ფიქრობ, რომ აქციებით ვაჭრობა საშენო საქმე არ არის? ასე მიიჩნევდა ბევრი ინვესტორი, რომელმაც შემდგომში აზრი შეიცვალა, ინვესტირება დაიწყო და ფინანსური კაპიტალი შექმნა. დიახ, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ საქმემ შენი მომავალი ძირფესვიანად შეცვალოს და ფინანსურად უზრუნველგყოს.

სწორედ ამიტომ, აღმოაჩინე საკუთარ თავში ინვესტორი და დაიწყე ინვესტირება — განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქციებით ვაჭრობა ერთ ღილაკზე თითის დაჭერით გახდა შესაძლებელი.

შეიძლება, ამაზე არასოდეს გიფიქრია, თუმცა, გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ინვესტორი — აი, რატომ:

1. შენ დამზოგველი ხარ

ფოტო: Mykola Mokrenskyi / Dribbble

ფინანსებთან ურთიერთობა — იქნება ეს ანაბარზე თანხის დაგროვება, თუ ზრუნვა იმაზე, რომ ფული ხელფასამდე გეყოს, ინვესტორისთვის დამახასიათებელი ქცევაა. დიახ, როდესაც თანხას დეპოზიტზე ინახავ, ამ დროს კონკრეტული მიზნისთვის ინვესტიციას ახორციელებ, რომლისგანაც სამომავლოდ შემოსავალს მოელი.

ასეა აქციებით ვაჭრობის შემთხვევაშიც: ინვესტორები აქციებით ვაჭრობას იმ მიზნით იწყებენ, რომ დაბალ ფასად ნაყიდ ფასიან ქაღალდს სამომავლოდ ძვირად გაყიდიან და გამდიდრდებიან.

2. შენ საკუთარ მომავალს გეგმავ

ფოტო: ILLO / Dribbble

ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა სახის გეგმების დაწყობისა და მიზნების დასახვისგან შედგება. ზოგჯერ გეგმა მომდევნო დღისთვის, ზოგჯერ კი რამდენიმე წელზე გვაქვს გაწერილი. ასეა ინვესტირების შემთხვევაშიც — კარგმა ინვესტორმა ზუსტად უნდა იცოდეს რომელი მიზნისკენ მიდის და როდის მიაღწევს მას.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ინვესტორი წინასწარ შედგენილ გეგმას ისე გაყვეს, რომ პროცესში განვითარებულ მოვლენებსაც გაუწიოს ანგარიში და გენერალურ მიზანსაც არ დაშორდეს. თუ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა გიყვარს, იცოდე, რომ საინვესტიციო სტრატეგიებსაც მარტივად დაისახავ.

3. შენ გადაწყვეტილებებს იღებ

ფოტო: Udhaya Chandran / Dribbble

ინვესტირების მთავარი შემადგენელი კომპონენტი გადაწყვეტილებების მიღებაა. მეტიც, ამ უნარის ქონა ინვესტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეა ცხოვრებაშიც, სადაც ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებას ვიღებთ.

ბუნებრივია, მასშტაბის მიხედვით, სუპერმარკეტსა და საფონდო ბირჟაზე მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა პრინციპი ნამდვილად ერთია — აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შედეგებზეც პასუხს მხოლოდ შენ აგებ.


საფონდო ბირჟებზე, ისე, როგორც ცხოვრებაში, აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს და პირიქით. მსგავსად ყოველდღიური ცხოვრებისა, საინვესტიციო სამყაროშიც უნდა დაისახო მიზნები და მიიღო გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგებზეც პასუხისმგებლობას აიღებ. მთავარია ინფორმაციის ქონა და განვითარების სურვილი, რომელიც ყოველთვის მიგიყვანს გამარჯვებამდე.

თუ ჯერ არ იცი, გეტყვით, რომ ინვესტიციები უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია, სადაც ინვესტირება საკომისიოს გარეშე შეგიძლია. არ გადადო, დააბანდე.

გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა. აქციებით ვაჭრობაში გამოცდილი ექსპერტები საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებას გირჩევენ.