გამოთვალე შენი პლასტმასის ნაკვალევი
პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობა დღესდღეობით აწყდება. The Guardian-ის ჟურნალისტმა 2017 წლის ზაფხულს პლასტმასის ზაფხული უწოდა, რასაც დიდი ყურადღება დაეთმო მედიაში და ამ დღიდან მოყოლებული გაჩნდა იმედი, რომ ეს გამოიწვევდა ცხოვრების სტილის ცვლილებებს გლობალურ დონეზე.
თუმცა, სანამ გლობალურ ფაქტებზე, შედეგებსა და რიცხვებზე ვისაუბრებთ, რომლებიც დედამიწაზე პლასტმასის ნეგატიურ გავლენას აჩვენებენ, მიმოვიხედოთ ჩვენ გარშემო, რა ვიცით ჩვენი ნეგატიური გავლენის შესახებ?
ერთ-ერთი მწერლის, რე ვივიანას მაგალითს მოგიყვებით, რომელმაც ორი წლის წინ დაიწყო ფიქრი და თვალის მიდევნება თავის ურნაში არსებულ პლასტმასაზე და მის გადამუშავებაზე. მაშინაც კი, როცა ის მოგზაურობდა, ყველგან საზოგადოებრივ შადრევნებს ან წყლის სადგურებს ეძებდა, რათა არ ეყიდა პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყალი.
ხშირად ადამიანები არ ვსვამთ ონკანის წყალს, რადგან არ მივიჩნევთ მას უსაფრთხოდ და ხარისხიანად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები დღიურად საშუალოდ 1-დან 2 ლიტრამდე წყალს მოვიხმართ, გამოდის, რომ ყოველ 60 წამში მთელ მსოფლიოში მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ მთლიანობაში, სანამ ამ პოსტის კითხვას დაასრულებთ, 10 მილიონი პლასტმასის ბოთლი იქნება გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა შეამცირა პლასტმასის გამოყენება, პრობლემასთან გამკლავების პროცესში კიდევ ერთი გამოწვევა გამოიკვეთა — პლასტმასის უმეტესი ნაწილი ეთმობა ისეთ ყოველდღიურ საჭიროებებს, როგორებიცაა: საკვების შეფუთვა, საწმენდი და პირადი მოვლის საშუალებების კონტეინერები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს გარემოსთვის უსაფრთხო მასალებით.
"იმის მიუხედავად, რომ ჩემი შედეგი იმედის მომცემია, ეს რიცხვები შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, რადგან როდესაც ორი წლის წინ დავიწყე ჩემი ურნის შემოწმება, ჩემი საერთო მოტივაცია რეალურად იყო ნულოვანი ნარჩენების ცხოვრების წესის მიღწევა," — ამბობს რე ვივიანა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულში გადამუშავების კულტურის ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ნარჩენების მხოლოდ 7% გადაიქცა ახალ ბოთლებად. ეს განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლებს მხოლოდ პირველადი წარმოების ბოთლების გამოყენება სურთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოყენებული ბოთლების უმეტესობა ნაგავსაყრელზე ან ოკეანეში ხვდება და 2050 წლისთვის პლასტმასის ნარჩენები, სავარაუდოდ, გადაწონის ზღვებში/ოკეანეში ბინადარ თევზებს.
თუ გაინტერესებს, ამჟამად როგორია შენი პლასტიკური ნაკვალევი, გადადი ბმულზე, აირჩიე ის პიროვნება, რომელიც საუკეთესოდ აღწერს შენს დამოკიდებულებას პლასტმასის მიმართ. შედეგი და პროგრამის გამოთვლა დაგეხმარება, უფრო სწრაფად შეცვალო მიდგომები გარემოს მიმართ.
აპლიკაცია ჩემი პატარა პლასტიკური ნაკვალევის შესახებ
მთავრობები, მომხმარებლები თუ კომპანიები, ყველა პასუხისმგებლები ვართ ჩვენს გარემოზე. პლასტიკური ნაკვალევის შესამცირებლად, ყველამ უნდა დავიცვათ პლასტიკური დიეტა. ვინაიდან ადამიანები ყოველდღიურად ძალიან ბევრ პლასტმასას ვიყენებთ და მას ვხვდებით საკვებში, წყალში და ჰაერშიც კი, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ აპლიკაციის ჩემი პატარა პლასტიკური ნაკვალევი (My Little Plastic Footprint), რომელიც დაგვეხმარება, შევამციროთ პლასტმასის მოხმარება, ავირჩიოთ მდგრადი ალტერნატივები და ამით თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადების ხელშემწყობი ტოქსიკური ქიმიკატების მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში.
როგორ მუშაობს აპლიკაცია — დაიწყე პლასტიკური ნარჩენების ძიება შენი სახლიდან
აპლიკაციას პლასტიკური ანაბეჭდის გამოსათვლელად გააჩნია პლასტიკური მასის ინდექსი (PMI), რომელიც დაგეხმარება, გამოთვალო შენი წვლილი გარემოს დაბინძურებაში. რაც უფრო ახლოს იქნება შენი PMI ნულთან, მით ნაკლებია შენი უარყოფითი გავლენა გარემოზე და პირიქით, რაც უფრო უახლოვდება შენი PMI 100-ს, მით უფრო მეტად დააბინძურებ გარემოს. პლასტიკური დიეტის დაცვით კი — საგრძნობლად შეამცირებ PMI–ს.
მეცნიერები ამბობენ, რომ პლასტმასაში შემავალმა ქიმიკატებმა შესაძლოა დაგვაავადოს და გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება, ალცჰაიმერი, დემენცია, პარკინსონის დაავადება, ართრიტი, იმპოტენცია და საშვილოსნოში მყოფი ჩვილების დაზიანებაც კი. თუმცა რადგან პროცესი ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, გვიჭირს პრობლემის სიმძაფრის აღქმა.
პლასტმასით დაბინძურება მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ, როგორც ამბობენ, თქვენ ვერ მართავთ იმას, რისი გაზომვაც არ შეგიძლიათ, ამიტომ გამოიყენეთ ეს კალკულატორი, რათა გაიგოთ, თუ პლასტმასის რამდენ ნივთს მოიხმართ ყოველწლიურად.
ფაქტი ერთია, პლასტმასით დაბინძურების პრობლემა ნამდვილად არსებობს და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს მის გადაჭრაში. თუ ჯერ კიდევ არ იცი, საიდან დაიწყო, შეამოწმე შენი ოჯახის ურნა და ზუსტად გაიგებ, როგორ უნდა დაიწყო პლასტიკური ნაკვალევის შემცირება.
სტატია მომზადებულია პროექტის საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
-
გადახედვარუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც
-
გადახედვახვალ, 13:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს ხვალ, 13:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვაენტონი ბლინკენი: საქართველოში არის დემოკრატიული უკანდახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია ენტონი ბლინკენი: საქართველოში არის დემოკრატიული უკანდახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია
-
გადახედვაგახარია: რეჟიმის გადასარჩენად ოცნება აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გახარია: რეჟიმის გადასარჩენად ოცნება აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ
-
გადახედვაპროტესტის 42-ე დღე — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა პროტესტის 42-ე დღე — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაკონგრესმენი ვისი: რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ მათ მიმართ ჩვენს მხარდაჭერაში ურყევი დარჩება კონგრესმენი ვისი: რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ მათ მიმართ ჩვენს მხარდაჭერაში ურყევი დარჩება
-
გადახედვასემ ალტმანის თქმით, OpenAI-ში იციან, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ზოგადი ინტელექტი სემ ალტმანის თქმით, OpenAI-ში იციან, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ზოგადი ინტელექტი
-
გადახედვა9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
-
გადახედვაუილსონი: მოვუწოდებთ მთავრობებს, ივანიშვილის რეჟიმთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ უილსონი: მოვუწოდებთ მთავრობებს, ივანიშვილის რეჟიმთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ
-
გადახედვა60 მილიონი წლის წინ პრიმატებში ძირითადად ტყუპები იბადებოდნენ — კვლევა 60 მილიონი წლის წინ პრიმატებში ძირითადად ტყუპები იბადებოდნენ — კვლევა
-
გადახედვა"მოითხოვეთ არჩევნები საქართველოში" — 43 დასავლელი პოლიტიკოსისა და მკვლევრის განცხადება "მოითხოვეთ არჩევნები საქართველოში" — 43 დასავლელი პოლიტიკოსისა და მკვლევრის განცხადება
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს
-
გადახედვანახეთ: ბნელი ენერგიის კამერამ ათასობით გალაქტიკა გადაიღო ნახეთ: ბნელი ენერგიის კამერამ ათასობით გალაქტიკა გადაიღო
-
გადახედვაპროკურატურამ მესტიაში მომხდარი გატაცების, ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ მესტიაში მომხდარი გატაცების, ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვანათია ბუკია ამბობს, რომ TV Imedi და ნინო წილოსანი დეზინფორმაციას ავრცელებენ და Natia X Lako მას არ ეკუთვნის ნათია ბუკია ამბობს, რომ TV Imedi და ნინო წილოსანი დეზინფორმაციას ავრცელებენ და Natia X Lako მას არ ეკუთვნის
-
გადახედვამეცნიერება მზის სისტემაში არსებული კომეტა-ასტეროიდის "ჰიბრიდი" შეისწავლეს მეცნიერება მზის სისტემაში არსებული კომეტა-ასტეროიდის "ჰიბრიდი" შეისწავლეს
-
გადახედვამითების დეტექტორი: Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოში ისევ გრძელდება მითების დეტექტორი: Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოში ისევ გრძელდება
-
გადახედვატიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა — ფოტოები ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა — ფოტოები
-
გადახედვაEFCSN Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ "ცალსახად მცდარს უწოდებს" EFCSN Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ "ცალსახად მცდარს უწოდებს"
-
გადახედვალიზა კუდროუმ მეთიუ პერის დანატოვარი წერილი იპოვა ლიზა კუდროუმ მეთიუ პერის დანატოვარი წერილი იპოვა
-
გადახედვაპაატა ზაქარეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ისჯება, რადგან საქართველოს და დემოკრატიას უღალატა პაატა ზაქარეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ისჯება, რადგან საქართველოს და დემოკრატიას უღალატა
კომენტარები