ბაქოსთან ახლოს ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, თუმცა ამის შესახებ აზერბაიჯანის პოლიცია დუმს
ფოტო: MIA.az
აზერბაიჯანის ხელისუფლება დუმს ბაქოს მახლობლად ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შესახებ და არ ადასტურებს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი ქვიარ ადამიანების უფლებების აქტივისტის, ალექს შაჰის თქმით, ქალი, რომელიც ცნობილია როგორც აითანი, 12 მარტს, დღის ბოლოს ხოჯასანში, ბაქოს გარეუბანში იპოვეს.
ფოტო, რომელიც OC მედიამ ნახა, ნაცემი ქალის სხეული ჩანს გზის პირას. ფოტო ტრანსგენდერი ქალების თემში ვრცელდება.
"აითანის ცხედრის ფოტოსურათი საშინელი სანახავია, წამების კვალს ადვილად დაინახავთ“, უთხრა შაჰმა OC Media-ს.
მათი თქმით, მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და პოსტზე შსს მონიშნეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. შაჰის განცხადებით, გამომძიებელმა მათ უთხრა, რომ მეტი ინფორმაცია დასჭირდებოდათ, სანამ გამოძიებას დაიწყებდნენ.
"მან მითხრა, რომ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მოხდა დანაშაული და მეთქვა აითანის "ნამდვილი სახელი“, როგორც ეს წერია მის პირადობის მოწმობაში“, — თქვა შაჰმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანარ გაფაროვმა განუცხადა OC Media-ს, რომ სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია საქმის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ სამინისტროს გამოძიებული აქვს ყველა მკვლელობის საქმე.
გენერალური პროკურატურის სპიკერმა აისელ ჰასანოვამ OC Media-ს ზარებს არ უპასუხა.
შაჰმა OC Media-ს ხუთშაბათს განუცხადა, რომ აცნობეს, რომ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
"ადამიანმა ლგბტიქ+ თემიდან გვითხრა, რომ აითანი მოკლა მისმა პარტნიორმა”, — თქვა შაჰმა. "აითანმა იყვირა და მეზობლებმა გაიგეს მისი ხმა, ამიტომ დაურეკეს სახლის პატრონს, რომელმაც აითანის ცხედარი ხოჯასანის გზის პირას წაიღო და იქ დააგდო".
"ფობიური დუმილი"
როგორც ადგილობრივი ქვიარ უფლებების აქტივისტები ამბობენ, იმის მიუხედავად, რომ მკვლელობის შესახებ ინტერნეტში დაწერეს, მედიამ მომხდარი სათანადოდ არ გააშუქა.
"მედია მეტწილად დუმს და ჩვენ ამას ფობიურ დუმილს ვუწოდებთ“, — განუცხადა OC Media-ს ლეილა ჰასანოვამ QueeRadar-იდან.
ჰასანოვას თქმით, გაჩუმება, როგორც ჩანს, უბრალოდ მოქმედების არარსებობაა, მაგრამ ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მედია აქტიურად უწყობს ხელს სიტუაციას გაშუქების ან მხარდაჭერის გარეშე.
"ჟურნალისტების მიერ მომხდარის იგნორირება აქრობს LGBTIQ+ თემის ნდობასაც“, — თქვა ჰასანოვამ.
მან მაგალითად მოიყვანა QueerRadar-ის 2021 და 2022 წლების მედიის მონიტორინგის ანგარიშები, სადაც გაანალიზებულია აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებული ქვიარ ადამიანების შესახებ სტატიების ტონი.
"მაგალითად, 2021 წელს ჩვენ შევკრიბეთ 501 ახალი ამბავი, 23 მედიასაშუალებიდან და ამ ამბების 62.5% იყო ტენდენციური LGBTIQ+ პირების მიმართ. ეს პროცენტი 2022 წელს გაიზარდა 77.1%-მდე“.
ტრანს აქტივისტმა და მხატვარმა ვუსალა ჰაჯიევამ განუცხადა OC Media-ს, რომ ქვიარ საზოგადოებასა და მედიას შორის უთანხმოებაა, რადგან აზერბაიჯანის მედია აშუქებს მხოლოდ ნეგატიურ ამბებს ქვიარ ადამიანების შესახებ.
”სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, თუ მედია სერიოზულად მიიღებს ამ საკითხს”, — თქვა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები