ფერმერობაში მომწონს ის, რომ პროცესი ძალიან მგრძნობიარეა — როგორ მოჰყავს ილია მიშენკოს საუკეთესო ვაშლი
ფოტო: აგროსფერო
თანამედროვე ფერმერმა, ეროვნებით უკრაინელმა ილია მიშენკომ მამასთან ერთად ვაშლის ბაღების გაშენება 10 წლის წინ დაიწყო. იდეა მამას გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც ბელგიაში მსგავსი ბაღები ნახა. იდეის განხორციელების ადგილად კი საქართველო აირჩიეს.
"ფერმერობაში მომწონს ის, რომ პროცესი ძალიან მგრძნობიარეა. ეს არ ჰგავს საწარმოში მუშაობას, არც საქმიანობას 9-დან 6 საათამდე. ეს არის საქმე, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით", — აღნიშნავს ილია მიშენკო.
ილიამ და მისმა მამამ ბაღების გაშენება 5 ჰექტარ მიწაზე დაიწყეს, წლიდან წლამდე მეურნეობა გაზარდეს და დღეს ვაშლი 33 ჰექტარ ტერიტორიაზე მოჰყავთ. მათ ბაღებში შვიდამდე ჯიშის ვაშლი ხარობს, მათ შორის, გალა, გოლდენი, ფუჯი და უკრაინული სიმირენკო. ილია ყოველ წელს დაახლოებით 300 ტონა მოსავალს იღებს. წლევანდელი შემოდგომა კი უფრო უხვი გამოდგა. როგორც ფერმერი ამბობს, ვაშლი ზომაშიც უფრო დიდია და ხარისხითაც უკეთესი.
ილია მიშენკო თავისი წარმატების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს. პირველი, აგროტექნიკაა, რომელიც მას სამუშაოების სწრაფად შესრულებასა და აგროვადების დაცვაში ეხმარება. მის მეურნეობაში განსაკუთრებით დიდ როლს ტრაქტორები და შემასხურებლები თამაშობს. "თუკი წამლობას სამი ან ზოგჯერ ერთი დღით მაინც დააგვიანებ, დაზარალდები. მისი შედეგები კი ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ იქნება შესამჩნევი. ამიტომ სწრაფად მოქმედება აუცილებელია", — აღნიშნავს ილია.
ფერმერი მისი მეურნეობის წარმატების მიზეზად ასახელებს ხარისხიან სასუქებსა და პესტიციდებსაც. მისი დაკვირვებით, უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებებს პირველი ორ წლის განმავლობაში გარკვეული შედეგი მაინც მოაქვს, თუმცა მოგვიანებით ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომელთა გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ბოლოს კი ილია მეურნეობაში კოლექტივის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. "პირველ რიგში, აქ ადამიანები მუშაობენ, რომელთა შრომასაც ეყრდნობა ჩვენი წარმატება", — აღნიშნავს ის.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
კომენტარები