ექვსი ტყვია "მაკაროვიდან": როგორ მოკლეს ესპანეთში რუსი მფრინავი — ამერიკული მედია უცნობ დეტალებზე წერს
ფოტო: nyt.com
რა ხდება: გაზეთ New York Times-ის საგამოძიებო სტატიიდან ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის თებერვალში ექვსი ტყვია ესროლეს რუს პილოტს, მაქსიმ კუზმინოვს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში რუსეთიდან უკრაინაში სამხედრო ვერტმფრენით გაფრინდა, შემდეგ კი, უკრაინაში დარჩენას ესპანეთში გადასვლა ამჯობინა.
- არსებული ინფორმაციით, ის ესპანეთში ყალბი პირადობის მოწმობითა და გამოგონილი სახელი და გვარით ცხოვრობდა და 2024 წლის თებერვალში, ამ დრომდე უცნობმა პირებმა, მოკლეს.
დეტალები: გამოცემა New York Times კუზმინოვის ისტორიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე, წყაროებზე დაყრდნობით წერს.
- გამოცემის თანამოსაუბრეები არიან საქმის შესახებ ინფორმირებული პირები ესპანეთის პოლიციიდან.
- მათ, ამერიკულ მედიასთან, ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
სხვა გარემოებებთან ერთად, გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ:
- კუზმინოვის მკვლელობის ადგილზე მაკაროვის პისტოლეტის ჭურვები აღმოაჩინეს.
- ეს, არსებითად, საქმესთან დაკავშირებული სიახლეა, რადგან ამ დრომდე საჯაროდ არ იყო ცნობილი იმ იარაღის თაობაზე, საიდანაც რუსი პილოტის მისამართით გასროლა მოხდა.
- კუზმინოვს თავს დაესხნენ იმ შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, სადაც ის ცხოვრობდა.
- მედია ამბობს, რომ საქმეში ორი თავდამსხმელი ფიგურირებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ჯერ დაუძახეს პილოტს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.
- მისი მიმართულებით მაკაროვიდან ნასროლი ექვსი ტყვიის მიუხედავად, კუზმინოვმა მცირე მანძილის გავლა შეძლო, მაგრამ შემდეგ დაეცა.
- მაშინ, როდესაც სავარაუდოდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო, მას ავტომობილით გადაუარეს.
- თავდამსხმელები ავტოსადგომზე არსებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებშიც გამოჩნდნენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მათ თავსაბურავები ეხურათ და მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
- მანქანა, რომლითაც ისინი დანაშაულის ადგილზე მივიდნენ და შემდეგ დატოვეს, მოპარული იყო და მკვლელობის შემდეგ დაწვეს.
პარალელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან: The New York Times-ის მასალაში ციტირებულია ესპანელი პოლიციის უფროსი ოფიცრის მოსაზრება, რომ კუზმინოვის მკვლელობა 2019 წელს, ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ახსენებთ, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) სამსახურის ხელწერა იკითხება, ისევე, როგორც სერგეი სკრიპალის საქმეში.
- განსხვავება ისაა, რომ კუზმინოვის მკვლელობის დამნაშავეები ჯერ არ უპოვიათ, — დასძენს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის პირდაპირი კვალი ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა, გაზეთი El País მანამდე წერდა, რომ ესპანეთის სპეცსამსახურებს ეჭვი არ ეპარებათ "რუსულ კვალში".
- ესპანეთის ხელისუფლება ამ დრომდე უკიდურესად ფრთხილად უდგება მომხდარს და კრემლის საწინააღმდეგო ბრალზე არ უსაუბრიათ.
სტრიქონებს შორის: რუსეთის სახელმწიფო-პროპაგანდისტული ტელეარხის, რასია 1-ის სიუჟეტში, კორესპონდენტი ამტკიცებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის ოფიცრებმა მიიღეს ბრძანება კუზმინოვის ლიკვიდაციის შესახებ.
ფოტო: სქრინი "რასია 1"-ის სიუჟეტიდან
- ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ პილოტს მოძებნიდნენ და დასჯიდნენ "სახელმწიფოს კანონის სრული ზომით, ღალატისთვის", ხოლო მეორემ დასძინა, რომ კუზმინოვი ცოცხლად ვერ დაესწრება საკუთარ გასამართლებას.
- კუზმინოვის გარდაცვალების გამო, კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანმაც: 20 თებერვალს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, თქვა: "ის მოღალატე და დამნაშავე მორალური გვამი იყო".
რა ვიცით რუს მფრინავზე: გავრცელებული ინფორმაციით, კუზმინოვი წინასწარ დაუკავშირდა უკრაინის საიდუმლო სამსახურს და აცნობა, რომ დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი.
- 2023 წლის 9 აგვისტოს, ვერტმფრენში, რომელიც კუზმინოვმა უკრაინის ტერიტორიაზე დასვა, კიდევ ორი ადამიანი იჯდა, მათ მფრინავის გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ.
- მათ სცადეს, უკან, რუსეთის ტერიტორიისკენ გაქცეულიყვნენ, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და ორივე მათგანი გარდაიცვალა.
- სროლის დროს ფეხის არეში დაიჭრა კუზმინოვიც. მან თქვა, რომ ცეცხლი რუსმა ჯარისკაცებმა გახსნეს.
- 2023 წლის სექტემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მფრინავმა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ომის წინააღმდეგი იყო.
- უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუს მფრინავს შესთავაზეს უკრაინაში დარჩენა, თუმცა, მან ესპანეთში გადასვლა არჩია.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა


კომენტარები