7 საჩუქარი მათთვის, ვინც ახალ წელს სამუშაო მაგიდასთან ხვდება
ფოტო: On.ge
მართალია, ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია, თუმცა ადამიანების ნაწილი სამსახურის პასუხისმგებლობებს ვერც ამ დღეს არიდებს თავს და 31 დეკემბერსაც კი საქმეების მოგვარებით არის დაკავებული. თუ ასეთი 1-2 ნაცნობი შენც გაგახსენდა, მათთვის იდეალურ საახალწლო საჩუქრებს შეგარჩევინებთ!
1. ეკრანისგან დამცავი სათვალე
ფოტო: On.ge
რადგან დღის დიდ ნაწილს შენი ადრესატი სწორედ ლეპტოპთან ატარებს, მნიშვნელოვანია, მხედველობას გაუფრთხილდეს, ამაში კი ეკრანისგან დამცავი სათვალე დაეხმარება. მართალია, მას ამ საჩუქრით სამსახურისგან ვერ დაიხსნი, თუმცა საქმეს ცოტათი მაინც შეუმსუბუქებ.
ფასი: 160 ₾ / დეტალურად ნახვა
2. მაგიდის ორგანაიზერი
ფოტო: On.ge
ალბათ, საქმეში თავით გადაშვებულს შენც ხშირად დაგვიწყებია, სათვალე, გასაღები ან ტელეფონი სად დადე. მაგიდის ორგანაიზერი ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის და შენი ადრესატის საუკეთესო მეგობარი მალევე გახდება.
ფასი: 132 ₾ / დეტალურად ნახვა
3. ბლუთუზიანი კლავიატურა
ფოტო: On.ge
სამსახურში ყოფნისას ერთ-ერთი პრიორიტეტი საქმის დროულად და ხარისხიანად კეთებაა, რაშიც სწრაფი, თანამედროვე და კომფორტული ტექნიკა ყველაზე მეტად გვეხმარება. სწორედ ასეთი საჩუქარია ბლუთუზიანი კლავიატურა, რომელიც მუშაობას დამღლელის ნაცვლად, სასიამოვნო პროცესად აქცევს.
ფასი: 179,99 ₾ / დეტალურად ნახვა
4. მაგიდის სანათი
ფოტო: On.ge
თუ შენს ადრესატს სამსახურში უღამდება და უთენდება, მაგიდის სანათზე უკეთესს ვერაფერს შეურჩევ. სანათი მას მუშაობისას მყუდრო გარემოს შეუქმნის — იქნებ, დროის გასვლაც უფრო მეტად იგრძნოს, 12 საათამდე საქმეების მოლევა და სუფრასთან დაჯდომაც მოასწროს.
ფასი: 34,02 ₾ / დეტალურად ნახვა
5. კისრის ბალიში
ფოტო: On.ge
ვინც დღე და ღამე ლუკმა-პურის შოვნაშია, დიდი ალბათობით, ძილის პრობლემებიც აწუხებს, ამიტომ კისრის ბალიში მისთვის ნამდვილი მისწრება იქნება. ამ საჩუქრით კარგად დაისვენებს და ყოველ ჯერზე შენც ტკბილად გაახსენდები.
ფასი: 65 ₾ / დეტალურად ნახვა
6. ყავის აპარატი
ფოტო: On.ge
ძილის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვქნათ, თუ საქმეები თავს არ გვანებებს? ყავა შენი ადრესატის ყოველდღიურობის ნაწილი იქნება, ამიტომ საქმე გაუმარტივე — ყავის აპარატის წყალობით სასმლის მომზადებაში ნაკლებ დროს დახარჯავს და მუშაობის ფონზე გემრიელ ყავასაც შეექცევა.
ფასი: 199 ₾ / დეტალურად ნახვა
7. სახის გორგოლაჭებიანი გამწმენდი
ფოტო: On.ge
ყველას გვსურს, ახალ წელს კარგად გამოვიყურებოდეთ, თუმცა დატვირთული გრაფიკის ფონზე თავის მოვლა ხშირად გვავიწყდება. შენს ადრესატს ამის შეხსენება არ აწყენს — თუ თავად საკუთარი თავისთვის დროს ვერ გამონახავს, შენ სახის გორგოლაჭებიანი გამწმენდით მის კანზეც იზრუნებ და საახალწლო განწყობაზეც.
ფასი: 76 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები