რა მოხდა გასულ კვირას? — პოპკულტურის 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: Balenciaga / Getty Images
სიახლეებით, საინტერესო ამბებითა და ინტერვიუებით დატვირთული მორიგი კვირაც დამთავრდა. ამ კვირაში ჭარბობდა ცნობილი ადამიანების განცხადებები — საკუთარ სექსუალობაზე, ჰოლივუდის სექსიზმზე, სილამაზის არარეალისტურ სტანდარტებზე და სხვა. პოპკულტურის მსგავსი ამბები რომ არ გამოგრჩეს, ტრადიციულად, ერთ სტატიად შეჯამებულ კვირას გთავაზობთ.
1. გარფილდზე გადაღებული მორიგი ფილმის ტრეილერი გავრცელდა
ფოტო: Sony Pictures
The Garfield Movie კიდევ ერთი ანიმაციური ფილმია ყველასათვის საყვარელი და პრეტენზიული ფისოს შესახებ, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. მისი ტრეილერი უკვე გამოვიდა და ისიც ცნობილი გახდა, რომ ბუზღუნა გარფილდს მსახიობი კრის პრატი გაახმოვანებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. უახლეს ინტერვიუში ბილი აილიშმა თავის იდენტობაზე ღიად ისაუბრა
ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Images
Variety-თან ინტერვიუში 21 წლის მომღერალმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ისეთი საკითხების შესახებ ისაუბრა, რომლებიც აილიშის გულშემატკივრებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო. მუსიკოსი სხვა ქალებთან ურთიერთობასა და თავის ცხოვრებაში ქალების როლსაც შეეხო.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. ბალენსიაგას ახალმა, $925-იანმა პირსახოცის ქვედაბოლომ ყველა აალაპარაკა
ფოტო: Balenciag
ხაოიანი პირსახოცის ქვედაბოლო ბალენსიაგას 2024 წლის საგაზაფხულო კოლექციაში შედის, სამოსის ფასი კი $925-ს შეადგენს. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერიდან ვიგებთ, მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლო უნისექსია, პირსახოცის ზედაპირზე კი ბალენსიაგას ლოგოცაა ამოქარგული. სამოსს წელზე მოსარგებად 2 ღილი აქვს, დასარეგულირებლად კი ქამარიც მოჰყვება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. Friends-ის მსახიობები მეთიუ პერის გამოემშვიდობნენ
ფოტო: HBO Max
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სერიალის ვარსკვლავები ჯენიფერ ენისტონი, ლიზა კუდროუ და დევიდ შვიმერი პერის გარდაცვალებას ინსტაგრამზე გამოეხმაურნენ და მეგობარს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობნენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. ცნობილი გახდა, რომ მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან
ფოტო: 20th Century Fox
"მარტო სახლში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საახალწლო ფილმია", — ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვარსკვლავის გახსნაზე სიტყვით მსახიობი კეტრინ ო'ჰარა გამოვა, რომელიც ფილმებში კევინის დედის როლს ასრულებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ადრიანა ლიმამ გარეგნობასთან დაკავშირებულ უხეშ კომენტარებს უპასუხა
ფოტო: Getty Images
"ასე გამოიყურება დაღლილი დედა, რომელსაც სახლში თინეიჯერი გოგო, ორი თინეიჯერობამდე ასაკის ბავშვი და 1 წლის პატარა აქტიური ბიჭი ჰყავს, რომელიც სიარულს ახლა სწავლობს, ასევე 3 ძაღლიც. დიდი მადლობა შეშფოთებისთვის", — წერს ადრიანა ლიმა ინსტაგრამზე და უმაკიაჟო ფოტოს აქვეყნებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. ბრიტნი სპირსმა ტეილორ სვიფტზე ისაუბრა
ფოტო: Mario Anzuoni / Reuters
"ოთახში შემოვიდა, გიტარაზე დაუკრა და ლამაზი სიმღერაც შეასრულა, მე კი გაოცებული ვუყურებდი და ეს ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენებოდა. მაშინ ფოტო გადავიღეთ, მოგვიანებით კი ტეილორი ჩვენი თაობის საკულტო პოპმომღერალი ქალი გახდა", — ჰყვება ბრიტნი.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. ენ ჰეთეუეიმ ჰოლივუდის სექსიზმზე ისაუბრა
ფოტო: Jacopo Raule / Getty Images
"როცა ბავშვობაში მსახიობობა დავიწყე, გამაფრთხილეს, რომ ჩემი კარიერა 35 წლის ასაკში დასრულდებოდა. ვიცი, რომ ამას ბევრ ქალს ეუბნებიან", — აღნიშნავს ოსკაროსანი მსახიობი უახლეს ინტერვიუში.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. სერიალი Shadow and Bone ნეტფლიქსზე ორი სეზონის შემდეგ დაიხურა
ფოტო: Netflix
სერიალის პოპულარობის მიუხედავად, შეწყდა მუშაობა მის სპინ-ოფზეც, რომლის სცენარი უკვე დასრულებული იყო. Shadow and Bone-თან ერთად, ნეტფლიქსმა არაერთი სხვა სერიალიც დახურა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ში სცენარისტებისა და მსახიობების რამდენიმეთვიანი გაფიცვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. ნიკოლ კიდმანმა Big Little Lies-ის მე-3 სეზონი დააანონსა
ფოტო: HBO
სერიალში მონაწილე ავსტრალიელი მსახიობი და პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ ლიან მორიარტის რომანის ეკრანიზაციას მე-3 სეზონიც ექნება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
კომენტარები