"შაშვი შაშვი მაყვალი" 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა
ფოტო: Courtesy of Alva Film & Takes Film
ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. ჯილდო ევროპელი რეჟისორების წლის საუკეთესო ფილმებს გამოავლენს. დაჯილდოება 9 დეკემბერს გაიმართება.
შაშვი შაშვი მაყვალი თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის, იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს და მისი ერთ-ერთი სცენარისტი თავად მელაშვილია, რეჟისორი კი ელენე ნავერიანი. ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე ასრულებენ. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 12 ოქტომბერს შედგა.
შაშვი შაშვი მაყვალი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ქალ ეთეროზე გვიყვება, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ეთეროს გეგმებს თავდაყირა აყენებს.
ცოტა ხნის წინ, ბათუმის კინოფესტივალზე ფილმმა ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ეკატერინე ჩავლეიშვილი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ფილმმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — შაშვი შაშვი მაყვალი მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ ფილმს შესანიშნავი რეჟისორული და კინემატოგრაფიული ნამუშევარი უწოდა და მსახიობ ეკატერინე ჩავლეიშვილის დასამახსოვრებელ შესრულებასაც გაუსვა ხაზი.
ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, სარაევოს კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალი საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პრიზის — "სარაევოს გულის" — მფლობელი ასევე გახდა ნავერიანის ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს.
მელაშვილის ამ ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა 2021 წელს პრემია საბაც მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ნაწარმოების მიხედვით ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლიც.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები