პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად — მეტროპოლსა და ვიანს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: metropol
- დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, კამპანიის ფარგლებში, ახალშობილებს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის;
- პროექტში ჰოსპიტლების ქსელი ვიანი ორი სამედიცინო დაწესებულებით ჩაერთვება.
დეველოპერულ კომპანია მეტროპოლსა და ჰოსპიტლების ქსელ ვიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში მეტროპოლი ვიანის შემადგენლობაში შემავალ ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალსა და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბადებულ ყველა ახალშობილს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მამუკა იმედაშვილმა და ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა, ლაშა ფირცხალავამ.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "მოხარულები ვართ, რომ ჰოსპიტლების ქსელ ვიანთან დავიწყეთ თანამშრომლობა. გვსურს, ერთობლივი ძალისხმევით მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს ჩვენი CSR ხედვის ნაწილია. მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა მეტროპოლის საქმიანობის ძირითადი შემადგენელია, რაც ყოველდღიურობაში სანდო და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებით გამოიხატება. ახალი პროექტის ფარგლებში ჩვენი სამიზნე აუდიტორია ფართოა და არ არის ფოკუსირებული უშუალოდ მეტროპოლის მომხმარებელზე. თბილისისა და ბათუმის ორ კლინიკაში დაბადებული თითოეული ახალშობილის სახელზე კომპანია 100-ლარიან დეპოზიტს გახსნის და მშობელს გადასცემს. CSR კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო მხარდაჭერაც — გვინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც ეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ოჯახებისათვის, რომლებსაც ახალშობილი შეეძინებათ ან სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. იმედი გვაქვს, ჩვენს პარტნიორთან ერთად, დავეხმარებით ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში"
მეტროპოლსა და ვიანს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი, შეირჩა. განისაზღვრა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებებიც: ვიანის ქსელში შემავალი ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ვიანი 7 მსხვილ ჰოსპიტალს აერთიანებს, სადაც თანაბრად ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.
ლაშა ფირცხალავა, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი: "ბოკერიას ჰოსპიტალი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სამედიცინო სერვისების განვითარებაზე, რათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამასთანავე, ბოკერიას ჰოსპიტალი მიესალმება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამართულ კამპანიებს, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზე."
დეველოპერულ კომპანია მეტროპოლსა და ჰოსპიტლების ქსელ ვიანს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი კამპანიაა. პროექტის ფარგლებში, მეტროპოლი ვიანის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შესახებ საინფორმაციო სტენდებსაც განათავსებს, მომზადდება პოსტერები და დარიგდება ფლაერები.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ყველა ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის შვილი, შეუძლიათ ისარგებლონ სუბსიდირების პროგრამით იპოთეკურ სესხებზე. პირობების თანახმად, უძრავი ქონების შეძენისა და სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო ასეთ ოჯახებს სესხის მნიშვნელოვან პროცენტს უფინანსებს. სუბსიდირებით სარგებლობისთვის სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარამდეა.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ოთხ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.
ვიანის შესახებ: ვიანი, ქვეყნის მასშტაბით, 7 მრავალპროფილურ ჰოსპიტალს აერთიანებს და უზრუნველყოფს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ყველა ასაკის პაციენტისთვის.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა

კომენტარები