საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდების STEM მეცნიერებით დაინტერესებისა და მათში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში გაიარეს ტესტირება.
ფინალისტების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ისინი ერთმანეთს მაისში, ფინალში, პრაქტიკულ ტურში შეეჯიბრებიან.
შემდეგ ეტაპამდე მოსწავლეები და გუნდის მენტორები კომაროვის პროფესიონალებთან ელექტროინჟინერიისა და არდუინოს დაპროგრამების კურსს გაივლიან, რაც მათ დაეხმარება, თეორიული ცოდნა შეიძინონ და ფინალური ტურისთვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ.
"საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვუჭერთ მხარს მოსწავლეებში STEM მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მათში მომავალი პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, STEM ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის პირველი ტურიც წელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი და დადებითი უკუკავშირი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
კომენტარები