კენგო კუმას კონცეფციით სილქ დეველოპმენტი ბათუმში სილქ თაუერსს ააშენებს
ფოტო: Silk Development
სილქ დეველოპმენტი სილქ თაუერსის პროექტის განსახორციელებლად ცნობილ იაპონელ არქიტექტორთან, კენგო კუმასთან თანამშრომლობს. კომპანიასა და კენგო კუმას სტუდიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. იაპონელი არქიტექტორი სილქ თაუერსის დიზაინზე, კონცეფციასა და გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობს.
გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
"ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. სილქ თაუერსის პროექტზე გამოჩენილი იაპონელი დიზაინერი კენგო კუმა მუშაობს, რომლის არქიტექტურული კონცეფცია ეყრდნობა ბუნებრივი ეკოლოგიური მასალების გამოყენებას და გარემოსთან ჰარმონიულ შერწყმას. მასთან თანამშრომლობით საუკეთესო პროდუქტი შეიქმნება. გვინდა, რომ სილქ თაუერსი, და მთლიანად ბათუმი რივიერა, გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი იყოს, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლს დაამშვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად და ესთეტიკურად ჰარმონიული სილქ თაუერსის კომპლექსით ბათუმელებთან ერთად ვიამაყებთ."
იუკი იკეგუში, კენგო კუმა ენდ ესოშიეთსის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:
"სილქ თაუერსი ბათუმისთვის გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი იქნება. ის სრულად თანხვედრაშია ქალაქის მრავალფეროვნებასთან, ხასიათთან, სანაპირო ზოლთან და კიდევ უფრო ამდიდრებს არსებული ლანდშაფტის კულტურულ და ბუნებრივ თავისებურებებს".
სილქ დეველოპმენტის პროექტები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თანამედროვე ინოვაციური არქიტექტურით გამოირჩევა. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. თითოეული პროექტის განვითარება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.
სილქ დეველოპმენტის შესახებ:
სილქ როუდ ჯგუფის ყველა პროექტი სილქ დეველოპმენტის მიერაა განვითარებული. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, რადისონ ქოლექშენის ბრენდის სასტუმრო წინანდალში და პარკ ჰოტელ წინანდალი, წინანდლის მამულის ვილები, კომპლექსი რესპუბლიკა, ივერია ბიჩ კლუბი, ღამის კლუბი Noble Savage, კაფე ივერია, სპორტული კომპლექსი ნეპტუნი და მწვანე კონცხი ბოტანიკო.
სილქ დეველოპმენტი წარმოადგენს სილქ რიალ ისთეითის (უძრავი ქონების პორტფელის მართვისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია) შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. სილქ რიალ ისთეითის აქტივების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. 2005 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული.
კენგო კუმას შესახებ:
კენგო კუმა ენდ ესოშიეთსს, რომელიც ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა კენგო კუმამ 1990 წელს დააარსა, ოფისები ტოკიოში, პარიზსა და პეკინში აქვს. კომპანიის პროექტები ამჟამად მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კენგო კუმა ცნობილია ბუნებრივი არქიტექტურით, რომელიც ბუნებას, ტექნოლოგიას და ადამიანებს შორის განსხვავებულ, ახლებურ კავშირებს აყალიბებს. ამას გარდა, მრავალი წელია, კენგო იაპონიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აკადემიურ საქმიანობას ეწევა, არის არაერთი ლიტერატურული და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. სხვა ღირსშესანიშნავ პროექტებთან ერთად, კენგო კუმას ეკუთვნის იაპონიის ეროვნული სტადიონის დიზაინი, რომელიც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის აშენდა. მისი კომპანიის ხედვა ითვალისწინებს მდგრად არქიტექტურას, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივი მასალების გამოყენებასა და გარემოში ჰარმონიულ ინტეგრირებაზეა ორიენტირებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები