2024-ის ეკრანიზაციები და წიგნები, რომელთა წაკითხვაც აღარ უნდა გადადო
ფოტო: Warner Bros. Pictures
2024 წელს ბევრი ისეთი ფილმი თუ სერიალი გამოდის, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია, ველოდებით. მათი ნაწილი ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი წიგნების ეკრანიზაციაა, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს მოლოდინსაც და ნერვიულობასაც; ნეტავ საერთოდ თუ ღირდა ლოდინადო, ვფიქრობთ და ინტერნეტ ფორუმებზე დავეხეტებით ერთი-ორი სიტყვით მეტის გასაგებად. ალბათ მაინც ჯობს, მშვიდად დავუცადოთ პრემიერებს. ხოლო თუ რომელიმე მომავალი ეკრანიზაციის პირველწყარო წიგნი ჯერ არ წაგიკითხავს, ეგ საქმე აღარ გადადო.
მაშ ასე, აი, რომელ ეკრანიზაციებს და როდის ველოდებით 2024-ში:
1. ყველაფერი მთავრდება ჩვენით
ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი გადასაღებ მოედანზე
ფოტო: Nancy River / Bauer-Griffin / GC Images
2024 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა კოლინ ჰუვერის ბესტსელერად ქცეული რომანის ეკრანიზაცია შეიძლება გახდეს. ფილმში ყველაფერი მთავრდება ჩვენით ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი ასრულებენ მთავარ როლებს. ეკრანიზაციის რეჟისორი ასევე ბალდონია. სხვათა შორის, მსახიობების დამტკიცებას ამ როლებზე წიგნის ფანების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რასაც მოგვიანებით ჰუვერიც გამოეხმაურა.
2016 წელს გამოცემული ყველაფერი მთავრდება ჩვენით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელიც მსოფლიოში მრავალმილიონიანი ტირაჟით იყიდება. ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდა ლილი ბლუმია, რომელიც საცხოვრებლად ბოსტონში გადადის და საკუთარ მცირე ბიზნესს იწყებს. ლილის გრძნობები უჩნდება ნეიროქირურგ რაილ კინქეიდის მიმართ, რომელიც თავდაპირველად სერიოზულ ურთიერთობას გაურბის. წიგნი, რომელიც, ჰუვერის თქმით, მისი მშობლების ისტორიას ეფუძნება, ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა ეჭვიანობა ურთიერთობაში, ძალადობა და მისი კვალი მომავალ თაობაზე.
ყველაფერი მთავრდება ჩვენით ქართულად პალიტრა L-მა გამოსცა, რომანის მთარგმნელი ნათია ჩუბინიძეა. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ფილმის პრემიერა აშშ-ში 9 თებერვალსაა დაგეგმილი.
2. ფრანკენშტაინი
ფოტო: Focus Features / Universal Pictures
ფილმი, სახელწოდებით ლიზა ფრანკენშტაინი, რეალურად მერი შელის კლასიკად ქცეული რომანის პირდაპირი ეკრანიზაცია არ გახლავთ. აქ მოქმედება 1980-იან წლებში ვითარდება თინეიჯერი გოთი გოგოს გარშემო, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში გარდაცვლილი ადამიანის გვამს გააცოცხლებს და მისი ოცნების კაცად ქცევას შეეცდება.
კომედიისა და ჰორორის ნაზავი, რომლის რეჟისორი ზელდა უილიამსია, სცენარისტი კი — ოსკაროსანი დიაბლო ქოუდი, მომხიბვლელი ურჩხულის არქეტიპს აცოცხლებს და მას ახლებური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს.
მერი შელის ფრანკენშტაინს კი სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, ეს ნაწარმოები ხომ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ჟანრის კლასიკად მიიჩნევა. წიგნმა, რომლის წერაც შელიმ სულ რაღაც 18 წლისამ დაიწყო, გოთიკის, ჰორორისა და სამეცნიერო ფანტასტიკის არაერთ სხვა ავტორზე იქონია გავლენა. ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ ამ ამბის მიხედვით უთვალავი ფილმი, სერიალი, სპექტაკლი, კომიქსი, ვიდეოთამაში და მუსიკალური ნაწარმოებია შექმნილი.
აი, ზელდა უილიამსისეულ ფრანკენშტაინს კი 9 თებერვალს ვიხილავთ.
///
3. დიუნი
ფოტო: Warner Bros. Pictures
რაც უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, დენი ვილნევის დიუნის გამოსვლიდან თითქმის სამი წელი გავიდა. ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების საი-ფაი რომანის ეკრანიზაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა გახლდათ. თუმცა, წინ არანაკლებ შთამბეჭდავი და ეპიკური სანახაობა გველოდება — დიუნი 2024 წელს ბრუნდება მეორე ნაწილით, რომელშიც ისევ ვიხილავთ ტიმოთი შალამესა და ზენდეიას.
თავიდანვე, როცა 2017 წელს ვილნევმა პროექტს ხელი მოჰკიდა, დიუნი ორნაწილიან ფილმად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მეორე ნაწილის ბედი დიდწილად წინამორბედის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. დიუნის გამოსვლას 2021 წელს კი შთამბეჭდავი შედეგი მოჰყვა, როგორც კრიტიკოსების გამოხმაურების თვალსაზრისით, ასევე კომერციულად; ფილმმა მსოფლიოში $400 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ნაცნობ სახეებთან ერთად, დიუნის მეორე ნაწილში ახალ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ. მათ შორისაა კრისტოფერ უოლკენი, რომელიც იმპერატორისა და ამბის მთავარი ანტიგმირის როლს მოირგებს. ფილმის ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობაში არიან ოსტინ ბატლერი და ლეა სეიდუც.
ფრენკ ჰერბერტის დიუნი გამომცემლობამ წიგნები ბათუმში დაბეჭდა 2016 წელს. ნაწარმოები ქართულად ნინო ბარძიმიშვილმა თარგმნა. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა კი 1-ელ მარტს შედგება.
4. ბრიჯერტონი
ფოტო: Netflix
2020 წლის მიწურულს ნეტფლიქსზე ბრიჯერტონის პრემიერა შედგა და ამ ფაშფაშა კაბებით, რევერანსებითა და კლასიკური რომანტიკით გაჯერებულმა სერიალმა ერთბაშად გადაგვისროლა მე-19 საუკუნის ინგლისში. ჯულია ქუინის რომანების სერიის მიხედვით შექმნილი სერიალი ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტადაც იქცა და ჯერ მე-2 სეზონის გადაღებები არ იყო დამთავრებული, რომ მას ერთდროულად დაუმტკიცდა მე-3 და მე-4 სეზონები.
წელს კი უკვე ბრიჯერტონის ახალ სეზონს ვიხილავთ. სერიალის პირველი და მეორე სეზონები ქრონოლოგიურად მიჰყვებოდა ქუინის წიგნების სერიას. აი, მე-3 სეზონი კი პირდაპირ საგის მეოთხე წიგნს, Romancing Mister Bridgerton, დაეფუძნება. მისი გადაღებები 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და 2023 წლის მარტში დასრულდა. ამ სეზონზე სცენარისტი ვან დიუსენი ჯესს ბრაუნელმა ჩაანაცვლა.
ბრიჯერტონის საგის პირველი წიგნი, ჰერცოგი და მე, რომელსაც სერიალის პირველი სეზონი ეფუძნება, 2021 წელს გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ. რომანი ქართულად რამაზ ხატიაშვილმა თარგმნა.
რაც შეეხება ბრიჯერტონის მე-3 სეზონს, ის ორ ნაწილად გამოვა; პირველი ნაწილის პრემიერა 16 მაისს შედგება.
///
5. ბეჭდების მბრძანებელი
ფოტო: New Line
ტოლკინის მოყვარულებს ნამდვილად საინტერესო წელი ელოდებათ: 2024-ში შედგება Amazon-ის გახმაურებული სერიალის, ძალაუფლების ბეჭდების, მეორე სეზონის პრემიერა. ამასთან ერთად კი, წელსვე ვიხილავთ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმის ომი.
ანიმაციაში მოყოლილი ამბავი 261 წლით უსწრებს წინ ტრილოგიის მეორე ნაწილში, ორი ციხე-კოშკი, განვითარებულ მოვლენებს. ბეჭდების მბრძანებლის ამ ნაწილში ვეცნობით როჰანის სამეფოს, რომელიც ცხენოსნებითაა დასახლებული და ცნობილია უძლეველი როჰირიმის კავალერიით. როჰირიმის ომში კი ისტორია როჰანის ხელმწიფის, ჰელმის, ირგვლივ განვითარდება.
ანიმაციური ფილმის რეჟისორი კენჯი კამიამაა, სცენარი კი ფიბი გიტინსსა და არტი პაპაგეორგიუს ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ როჰირიმის ომში ჩვენთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟს, როჰანელ ეოვინს, მირანდა ოტო გაახმოვანებს, რომელმაც ეს როლი პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაში ითამაშა. ანიმაციას მაყურებელი წლის ბოლოსკენ, 13 დეკემბერს, იხილავს.
ქართველი ტოლკინისტებისთვის სასიხარულო იქნება ის ამბავიც, რომ წელს ქართულად გამოდის ლეგენდარული მწერლის უახლესი წიგნი, ნუმენორის დაცემა, რომელიც მეორე ეპოქის შესახებ დაწერილ ტექსტებს აერთიანებს და ავტორის შვილის, ქრისტოფერ ტოლკინის, შედგენილია. გამოცემა ქართულად გიორგი გომართელმა თარგმნა. ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის თარგმანი კი ნიკა სამუშიას ეკუთვნის.
///
ბონუსი: გიკი გოგო
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ გიკი გოგოს წიგნების ეკრანიზაციას წელს ვიხილავთ და სწორედ ამ მიზეზით გამოვიტანეთ ის ბონუსად. თუმცა, კინოფილმების მონაცემთა ინტერნეტ-ბაზა IMDb-ის მიხედვით, გიკი გოგოს სერიალს 2024 წელს უნდა ველოდოთ.
ბრიტანელი მწერლის, ჰოლი სმეილის, გიკი გოგო ექვსი წიგნისგან შემდგარი სერიაა, რომელიც 15 წლის ჰარიეტ მანერსის ამბავს გვიყვება. ჰარიეტი სკოლაში გამუდმებული დაცინვისა და ჩაგვრის მსხვერპლია, თუმცა, მისი ცხოვრება იცვლება, როცა მოდელობის შანსი ეძლევა. როგორც ცნობილია, ჰარიეტის ისტორია ნაწილობრივ ავტორისეულ გამოცდილებას ეფუძნება.
სერიის პირველი და სმეილის სადებიუტო რომანი 2013 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულად. გიკი გოგოს ექვსივე წიგნი პალიტრა L-მა გამოსცა პროექტ ლიბერთინსის ფარგლებში. 2010-იანებში სერია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მოზარდებში, მისი ყოველი მომდევნო ნაწილის გამოცემას კი რიგები ახლდა წიგნის მაღაზიებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავად ჰოლი სმეილიც ეწვია 2018 წელს.
გიკი გოგოს მიხედვით 10-ეპიზოდიანი სერიალის გადაღება ნეტფლიქსმა დააანონსა შარშან. როგორც ცნობილია, მისი გადაღებები 2023 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს
გადახედვა
-
ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა
გადახედვა
-
ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრდებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრდებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გადახედვა
-
რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა
-
Zeekr 9X უკვე საქართველოშია — Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა Zeekr 9X უკვე საქართველოშია — Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
-
YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს
გადახედვა
-
მოძრაობა "ხმა": მაია კაკიაშილის ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია მოძრაობა "ხმა": მაია კაკიაშილის ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ნამდვილი ცხოველია თუ გამოგონილი ქვიზი: გამოიცანი ნამდვილი ცხოველია თუ გამოგონილი
-
ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი დააკავეს
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც კრისტოფერ ნოლანის ოდისეაზე ვიცით ყველაფერი, რაც კრისტოფერ ნოლანის ოდისეაზე ვიცით
გადახედვა
-
რატომაა უწყლობა მომაკვდინებელი — რა ხდება ორგანიზმში, როცა ის წყალს ვერ იღებს რატომაა უწყლობა მომაკვდინებელი — რა ხდება ორგანიზმში, როცა ის წყალს ვერ იღებს
-
ანდრო ჭიჭინაძე: "მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!" ანდრო ჭიჭინაძე: "მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!"
გადახედვა
-
სებ-მა საფინანსო სექტორს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები გააცნო სებ-მა საფინანსო სექტორს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები გააცნო
გადახედვა
-
ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კლინიკის საპირფარეშოში დედამ სცადა, მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კლინიკის საპირფარეშოში დედამ სცადა, მძიმეა
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
-
ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე იმეორებს წულუკიანი ნარატივს იმის შესახებ, რომ გიორგი ანწუხელიძე სააკაშვილის ავანტიურას შეეწირა ირაკლი კობახიძე იმეორებს წულუკიანი ნარატივს იმის შესახებ, რომ გიორგი ანწუხელიძე სააკაშვილის ავანტიურას შეეწირა
გადახედვა
-
ბათუმში კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს "ყელი გამოღადრა" ბათუმში კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს "ყელი გამოღადრა"
გადახედვა
-
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში — თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში — თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება
-
ერიკ დეინს ეკრანებზე უკანასკნელად Euphoria-ს მესამე სეზონში ვიხილავთ ერიკ დეინს ეკრანებზე უკანასკნელად Euphoria-ს მესამე სეზონში ვიხილავთ
გადახედვა


კომენტარები