რა მოხდა გასულ კვირას? — პოპკულტურის 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
დატვირთული კვირის ფონზე, რთულია, სიახლეებს თვალი მუდმივად ადევნო და არაფერი გამოგრჩეს. გასული კვირა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, მრავალფეროვანი სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. ამ სტატიაში კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები შეგიგროვეთ. აი, ისინიც:
1. საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე პირველი რეპეტიცია გაიარა (ფოტოები)
ფოტო: Corinne Cumming / EBU
რიგით 21-ე საბავშვო ევროფესტივალს საფრანგეთის ქალაქი ნიცა 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 მონაწილე ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელსაც კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ. ქართველმა მონაწილეებმა სულ ცოტა ხნის წინ Palais Nikaïa-ის არენაზე პირველი რეპეტიციაც გაიარეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის Playoff-ების ეტაპზე TOP 3-ში მოხვდა
ფოტო: The Voice
ცოტა ხნის წინ მაყურებელმა ამერიკული The Voice-ის Playoff-ების ეტაპი იხილა, რომელშიც თითოეულ მწვრთნელს თავისი გუნდის 6 წევრიდან 3 უნდა შეერჩია. Playoff-ების ეტაპზე ნინი ბრეგვაძის მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა, 3 მონაწილეს შორის ქართველი მომღერალიც შეარჩია.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. ევროვიზიის გამარჯვებული ჯამალა რუსეთში ძებნილად გამოცხადდა
ფოტო: Maja Suslin / EPA
ცნობილი უკრაინელი მომღერალი ჯამალა რუსეთში ძებნილად გამოცხადდა. მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელი სუსანა ჯამალადინოვაა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში ოქტომბერში აღმოჩნდა, თუმცა, ადგილობრივი მედიისთვის ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. რობერტ პატინსონი და მისი შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან
ფოტო: Getty Images
მსახიობი, მოდელი და მომღერალი სუკი უოთერჰაუზი და მსახიობი რობერტ პატინსონი პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ საზოგადოებას სუკიმ Corona Capital-ის ფესტივალზე შეატყობინა. უოთერჰაუზი ფესტივალზე ერთ-ერთი შემსრულებელი იყო, რა დროსაც სცენიდან ორსულობაზე იხუმრა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. პერის ჰილტონს მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც ლონდონი დაარქვა
პერის ჰილტონს მადლიერების დღის აღსანიშნად განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა — მას მეორე შვილი შეეძინა. 42 წლის ვარსკვლავი და მისი ქმარი, კარტერ რეუმი, მშობლები უკვე მეორედ გახდნენ. სიახლე თავად ჰილტონმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვაცნობა. მან ჩვილის ვარდისფერი ტანსაცმლის ფოტო დაპოსტა, რომელსაც ზედ "ლონდონი" აწერია.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ფრანგებს საკუთარი თავიც არ მოსწონთ — რიდლი სკოტი ფრანგ კრიტიკოსებს პასუხობს
ახლახან რიდლი სკოტის ახალი ფილმი, სახელად Napoleon, გამოვიდა. ისტორიული დრამა საფრანგეთის ცნობილი იმპერატორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლში კი ხოაკინ ფენიქსი თამაშობს. Napoleon პრემიერიდან მალევე კრიტიკის ობიექტი გახდა, რასაც უკვე ფილმის რეჟისორიც გამოეხმაურა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. რობერტ პატინსონს დაბადების დღე თურმე დაუგეგმავად უქციეს ბინდის წვეულებად
ფოტო: Vittorio Zunino Celotto / Getty Images
რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო, რობერტ პატინსონის და ბინდის ურთიერთობაზეა ნათქვამი. მაისში მსახიობმა 37 წლის იუბილე აღნიშნა და წვეულებაც მოაწყო, სადაც სრულიად შემთხვევით, დაუპატიჟებლად აღმოჩნდა ჯერ ბინდის რეჟისორი ქეთრინ ჰარდვიქი, მოგვიანებით კი მხიარულებას ბელა სუონის შემსრულებელი კრისტენ სტიუარტიც შეუერთდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. BTS-ის წევრი Jungkook ჯარში წასვლამდე ფანებს გამოემშვიდობა
ცნობილი სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის წევრი, Jungkook ფანებს ჯარში გაწვევის გამო დროებით გამოემშვიდობა. მან ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა. RM, Jimin, V და Jungkook ჯგუფის ბოლო 4 წევრი იყო, რომლებიც ჯარში აქამდე არ გაუწვევიათ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. დისტოპიური რეალობა მოგენატრა? Black Mirror-ს მე-7 სეზონი დაუმტკიცდა
ფოტო: Netflix
4-წლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელმა Black Mirror-ის მე-6 სეზონი 2023 წლის ივნისში იხილა. Netflix ახალი სეზონის გამოსვლის სავარაუდო თარიღს ჯერ არ ასახელებს, თუმცა სერიალის განახლებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. მარგო რობის თქმით, ბარბის მეორე ნაწილის გადაღება არ იგეგმება
ფოტო: Disney
მას შემდეგ, რაც რეჟისორ გრეტა გერვიგის ბარბი წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, მაყურებლები მსჯელობდნენ იმაზე, გადაიღებდა თუ არა გერვიგი ფილმის გაგრძელებასაც. ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ბარბის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, მარგო რობიმ თქვა, რომ მეორე ნაწილის გადაღება არ იგეგმება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები