დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!
ფოტო: ვიკიპედია
ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!
დაიწყო 2024. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე რომ ძაან მძიმე შედეგს მივიღებთ, ამაზე მოგახსენებთ. სწორი კონფიგურაცია კი გამარჯვების მთლად ფორმულა თუ არა, მაღალი შანსი რომაა, ამაზეც ცოტას.
ამჟამად სტატისტიკური მონაცემები, თუ როდის რამდენი პროცენტი იყო 5%-ზე ქვევით მყოფი პარტიების ხმების ჯამი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორ იმოქმედა გამარჯვებულის გამოვლენაზე. ბარიერი სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა, დავთვალე 5%-ს ქვევით დარჩენილი პროცენტები, რადგან ახლა 5%-ია ბარიერი და თვალსაჩინოდ დავინახავთ სურათს.
5%-ს ქვევით მყოფთა ჯამი საარჩევნო წლების მიხედვით:
- 1990 — 17% (12 პატარა პარტია ბარიერს მიღმა);
- 1995 — 62% (აქედან დაახლოებით, 3/4 გამოკვეთილად ოპოზიციური ხმები იყო — რამდენიმე ათეულ პატარა პარტიაზე გადანაწილებული, ამომრჩეველი ოპოზიციური იყო, ოპოზიცია კი მისი დაქსაქსულობით და არაკომპეტენტურობით — არსებითად, სახელისუფლებო);
- 1999 — 19%( "გამარჯვებული" "მოქკავშირი" 42%);
- 2003 — 7%( არჩევნების შედეგების დასაცავად სამკვირიანმა მიხმარებამ ქუჩიდან შეცვალა ხელისუფლება);
- 2004 — 9%;
- 2008 — 7%;
- 2012 — 5%( არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება);
- 2016 — 20%;
- 2020 — 25%.
მივამატოთ თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციული ნაწილიც ამ ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნებიდან.
5%-ზე ნაკლების ამღები პატარა პარტიების პროცენტების ჯამი გახლდათ:
- 2014 — 18%;
2017 — 15%;
2021 — 23%.
ერთნიშნა მხოლოდ ოთხჯერაა 5%-ს ქვევით დარჩენილი პარტიების ჯამი. აქედან ორჯერ, 2004 და 2008 წლებში ხელისუფლებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა (66% და 59%) და არ არის საინტერესო ამჟამად ჩვენთვის 5%-ს ქვევით დარჩენილების საკითხი.
ორჯერ კი პოლარიზაციის მაღალი დონე იყო და ხელისუფლება შეცვალა ამომრჩეველმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ — 2003 და 2012 წწ. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ოპოზიცია იყო კოალიციური( სხვადასხვა ფორმით).
ეს რიცხვები მკაფიოდ აჩვენებს და ჯიუტად ადასტურებს, რომ როცა ხელისუფლებას არა აქვს ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა გაყალბება-მიმატებებითაც კი, ის ხელისუფლობას ინარჩუნებს ბარიერს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ხმების სახელისუფლებო მანდატებად გადაქცევის საარჩევნო ტექნოლოგიით. პლიუს მაჟორიტარებით.
წელს მაჟორიტარები არ იქნებიან. ხელისუფლებას 2014-დან მოყოლებული არც ერთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში არა აქვს 50%-ზე მეტი. გამონაკლისის გარეშე — ორივე საპარლამენტო და სამივე ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით.
საპარლამენტო არჩევნებში 2016 წელს 20%- ია 5%-ს ქვევით, 2020-ში — 25%. თბილისის საკრებულოში 2021-ში 23%, მანამდე 18% და 15%. ამ ოპოზიციური ხმების (მაგ. 20% არის დაახლოებით, 400 ათასი ოპოზიციური ხმა) ნახევარი ან მეტი გარდაიქმნება სახელისუფლებო მანდატებად.
2024-ში 150 კაციან პარლამენტში 20% რომ დარჩეს 5%-იანი ბარიერის ქვევით, ამ 400 ათასი ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების ნახევარი გადაიქცევა 15-17 სახელისუფლებო მანდატად.
ვთქვათ, 41%-ს თუ გაიფორმებს "ქართული ოცნება", მას ამ 15-17 მანდატის დამატებით გაუხდება 76 ან მეტი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა.
კვლავ მივიღებთ უმცირესობის ხმებით სახელისუფლებო უმრავლესობას. გამსხვილებული სუბიექტების კონფიგურაციის პირობებში ოპოზიცია ჯამურად მოიგებს, რადგან ბარიერს ქვევით დარჩება ცოტა ხმა და პროცენტი. პროპორციული არჩევნები ერთტურიანია და მეორე ტურში "მიშა მოდის" მსგავსი დამაშინებელი ტრიუკი ვეღარ იქნება.
45%-ს თუ გაიფორმებს ოცნება (2020 და 2021 ქვეყნის მასშტაბით ამ რიგის მონაცემებია), 5%- იან ბარიერს მიღმა დარჩენილი ამომრჩევლის ოპოზიციური ხმების 10 პროცენტიც კი ეყოფა მანდატების 76-მდე შესავსებად.
ასე დაწვრილებით იმიტომ გაწვდით ამ ინფორმაციას, რომ კარგად გავიაზროთ, რა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბარიერს მიღმა ძალიან ცოტა, არაუმეტეს 5-7 %-ს დატოვება( რაც ნაკლები, მით უკეთესი). სწორედ ასე დაბალმა, 7-მა და 5-მა პროცენტმა უზრუნველყო ოპოზიციის გამარჯვება 2003 და 2012 წლებში.
ორივე შემთხვევაში ოპოზიციის კონფიგურაცია იყო სწორი - მინიმალურად დაიკარგა ოპოზიციური ხმები. მეტიც, ჯამურად ოპოზიციამ ხელისუფლებებზე მეტი მიიღო და გადასანაწილებელი მანდატების უმრავლესობაც ოპოზიციას შეხვდა. ასეთია დათვლის წესი.
1990 წლიდან მოყოლებული ბარიერის გადამლახველები არიან ან მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტი - სახელისუფლებო და წამყვანი ოპოზიციური(1990, 2004, 2012), ან მათ ემატება 1 მომცრო, ზომიერად ოპოზიციური, ან პირდაპირ სატელიტი პარტია(1995, 1999, 2016). შეგახსენებთ, 2020-ში 5%-ზე მეტი აქვს მხოლოდ 2 პარტიას - ოცნებას და ენმ-ს. 2008-ში წამყვან ოპოზიციურ ძალას-გაერთიანებულ ოპოზიციას დაემატა 2 ზომიერი, ხელისუფლებისთვის იმ მომენტში მისაღები პარტია. რესპები გარეთ დაგვტოვეს 2008-ში( ფინასური ბარიერი 4%-იც კი არ გაიმეტეს, 3.78% გამოგვიწერეს), 1999-ში უსამართლოდ გარეთ დატოვეს მაშინ ნამდვილად ოპოზიციური ლეიბორისტები(6.97%, მაშინ ბარიერი იყო 7%) და შეუშვეს მრეწველები7%-ით, 1995-ში პარლამენტის კარი უსამართლოდ ჩაურაზეს ზვიადისტების "21-ე საუკუნეს", რომელიც მომდევნო არჩევნებისთვის ასლან აბაშიძესთან გადაბარგდა. 2016-ში თავისუფალი დემოკრატები 4.65-ით გარეთ დატოვეს და პარლამენტში შეიყვანეს ღია სატელიტი პატრიოტთა ალიანსი 5.01%-ით.
ასე, რომ ბარიერის დიდი რეზერვით დაძლევაა საჭირო, რომ ვერ გააგდონ პარლამენტიდან ბარიერგადალახული პარტია.
ყოველივე ზემოთქმული ნათლად აჩვენებს, რომ ბარიერგადამლახველი ოპოზიციური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა არის 4, ისიც იყო ერთადერთხელ, 2003 წ. 2 ნოემბრის გაუქმებულ არჩევნებში(ბლოკი ენმ/რესპები/კონსერვატორები, ლეიბორისტები, ახლები, ბურჯანაძე-დემოკრატები).
სამიდან ორი, არამკვეთრი ოპოზიციური პარტიაც ერთხელ იყო სულ, 2008-ში. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მუშაობდა პარლამენტში, ლეიბორისტებიდან კი მხოლოდ ისინი დადიოდნენ და აძლევდნენ ხმას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლებამ ჩაუსვა სიაში. არც მეტი, არც ნაკლები.
სხვათა შორის, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ხელისუფლების მოთხოვნით იყარა კენჭი შალვა ნათელაშვილმა, რათა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის წაერთმია ხმების ნაწილი. ეს პირდაპირ გამოგვიცხადა ეროვნულ საბჭოს მისმა წარმომადგენელმა 2007-ის ნოემბერში. ბევრს გვახსოვს. ეს ისე, ცნობისთვის და იმის ასახსნელადაც, თუ რატომ ჰყავდათ ნაცებს ლეიბების სიით გაყვანილი საკუთარი დეპუტატები. წამყვანი ოპოზიციური გაერთიანების დეპუტატთა უმრავლესობამ გაუმართლებელი ბოიკოტი გამოაცხადა და დაჭრა მანდატები. დღემდე მიკვირს ძალიან სიმპათიური და კვალიფიციური ახალი მემარჯვენეების ასეთი საქციელი — 5 მანდატი ჰქონდათ.
ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. 4 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა 1990 წლიდან მოყოლებული უამრავი არჩევნების შედეგად. ენმ გადის გარანტირებულად, მაღალი შანსი აქვს გახარიასაც. ე.წ. "შუაშისტების (ყოფილი ნაცების ჩათვლით)" ერთი დიდი გაერთიანება მე გამარჯვების ფორმულა მგონია.
ამ კონგლომერატს 20 %-ზე მეტის აღება შეეძლებოდა. იქნებოდა არა მესამე ძალა ოპოზიციაში, არამედც პირველი ძალა და დანარჩენ ორთან შეკრავდა პოსტსაარჩევნო კოალიციას( პოლონეთის ანალოგიურად). რაკი ჯერ კიდე პატარების დიდი გაერთიანების ნაცვლად პატარების დიდი ბაქი-ბუქობის დროში ვცხოვრობთ, უფრო რეალისტური მგონია, რომ ორი საშუალო, არანაცურ/არაგახარია გაერთიანება ჩამოყალიბდეს, როგორ დე-ფაქტო ბლოკები. ეს ორი ერთმანეთთან მაინც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებდა საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში. პირველად საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ისტორიაში პარლამენტში მაღალ ბარიერგადამლახველი 4 ოპოზიციური გაერთიანება შევიდოდა სახელისუფლებო კოალიციის ჩამოყალიბების კარგი შანსებით.
ამდენი იმიტომ ვწერე, რომ სრულიად მკაფიდ ვაჩვენო და დავუსაბუთო ყველა მობაქიბუქეს, რომ 4-ზე მეტი რეალური ოპოზიციური სუბიექტით წარდგომა საარჩევნოდ ნიშნავს ბარიერს ქვევით ოპოზიციური ხმების მოგროვებას ხელისუფლებისთვის მანდატებად გადასაცემად.
ზოგი პატარა, ზოგიც ძალიან დაპატარავებული პოლიტჯგუფი რეალურად იბრძვის არა საარჩევნო ბარიერის დასაძლევად, არა 100 ათასი ხმის ასაღებად (ნულია შანსი ბევრისთვის და ეს იციან), არამედ 1 პროცენტის გადასაბობღებლად, რაც საბიუჯეტო დაფინანსებას — წელიწადში მინიმუმ, 300 ათას ლარს, 2% — 600 ათასს ნიშნავს.
ოპოზიციური ხმებით საკუთარი ფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არაა მთლად წესიერი პოლიტიკა და ამომრჩეველმა ასეთი პოლიტიკოსები უნდა დასაჯოს - ვერც ის 1 პროცენტი ვერ უნდა აიღონ. ეს სულაც არაა რთული - მაგ პოლიტჯგუფების უმრავლესობას სწორედ 1 პროცენტის მიდამოებში აქვთ ხმები 2020 და 2021 წწ. შედეგებით და სულ უფრო ცვდებიან, გასდით ყავლი. ხელისუფლება სპეციალურად უტოვებს ასეთებს ასეთ დაბალ ფინანსურ ბარიერს - 1%-ს. ფაქტიურად ოპოზიციურ მინდორზე საბალახოდ ბიუჯეტის ხარჯზე უშვებს ამ ფსევდოოპოზიციურ ადამიანებს.
ჩემი ვარაუდით, გაზაფხულზე უკვე გამოჩნდება, ვის რა შანსი ექნება და მაინც დაიწყება გამსხვილებების მცდელობა. არ ვარ დარწმუნებული, რომ შედეგიანი გამოდგება ეს მცდელობები, ცხადია, არც კარგ შედეგს გამოვრიცხავ და ვგულშემატკივრობ საარჩევნო სუბიექტების გამსხვილების პროცესს. გამსხვილება თუ რეალობად იქცა, სულაც არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ბარიერის დაწევაც კი დააპიროს, რათა ამ ნაბიჯს წამოგებული რამდენიმე ოპოზიციური პარტია სწორედ ამ დაწეული (3 ან 2) პროცენტის ქვევით აღმოჩდეს. "პატარების დიდ გაერთიანებას" აქვს სინერგიის ეფექტი და მართლა ეს მგონია საერთოოპოზიციური გამარჯვების ფორმულა. ეს იცის ხელისუფლებამაც და ამიტომაც უკრძალავს პარტიებს საარჩევნო სახელის დარქმევას, ერთი პარტიის სიაში მეორე პარტიის წევრების შეყვანას, ბლოკები ხომ ისედაც აკრძალული აქვს და ა,შ.
მთავარი ის კი არაა, რომელიმე 1 ან 2 პატარა პარტია გადალახავს თუ არა მაღალ ბარიერს, მთავარია, ბარიერგადაულახავებმა არ შეადგინონ ჯამში ორნიშნა პროცენტი, რაც ამ ხელისუფლებას კვლავ დაგვიტოვებს უმცირესობის ხმებით უმრავლესობაში. რომელიმე პატარა პარტიის პოლიტიკურ ოპოზიციაში თავის დამკვიდრების ფუფუნება ჩვენს ქვეყანას ამჟამად არა აქვს, ჩემი აზრით.
ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის?
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება
გადახედვა
-
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
-
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
გადახედვა
-
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
-
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
გადახედვა
-
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
კომენტარები