2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია პოსტრედმა ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა
ფოტო: თიბისი
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია პოსტრედი ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდენტობას და მიზნებს. ფილმებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი აუდიო პოსტ პროდაქშენ კომპანიის, პოსტრედის ისტორიას მისი დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გვიამბობს:
"9 წლის წინ, როცა კომპანიას ვაარსებდით, ჩვენი დევიზი იყო ნიჭს არ აქვს საზღვრები. ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით 3 არტისტი, რომლებსაც გვჯეროდა, რომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს. გადავწყიტეთ, ხელოვნებით გაგვერღვია საზღვრები და გავსულიყავით საერთაშორისო ბაზარზე, გვემუშავა ყველაზე დიდ საერთაშორისო პროექტებზე.
ხმის დიზაინი და მუსიკა ის საქმეა, რომლითაც დავიწყეთ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება. პირველი წლები აქტიურად ვთანამშრომლობდით ქართულ კინო და სარეკლამო ინდუსტრიასთან. გვქონდა პატივი გვემუშავა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა დიტო ცინცაძის შინდისის გმირები, ლევან აკინის და ჩვენ ვიცეკვეთ, და ა.შ. თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საზღვრების გარღვევა და უფრო დიდ ასპარეზზე გასვლა, რისთვისაც ბევრი წელი და დიდი შრომა დაგვჭირდა.
დღეს ჩვენი ძირითადი პარტნიორი ჰოლივუდია, ჩვენი საქმიანობის არეალი კი - ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ამ სფეროში მსხვილ სექტორებთან კოლაბორაცია დიდი გამოცდილება და იმის დამტკიცებაა, რომ ნიჭს საზღვრები მართლაც არ აქვს. ამას ის დიდი საერთაშორისო პროექტებიც ადასტურებს, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ვიმუშავეთ. Ferrari (2023), Thanksgiving (2023), Euphoria(2022), Scream 6 (2023) — ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენი და საერთაშორისო კომპანიების კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკულ ბაზარზე უფრო კარგად გვიცნობენ, ვცდილობთ, ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და ჩვენს ქვეყანასაც გავუზიაროთ
გამოცდილება. სწორედ ამიტომაც, გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევასწავლოთ ხმის დიზაინი დევიზით — აკეთე, რაც გიყვარს.
სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძალიან ძლიერია სტერეოტიპი, რომ ხელოვნება მხოლოდ გასართობი სფეროა, რომელსაც ქველმოქმედების მიზნით ფული სულ იქით უნდა უხადო. ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და იმის დამტკიცება, რომ არტ-ინდუსტრია ბიზნესისთვის დიდი და მომგებიანი ასპარეზია, ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს ვაკეთებთ.
2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობაც დიდწილად ამ მოტივით გადავწყვიტეთ. გავიმარჯვეთ ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი და ამით ბიზნეს სექტორს დავანახეთ, რომ არტი არ არის სფერო, რომელსაც მხოლოდ უნდა დაეხმარო, არამედ ეს არის მომგებიანი ბიზნესი, თავისი დიდი ბენეფიტებით. ჩვენმა კომპანიამ სწორედ ამის პრეცენდენტი შექმნა საქართველოში. ქვეყნის მთავარ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაც „პოსტრედის“ გუნდისთვის სწორედ ამ იდეის ვალიდაციაა.
როგორც გამარჯვებულ კომპანიას, ჯილდოს არჩევის საშუალება გვქონდა. ჩვენ
ბრენდინგი ავირჩიეთ და თიბისისა და კომპანია ჰოლი მოტორსის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ პოსტრედის რებრენდინგზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, მივიღეთ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ბრენდი, როგორც სოციალური იდენტობა, ათწლეულებს გაუძლებს. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ ახალი ბრენდითა და ახალი ძალებით შევედით ახალ, ვიდეოთამაშების საერთაშორისო ბაზარზე და ძალიან მოკლე დროში კომპანიის წარმადობა ფაქტობრივად გაორმაგდა.
მიმაჩნია, რომ მსგავს დაჯილდოებებში მონაწილეობა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცო, რომ რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანი და ხარისხიანია. შეიძლება პირველ ჯერზე ვერ გაიმარჯვო, მაგრამ მსგავს კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც გუნდს თავდაჯერებულობას და ძალას ჰმატებს."
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები