ჰამასის თავდასხმის ხსენების გამო თურქეთში ისრაელელი ფეხბურთელი დააკავეს
ფოტო: Reuters
ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის თარიღის ხსენების გამო, თურქეთში ისრაელელი ფეხბურთელი საგივ იეხეზკელი კლუბიდან გააძევეს და დააკავეს. თურქული კლუბის, ანტალიასპორის, ფეხბურთელმა 14 იანვარს გამართულ თამაშში გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კამერას თავისი თეთრი ხელსახვევი აჩვენა, წარწერით "100 დღე. 7/10". წარწერა ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან და მძევლების აყვანიდან 100 დღის შესრულებაზე მიუთითებდა.
იეხეზკელის ამ ჟესტს ჯერ სტადიონზე მყოფი გულშემატკივრების უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, მოგვიანებით კი სპორტსმენის საქციელი თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ასოციაციამაც დაგმო. მატჩის დასრულებიდან მალევე ანტალიასპორმა ფეხბურთელი კლუბიდან დაითხოვა. "ღაზაში ისრაელის მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მხარდაჭერის" ბრალდებით, იეხეზკელი თურქეთის პოლიციამაც დააკავა. გამოძიება "საზოგადოებაში შუღლის გაღვივების" მიზეზით დაიწყო.
ისრაელელმა ფეხბურთელმა ახსნა, რომ მისი საქციელი "პროვოცირების მცდელობა" არ ყოფილა და ეს ანტისაომარი განაცხადი იყო.
"ომის მომხრე არ ვარ", — თქვა იეხეზკელმა, — "ღაზაში ისრაელელი ჯარისკაცები ტყვედ არიან ჩავარდნილები. მე მიმაჩნია, რომ ეს 100-დღიანი მონაკვეთი ახლავე უნდა დასრულდეს. მინდა, რომ ომი დამთავრდეს".
///
ჰამასი, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმას სულ მცირე 1300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამასთან, ჰამასმა მძევლად აიყვანა 240-მდე ადამიანიც, რომელთაგან დაახლოებით 132 ისევ ტყვეობაში რჩება.
თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო, რასაც, ჰამასს დაქვემდებარებული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა დღემდე. ამას გარდა, ბლოკადაში მოქცეულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისიც შეიქმნა, ღაზაში მცხოვრები ადამიანების კრიტიკულ მდგომარეობას ხაზი გაუსვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამაც, მათ შორის, წითელმა ჯვარმა და გაეროს ხუთმა სააგენტომ.
საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო ლიდერები მოითხოვენ ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი ოქტომბრიდან მოყოლებული აქტიურად უჭერს მხარს პალესტინას. ამასთან, ერდოღანი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. "ისრაელს, როგორც ომის დამნაშავეს, მსოფლიოს გავაცნობთ", — აღნიშნა თურქეთის ლიდერმა, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით — ქვეყანაში მცხოვრები ქურთების მიმართ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იადავ გალანტის თქმით, "თავისი ქმედებებით, თურქეთი ჰამასის მარჯვენა ხელად იქცა".
ისრაელელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ საგივ იეხეზკელის დაკავებასაც.
"ეს არის თურქეთი 2024 წელს", — დაწერა სოციალურ ქსელში ქვეყნის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ნაფთალი ბენეტმა, — "სირცხვილი თურქეთის ხელისუფლებას".
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები