როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები და როგორი იყო მათი ხის იარაღები
პალეოლითის ხანის ხის ხელსაწყოების დეტალურმა შესწავლამ ნეანდერტალელების ცხოვრების წესზე საინტერესო დეტალები გამოავლინა. საუბარია ნეანდერტალელებზე, რომლებიც 300 000 წლის წინ, თანამედროვე გერმანიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ
ჰომინიდები ქვის იარაღებს სულ მცირე 3 მილიონი წლის განმავლობაში იყენებდნენ და, სავარაუდოა, ამ დროის განმავლობაში ხესაც შენიშნავდნენ. ქვისგან განსხვავებით, ხე ასე დიდხანს ვერ ძლებს, ამიტომ ასეთი მტკიცებულებები შედარებით იშვიათია. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული აღმოჩენები, მაგალითად, 476 000 წლის წინანდელი ხის სტრუქტურა, რომელიც არქეოლოგებმა შარშან აღმოაჩინეს.
კიდევ ერთ-ერთი ასეთ გამონაკლისი შენინგენშია, სადაც ხის 187 არტეფაქტი აღმოაჩინეს. ხის ნარჩენები დაახლოებით იმ პერიოდთანაა დაკავშირებული, რა დროსაც ევროპაში ჰომო ჰეიდელბერგენსისს ნეანდერტალელი ანაცვლებდა
აღმოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი შეხედულება ამ ადრინდელ ადამიანებზე და აჩვენა, რომ ისინი კარგი მონადირეები იყვნენ. ხის ეს ნარჩენები ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა, რომელიც გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ადამიანთა ოჯახის "ეს ტოტი" და ზოგადად, როგორ გამრავლდნენ მონადირე-შემგროვებლები ევროპაში გამყინვარების პერიოდებში. ამავე ადგილას ასევე აღმოაჩინეს კატის ძვლები, რომელიც ნეანდერტალელებმა თავიანთ იარაღად აქციეს.
ხის ეს ნარჩენები პირველად 1994 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მას შემდეგ კვლევები არ შეჩერებულა.
ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში დოქტორმა დირკ ლედერმა და მისი კოლეგებმა აქ ნაპოვნი ნივთები ყოვლისმომცველად შეისწავლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნამარხში ბევრად მეტი ხის მასალაა, მკვლევრების თქმით, აქედან მხოლოდ 25-ია სანადირო იარაღი. უფრო დიდი ნაწილი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენებული ჯოხები იყო. ამ ნივთებს მონადირე-შემგროვებლები ცხოველების ტყავის დასამუშავებლად იყენებდნენ. ბევრი სხვა ნივთის მიზნების იდენტიფიცირება დღეისთვის შეუძლებელია.
ანალიზი ცხადყოფს, რომ ნეანდერტალელები ამ ხის დამუშავებას დიდ დროს უთმობდნენ. ნიმუშების წყარო ძირითადად ნაძვი, ტირიფი და ფიჭვი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, არის ხის ნიმუშები, რომლებსაც ადამიანის ხელი ნაკლებად ეტყობა.
აღსანიშნავია, რომ ამ ადგილთან ახლოს არც ნაძვი და არც ფიჭვი არ იყო. მათი შეგროვება მინიმუმ 5 კილომეტრის მოშორებით შეიძლებოდა.
ხის დამუშავების კომპლექსურობა ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ნეანდერტალელები ხეს ჯერ არჩევდნენ — მათ იცოდნენ, რომელი ხე უნდა მოეჭრათ — შემდეგ კი მასზე დიდხანს მუშაობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხის მასალას დიდხანს ყინული ფარავდა. გამყინვარების დასრულების შემდეგ ყინულმა უკან დაიხია და შედეგად ორგანული ნივთიერებები გამოჩნდა.
კვლევის ნახვა Proceedings of the National Academy of Sciences-ში შეგიძლიათ.
წლების განმავლობაში ნეანდერტალელები პრიმიტიულ არსებებად მიაჩნდათ. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი საკმაოდ განვითარებულები იყვნენ, გააჩნდათ ხელოვნება, მარხავდნენ თავიანთ დაღუპულებსა და კომპლექსურ იარაღებსაც იყენებდნენ.
უახლესი კვლევებით დღეს ჩვენ ნეანდერტალელების დიეტისა და ჯანმრთელობის შესახებაც ბევრი ვიცით.
ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა ორი ნეანდერტალელი ელ სიდრონის (ესპანეთი) გამოქვაბულიდან და ერთიც ჯაშუშის გამოქვაბულიდან (ბელგია) შეისწავლეს. მათ ნეანდერტალელების დიეტაში მკვეთრი განსხვავებები აღმოაჩინეს, რაც მიკრობიომების ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
ბელგიაში აღმოჩენილი ნეანდერტალელის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ძირითადად ხორცით იკვებებოდა. როგორც ჩანს, ეს ნეანდერტალელი მარტორქისა და მუფლონის ცხვრის ხორცს მოიხმარდა. ასევე აღმოჩნდა მის რაციონში ადგილობრივი სოკოები, რომელიც ევროპაში დღესაც გვხვდება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადგინდა კონკრეტული სახეობა, რომელსაც ნეანდერტალელი ჭამდა.
ამისგან განსხვავებით, ელ სიდრონის გამოქვაბულში ნაპოვნი ნეანდერტალელების რაციონში ხორცი არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ისინი ძირითადად თხილს, ხის ქერქს, სოკოსა და სხვა (სავარაუდოდ ობიან) ბალახოვან მასალას მოიხმარდნენ.
ჩვენ ისიც ვიცით, რომ ნეანდერტალელები თავიანთ მკვდრებს მარხავდნენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე თუ როგორი განვითარებული და ჭკვიანი იყო ადამიანის ეს სახეობა.
კომენტარები