- ვუპასუხე ამ ზარს. დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან.
ვიკითხე ვინ იყვნენ და რატომ მელოდებოდნენ და შემდეგ მოაყოლეს, რომ უნდა გამისწორდნენ და იმიტომ", — წერს კუპრაშვილი.
ქართული ნომრიდან მსგავსი ზარის შესახებ ფეისბუქზე წერს ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფიონიც.
კონტექსტი: ბოლო დღეების განმავლობაში, აქტივისტებისა და კანონის მოწინააღმდეგეების ტელეფონებზე არაერთი ზარი დაფიქსირდა, უმეტესად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებიდან.
- უცნობი პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ადრესატებს და ემუქრებიან.
- სამართალდამცავ ორგანოებს ზარების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.
- NEWS.On.ge-ს შსს-ში უთხრეს, რომ დააზუსტებენ ინფორმაციას, არის თუ არა უწყებაში შესული მიმართვა მუქარებთან დაკავშირებით, ან მიმდინარეობს თუ არა გამოძიება.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება შექმნის მონაცემთა ბაზას, სადაც მათ შესახებაც განათავსებენ ინფორმაციას, ვინც საჯაროდ იწონებს იმას, რასაც ქართული ოცნება "ძალადობას", "მუქარასა" და "შანტაჟს" უწოდებს.
- ასეთ პირთა მიმართ, მისივე თქმით, გამოყენებული იქნება "კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული ზომები."
საღამოს, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კი კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ მედიასა და საზოგადოებას აჩვენა სხვა ქვეყნებში პოლიციის მიერ აქციების დარღვევის მძიმე კადრები და თქვა, რომ საქართველოს პოლიცია, ბოლო დროს გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ლმობიერად იქცეოდა.
- თუმცა, გააფრთხილა აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, რომ "როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული".
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები