თიბისის ტექსკოლა მომავალი ინოვატორების მხარდასაჭერად
მრავალი წელია, თიბისი გასცდა ფინანსურ სფეროს და იქცა რეგიონის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიად, რომლისთვისაც ინოვაციების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იგი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორის მხარს უჭერს ახალ თაობას, მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება ტექნოლოგიური მიმართულებით.
თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ათასობით ახალგაზრდას ეხმარება, მიიღონ ხარისხიანი განათლება ამ მიმართულებით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თიბისის მიზანია, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და მხარდაჭერით ხელი შეუწყოს როგორც უფროსკლასელებს, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ ზრდაში.
ახალგაზრდა ინოვატორების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიების მიზანი თიბისის ტექნოლოგიური სკოლის პროგრამების ყოვლისმომცველ მიმოხილვა იყო. ღონისძიებას ესწრებოდა მრავალფეროვანი აუდიტორია, რომელიც აერთიანებდა როგორც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ასევე მშობლებს, ლექტორებს და პარტნიორ ორგანიზაციებს.
ღონისძიებაზე სპიკერებმა წარადგინეს ტექ სკოლის მიღწევები, ხოლო კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და ფასდაუდებელი გამოცდილება აუდიტორიას გაუზიარეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებას საზეიმო განწყობა გამოარჩევდა. დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამაშში, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს კი აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, საახალწლო ფესტივალსა და კონცერტს დასწრებოდა.
თიბისის, როგორც ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუციასა და ტექნოლოგიურ კომპანიას, გაცნობიერებული აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და როლი საქართველოს სამომავლო კეთილდღეობასა და პოზიტიურ ზეგავლენაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივით გამოირჩევა.
თიბისის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, პროგრამაში მონაწილეობით ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო დაინტერესებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. თიბისის გუნდი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა 2024 წლიდან კიდევ უფრო მეტი მასშტაბური პროექტი განახორციელოს თავის პარტნიორებთან ერთად.
კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ თიბისის გუნდი მიზნად ისახავს, 2024 წელს მათი საგანმანათლებლო მიმართულება ხელმისაწვდომი გახდეს სტუდენტებისთვისაც.
"ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს უმოკლეს დროში შეისწავლონ 21-ე საუკუნის პროფესიები, მიიღონ განათლება და მივცეთ მათ საშუალება, არ დატოვონ ჩვენი ქვეყანა და თავისთვის საინტერესო საქმიანობა იპოვონ ჩვენს ქვეყანაში, არამხოლოდ დიდ ქალაქებში, ასევე თავიანთ რაიონებშიც," — ამბობს ვახტანგი.
ფოტო: თიბისი
ზუსტად ერთი წლის წინ თიბისიმ განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. პროგრამის ფარგლებში, თიბისი, ყველა უფროსკლასელს სრულად დაფინანსებულ ცხრა ტექნოლოგიურ ონლაინ კურსს სთავაზობს.
2023 წელს მთელი საქართველოდან 1200-ზე მეტი უფროსკლასელი უკვე დაეუფლა მომავლის ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია და UI/UX დიზაინი.
მეტსაც გეტყვით, გარდა ონლაინკურსებისა, თიბისი უფროსკლასელებს პროექტ "კომუნიკაციების სახელოსნოში" მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს.
"ტექსკოლამ დიდი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მომცა ვებსაიტების აწყობასთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ გამომადგება როგორც პერსონალურად, ასევე შევძლებ, ჩემი საქმიანობით დავეხმარო სხვა ადამიანებსაც," — ნიკოლოზ ვეშაგური, ტექსკოლის კურსდამთავრებული.
ფოტო: თიბისი
"შარშან ამ დროს ვთქვით, რომ ჩვენი ფოკუსი იქნებოდა ახალი თაობა, კერძოდ, დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეები და ჩვენ შევქმნიდით ბევრ განსხვავებულ და მრავალფეროვან უფასო შესაძლებლობას ტექნოლოგიური განათლების გასავრცელებლად. ჩვენი დაპირების ნაწილი იყო ისიც, რომ განათლება ხელმისაწვდომი იქნებოდა ფართო აუდიტორიებისთვის როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებისთვის. ამჟამად ვგეგმავთ, რომ უფრო გავაფართოოთ საგანმანათლებლო მიმართულება და გვქონდეს როგორც საბაზისო, ასევე უფრო სიღრმისეული კურსები როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის ასევე სტუდენტებისთვის," — ამბობს მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.
ფოტო: თიბისი
თიბისის განათლების მიმართულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისის რისკების და თიბისი IT აკადემია. რისკების აკადემია — საბანკო სექტორით და რისკების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი უნარების შესწავლას და განვითარების შესაძლებლობას. IT აკადემიაში კი ამჟამად ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი მიმდინარეობს, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის", მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი 2023 წელს ასევე აქტიურად უჭერდა მხარს პარტნიორი ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიცაა: Data bootcamp-ი გურჯაანში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში, რობოტიქსის ოლიმპიადა, ინოვაციების ბანაკი, Technovation Girls და სხვა.
აი, კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდე — თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და 2024 წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს ტექნოლოგებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომენტარები