არქეოლოგებმა ფრინველების უძველესი ნაკვალევი აღმოაჩინეს
ნაკვალევი დაახლოებით 129 მილიონი წლით თარიღდება.
ადრეული ცარცული პერიოდის განმავლობაში, სამხრეთ პოლარულ რეგიონებში ფრინველები ფართოდ იყო გავრცელებული. ამჟამად ამ ფრინველების სრული უმეტესობა გადაშენებულია.
ასეთი იყო Enantiornithes — ფრინველი, რომელსაც როგორც ფრენა, ისე ცურვა შეეძლო. ასევე ცნობილია Ichthyornithiformes — დიდი კბილების მქონე ფრინველი, რომელიც ძირითადად თევზებით იკვებებოდა.
და აი ახლა, მკვლევრებმა 27 უძველესი ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს. აღმოჩენა ავსტრალიაში მოხდა. მკვლევრების თქმით, ეს ნაკვალევი სამხრეთ ნახევარსფეროში ფრინველების არსებობის უძველესი მტკიცებულებაა.
ნაკვალევი დაახლოებით 129 მილიონი წლით თარიღდება.
კვლევას ენტონი მარტინი უძღვებოდა, რომელიც ემორის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი თქმით, ცარცული პერიოდის ფრინველების ნამარხი შედარებით მრავალფეროვანია ჩრდილოეთ კონტინენტებზე, მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათია სამხრეთ კონტინენტებისთვის.
სწორედ ამიტომ, ეს უკანასკნელი აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფრინველები ამ ტერიტორიას სეზონურად ეწვივნენ. შესაძლოა, ისინი გადამფრენი ფრინველები იყვნენ", — თქვა ენტონ მარტინმა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს ავსტრალიაზე, ისევე როგორც ძველ გონდვანაზე, ფრინველების არსებობის უძველესი ნიმუშია. აღმოჩეა მნიშვნელოვანია ადრეული ფრინველების მიგრაციის გასაგებად.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ. კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები