ავსტრალიელ ქალს მის ეზოში ჩაძინებულმა სელაპმა სამსახური გააცდენინა
ფოტო: Australian Broadcasting Corporation
ის ამბავი გახსოვთ, ახალ ზელანდიაში სელაპი რომ ბინაში შეიჭრა, კატა სახლიდან გააგდო და დივანზე მოკალათდა? მსგავსი ისტორია განვითარდა ცოტა ხნის წინ ახალი ზელანდიის მეზობელ კუნძულ ტასმანიაზე.
გამთენიისას, 7-ის წუთებზე, ავსტრალიელი ემბერ ჰარისი უცნაურმა ხმაურმა გააღვიძა. სანაპიროს მახლობლად მცხოვრებმა ქალმა თავიდან იფიქრა, ვიღაც ჩემი მანქანის მოპარვას ცდილობსო. თუმცა, საძინებლის ფანჯრიდან გახედვისას ეზოში ქურდის ნაცვლად თავისი ნაცნობი, სახელად ნილი დახვდა, რომელიც პირდაპირ მას მისჩერებოდა.
ნილი — სწორედ ასე შეარქვეს ადგილობრივებმა 600-კილოგრამიან სელაპს, რომელიც სანაპიროებზე და ქუჩებში ხეტიალშია შემჩნეული. მეტიც, ცხოველს ინსტაგრამზე საკუთარი გვერდი აქვს.
იმ დღეს კი ნილმა ემბერის ეზო საფუძვლიანად დაათვალიერა და ბინაში შეღწევაც მოიწადინა. მაგრამ, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ავტოფარეხს მიაშურა და პირდაპირ ქალის მანქანის წინ მოიკალათა.
რა გაეწყობოდა, ემბერმა თავის უფროსს დაურეკა და ამცნო, სამსახურში მოსვლას ვერ ვახერხებო.
"ეს ამბავი ისტორიის წიგნებში შევა, როგორც სამსახურის გაცდენის საუკეთესო მიზეზი", — ამბობს ჰარისი, — "მაგრამ, რა თქმა უნდა, უფროსს ფოტოები გავუგზავნე იმაში დასარწმუნებლად, რომ არაფერს არ ვიგონებდი".
ნილს მშვიდად სძინავს, სანამ ემბერი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს.
ფოტო: Australian Broadcasting Corporation
უფროსი, როგორც ჩანს, ამ საპატიო მიზეზს გაგებით მოეკიდა. თუმცა, ჰარისს სხვა საფიქრალი გაუჩნდა.
"ახლა მშვიდად თვლემს", — უთხრა ქალმა ადგილობრივი რადიოს დილის გადაცემას, — "მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნა, როცა ეზოში სელაპი მყავს".
ექსპერტმა ემბერს განუცხადა, რომ ნილი მის ეზოში სამიდან ოთხ კვირამდე შეიძლება დარჩენილიყო, მერე კი ადგილს თავისით დატოვებდა.
"ვერ ვხვდები, ჩემი ეზო რატომ არჩია, მაგრამ შეუძლია იმდენ ხანს დარჩეს, რამდენსაც მოისურვებს", — აღნიშნა ჰარისმა.
თუმცა, მასპინძლის სტუმართმოყვარეობის მიუხედავად, სელაპმა ემბერის კარ-მიდამო რამდენიმე საათში დატოვა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
კომენტარები