გუშინ, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი ორი პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმს პრიზი საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვისა და საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI თხოვნით მიმართა, დაესახელებინა წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-ის აკადემიამ ათეულში ქართული ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახიც დაასახელა.

ამავდროულად, ჩემი ბედნიერი ოჯახი იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა, მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

ჩემი ბედნიერი ოჯახი თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა.

ასევე, წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან:

ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ფემინისტური ფილმია