"ბარბი" მარგო რობისა და გრეტა გერვიგის გარეშე არ არსებობს — რაიან გოსლინგი
ფოტო: Getty Images
რაიან გოლინგმა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ოსკარი 2024-ის ნომინაციების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ნომინაციის მიღებისთვის მადლიერია. თუმცა მსახიობმა ეჭვქვეშ დააყენა ჟიურის გადაწყვეტილება იმ ფაქტის შესახებ, რომ ინდივიდუალურ ნომინაციებში მარგო რობი და გრეტა გერვიგი დასახელებულები არ არიან.
///
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ამერიკულმა აკადემიამ (AMPAS) 2024 წლის ოსკარის ნომინანტების სრული სია დაასახელა. მიუხედავად გულშემატკივრების მოლოდინისა, ბარბის რეჟისორი გრეტა გერვიგი წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილი არ არის. ასევე, მარგო რობი მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიის ნომინანტებში ვერ მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ მარგო რობიმ და გრეტა გერვიგმა ინდივიდუალური ნომინაციები ვერ მიიღეს, გრეტა გერვიგი წარდგენილია საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში, მარგო რობი კი, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, როგორც ბარბის ერთ-ერთი პროდიუსერი.
ფოტო: Getty Images
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი კოლეგები შესანიშნავი ფილმების ასეთ გამორჩეულ მსახიობებთან ერთად სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ ვამაყობ და დიდი პატივია, რომ პლასტმასის თოჯინა კენის განსახიერებისთვის ნომინაცია მოვიპოვე. არ არსებობს კენი ბარბის გარეშე და არ არსებობს ბარბის ფილმი მარგო რობისა და გრეტა გერვიგის გარეშე. ისტორიული და გლობალურად წარმატებული ფილმის შექმნა ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა", — განაცხადა რაიან გოსლინგმა.
რაიან გოსლინგის თქმით, იმედგაცრუებულია, რომ შესაბამის კატეგორიებში მარგო რობიმ და გრეტა გერვიგმა ნომინაციები ვერ მოიპოვეს. მსახიობმა ოსკარი 2024-ზე ნომინირება ამერიკა ფერეირას მოილოცა, რომელიც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი.
///
აღსანიშნავია, რომ ოსკარი 2024-ზე ბარბიმ 8 ნომინაცია მოიპოვა. მათ შორისაა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინის, ხმის საუკეთესო რეჟისურის და სხვა კატეგორიები. ოსკარი 2024-ის ნომინანტების სრული სია აქ შეგიძლია ნახო.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები