ყველაზე გავლენიანი უცნობი ბრიტანელი ქუჩის მხატვარი
ფოტო: SOLO
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა — ბენქსი: ლეგენდის დაბადება, კურატორი — სტივ ლაზარიდისი. გამოფენის მხარდამჭერები არიან SOLO X და VISA.
ექსპოზიცია ასახავს ბენქსის განვითარების გზას, რომლის იდენტობაც დღემდე უცნობი რჩება. სტივ ლაზარიდისის მიერ ფოტოებით გადმოცემული ისტორია იკვლევს ბენქსის გონებისა და შემოქმედებითი ხედვის სიღრმეებს.
ფოტო: SOLO
გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნა და 14 თებერვლამდე დარჩება თბილისში.
პროექტის კურატორია სტივ ლაზარიდისი, რომელიც ქუჩის ხელოვნების სამყაროში გამოჩენილი ფიგურაა და მხატვრული მოგზაურობის განმავლობაში უცნობი, გავლენიანი ქუჩის მხატვრის მარჯვენა ხელია.
"ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან.
ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან — ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს", — ამბობს ექსპოზიციის კურატორი, სტივ ლაზარიდისი.
ფოტო: SOLO
ბენქსი — ერთდროულად ყველაზე ცნობილი და უცნობი ქუჩის მხატვარი ბრისტოლიდან
საიდუმლოებით მოცული მხატვარი დიდი ხანია, რაც საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობს.მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, რაც მის ნამუშევრებს კიდევ უფრო მეტ მისტიკას მატებს. ანონიმურობისადმი მისი უნიკალური მიდგომით მისი მიმდევრები მოხიბლა არამხოლოდ მისმა ხელოვნებამ, ასევე მის გარშემო არსებულმა საიდუმლოებამაც.
ბენქსის ნამუშევრებმა გარდა ვიზუალური ესთეტიკისა, რევოლუცია მოახდინა ქუჩის ხელოვნებაზე, გარდაქმნა ის სოციალური საკითხების შესახებ მსჯელობისა და ცვლილებების მძლავრ ინსტრუმენტად, ხოლო საჯარო სივრცეები გალერეებად აქცია. ნამუშევრებით იგი ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ომები, კონსუმერიზმი, გარემოსდაცვითი პრობლემები და ძალაუფლების თემები. მისი ნახატები, ტექსტები თუ ქვეტექსტები კედელზე გამოჩენისთანავე განხილვის საგანი ხდება და ადამიანებს მათთვის უსიამოვნო თემებზე აფიქრებს.
ფოტო: SOLO
აღსანიშნავია, რომ მისმა სტილმა დიდი კვალი დაამჩნია თანამედროვე ხელოვნებას და გავლენა მოახდინა ქუჩის მხატვრებისა და ხელოვნების მოძრაობების ახალ თაობაზე, ხოლო მკაფიო განცხადებებმა ბევრი მხატვარი შთააგონა, რომ მათი საქმიანობა სოციალურ-პოლიტიკური საკითხების მიმართ გულგრილი არ ყოფილიყო.
როგორც ლაზარიდისი ამბობს, ექსპოზიციის დათვალიერებისას თავად მიხვდებით თუ რატომ გააღმერთა ბენქსი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად.
ფოტო: SOLO
ასევე გამოფენაზე შეძლებთ, დაათვალიეროთ ქართველი ქუჩის მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრებიც. ესენი არიან: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა და Sick’nTired.
გამოფენის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები