მეთიუ პერიმ ითხოვა, რომ Friends-ის ფინალურ სერიაში ბოლო სიტყვები თვითონ ეთქვა
ფოტო: NBC
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობმა 2022 წელს მემუარი Friends, Lovers, and the Big Terrible Thing გამოუშვა, რომელშიც ლეგენდარული სიტკომის გადაღებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ უნდოდა, სერიალის ფინალურ ეპიზოდში ბოლო სიტყვები მის პერსონაჟ ჩენდლერს ეთქვა.
მსახიობის თქმით, როცა ბოლო სერიაზე მუშაობდნენ, პერიმ ერთ-ერთ სცენარისტ კაუფმანს უთხრა, რომ სხვა არც ერთი მსახიობისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თვითონ კი ძალიან უნდოდა, რომ სერიალი მისი სიტყვებით დასრულებულიყო.
Friends-ის ბოლო სცენაში ექსივე მეგობარს მონიკას ძველ სახლში ვხედავთ — ისინი ემშვიდობებიან ბინას, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში შეკრების მთავარი ადგილი იყო, რადგან მონიკა და ჩენდლერი ახალ სახლში გადადიან. ამით ექვსივე მათგანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რაც სცენას კიდევ უფრო სევდიანს ხდის.
სახლიდან გასვლისას რეიჩელი კითხულობს, სადმე ყავა ხომ არ დაელიათ, ჩენდლერი კი პასუხობს: "რა თქმა უნდა, სად?" ეს სერიალში ჩენდლერის ბოლო სარკასტული კომენტარია — სერიალის პერსონაჟები ხომ ყოველთვის ერთსა და იმავე კაფეში — Central Park-ში მიდიოდნენ, ამიტომ პასუხი ისედაც ცხადი იყო.
ფოტო: NBC
"მიყვარს, როგორ მიყურებს დევიდ შვიმერი (როსი) იმ მომენტში, როცა ბოლო სიტყვებს ვამბობ, სიყვარულითა და სიცილით, რადგან Friends-მა სამყაროს სწორედ ეს ორი რამ მისცა", — წერდა პერი.
მსახიობი წერს, რომ ბოლო სცენის გადაღების შემდეგ ჯენიფერ ენისტონმა (რეიჩელი) და მეთ ლებლანკმა (ჯოუი) იტირეს, ის კი თითქოს იმ დროს ვერაფერს გრძნობდა. გადაღების შემდეგ მან თავის მაშინდელ შეყვარებულთან ერთად მთელ გადასაღებ მოედანს შემოუარა და განვლილი 10 წელი გაიხსენა.
"Friends ჩემთვის თავშესაფარი იყო. ადგილი, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობდი. მიზეზი, რის გამოც დილას საწოლიდან ვდგებოდი და რის გამოც ღამით დაძინება მიმარტივდებოდა", — ამბობდა პერი.
მსახიობი პარასკევს, 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში Forest Lawn-ის სასაფლაოზე დაკრძალეს, დახურულ ცერემონიას მისი ოჯახი და Friends-ის მსახიობები — ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთ ლებლანკი, ლიზა კუდროუ და დევიდ შვიმერი ესწრებოდნენ.
მეთიუს გარდაცვალებას შოუს ხუთეული საერთო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ამბობდნენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახი იყვნენ და მეგობრის დაღუპვით განადგურებულები არიან.
იხილეთ ასევე:
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
კომენტარები