წისქვილი წყნეთსა და მცხეთაში გიმასპინძლებთ
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
წისქვილი ჯგუფმა ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა და გააერთიანა კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული კულინარიული ფასეულობების მიმართულებები. ეს კარგად ჩანს თითოეულ დეტალში, არქიტექტურაში, სერვისსა თუ კერძებში.
უცხოელი სტუმრებისთვის, წისქვილის ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
წისქვილის რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
თუ ამ რესტორნებში ერთხელ მაინც შესულხართ, შეუმჩნეველი ვერ დაგრჩებოდათ მათი გამორჩეული არქიტექტურა, წინ გადაშლილი საუცხოო ხედები და ნამდვილი ქართული სტუმარმასპინძლობა და კერძები.
სტატიაში წყნეთსა და მცხეთაში მდებარე წისქვილის რესტორნებს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
წისქვილი წყნეთში
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
წისქვილი წყნეთში 2015 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების ერთ-ერთ რჩეულ ლოკაციად. ის, რაც აქ ყველაზე მეტად მოგხიბლავთ მის გარშემო არსებული ულამაზესი ხედებია, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულია. აქ ხან მწვანეში ჩაფლული ხეებით, ხანაც შემოდგომის ულამაზესით ფერებით იქნებით გარშემორტყმული. ზამთარში კი შეძლებთ დათოვლილი ხედებით ისიამოვნოთ.
ასეთ გარემოში კი რა ჯობს უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნებას, რომლებსაც თქვენ თვალწინ მოამზადებენ. აქ შეძლებთ დარბაზშივე, ძველებურ ბუხარში მოხარშული ხინკალი ან მოძრავ ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპური დააგემოვნოთ. წყნეთის წისქვილის მყუდრო გარემოში, ნამდვილი სტუმარმასპინძლობის გემოს თავად გამოცდით.
მუსიკალური პროგრამას გარემოს შესაფერისია, ტრიო ქალაქური მუსიკებით ზრუნავს მოსულ სტუმრებზე და განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.
წისქვილი მცხეთაში
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
წისქვილი მცხეთაში სულ ცოტა ხნის წინ 2022 წელს გაიხსნა, რამაც მოგზაურებს შესაძლებლობა მისცა საქართველოს ამ უძველესი ქალაქის დათვალიერების პარალელურად, ნამდვილი ქართული კერძები დაეგემოვნებინათ.
რესტორანი სვეტიცხოვლის ქვაფენილიანი გზის დასაწყისში, მტკვრის პირას მდებარეობს. ის ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომლიდანაც იშლება ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე.
კომპლექსში მოხვედრისთანავე თვალში მოგხვდებათ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. აქვე დაგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომლის საკოლექციო საცავიდან უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებთ. მცხეთის წისქვილში მოინახულებთ მეგრულ ოდასა და გრილის სივრცესაც, სადაც მზარეულები თქვენ თვალწინ დაამზადებენ მადისაღმძვრელ კერძებს.
სუფთა ჰაერზე გემრიელი საუზმის, სადილის ან ვახშმის შემდეგ კი, შესაძლებლობა მოგეცემათ რესტორნიდან მდინარე მტკვარზე ნავით გაისეირნოთ და თქვენი სტუმრობა მცხეთაში დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ასე რომ, თუ ქალაქგარეთ დასვენებას და განტვირთვას გადაწყვეტთ, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, თბილისის ერთ მხარეს წისქვილი წყნეთში გიმასპინძლებენ, ხოლო თბილისის მეორე მხარეს მცხეთის წისქვილში დაგხვდებიან საუკეთესო განწყობითა და გემრიელი კერძებით.
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები