5 კითხვა, რომელიც "ცვალებადი ნიშნების" ბოლო ეპიზოდმა დაგვიტოვა
ფოტო: Cavea+
გაფრთხილება: სტატია ცვალებადი ნიშნების შესახებ სპოილერებს შეიცავს.
28 სექტემბერს პირველი ქართული სტუდენტური სერიალის, ცვალებადი ნიშნების, პირველი სეზონი დასრულდა. მეთორმეტე ეპიზოდმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი, თუმცა ახალი კითხვებიც დაგვიტოვა, რომლებზე ფიქრიც სერიალის მეორე სეზონის გამოსვლამდე მოგვიწევს.
ამ სტატიაში რამდენიმე კითხვას მოვუყარეთ თავი, რომლებზეც პასუხი ყველაზე მეტად გვაინტერესებს.
1. დარჩა თუ არა ნატა საქართველოში?
ფოტო: Cavea+
სეზონის განმავლობაში მაყურებლის ფავორიტი პერსონაჟი, ნატა, საზღვარგარეთ წასვლაზე ხშირად საუბრობდა. ნატას პირველ ეპიზოდშიც კი იმით ვეცნობით, რომ აშშ-დან ახალი დაბრუნებულია და გამუდმებით მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ლაპარაკობს. ნატას საქართველოს დატოვება საბოლოოდ ორმა ფაქტორმა — ნენესთან და ბასასთან მომხდარმა ინციდენტმა და ბიზნესიდეის წარუმატებლობამ — გადააწყვეტინა, თუმცა ბოლო ეპიზოდში აეროპორტისკენ მიმავალი ნატა მშობლებს მანქანას აჩერებინებს.
ბოლო სერიაში ნატას ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი სიახლე ხდება: იგებს, რომ დედამისი ორსულადაა, ოთო კი მის ბიზნესიდეას აფინანსებს. ჩვენი ვარაუდით, ეს ცვლილებები ნატას საქართველოში დარჩენისკენ უბიძგებს, თუმცა გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინი, ამას მხოლოდ ახალი სეზონის ნახვისას შევიტყობთ.
2. სად მიდიოდა ნენე ღამით მანქანით?
ფოტო: Cavea+
ბოლო ეპიზოდში სანდრო აეროპორტიდან ნენეს ურეკავს და იმ ფილმის შინაარს უყვება, რომლის დასრულებაც ვერ შეძლეს. მოულოდნელად კადრი ნენეზე გადადის, რომელიც მანქანაში ზის. სად მიდის ნენე? — ნატასთან, სანდროსთან თუ სულაც ბასასთან? ნატას ან სანდროს გაცილება უნდა თუ მათი შეჩერება? ბასასთვის ერთად გადასვლის შემოთავაზებაზე უარის სათქმელად ხომ არ მიდის? ან იქნებ მის თავს სულ სხვა რამ ხდება?
3. როგორ განვითარდება სანდროსა და ნენეს ურთიერთობა?
ფოტო: Cavea+
ცვალებადი ნიშნები სანდროსა და ნენეს გაცნობით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა სეზონის განმავლობაში დიდად აღარ განვითარებულა, ბოლო ეპიზოდმა მიგვანიშნა, რომ შესაძლოა სანდროსა და ნენეს მომავალი მაინც ჰქონდეთ. როცა აეროპორტში სანდროს სახელს აცხადებენ, ის ნენეს ეუბნება, რომ არსად არ ეჩქარება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სანდრო აშშ-ში ყოფილ პარტნიორთან დაბრუნებას აღარ აპირებს. საინტერესოა, ვის აირჩევს ნენე სანდროსა და ბასას შორის — ან საერთოდ აირჩევს თუ არა რომელიმეს.
4. როგორ განვითარდება ირაკლისა და ქეთას ურთიერთობა?
ფოტო: Cavea+
მე-12 ეპიზოდის ბოლო სცენაში ვიგებთ, რომ ქეთა და ირაკლი რუმმეითები იქნებიან. ირაკლი ეკუნას იმავე ეპიზოდში დაშორდა და ქეთას გრძნობების შესახებაც იცის, თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ ახალს ვერაფერს ვიგებთ. ჩვენს სერიალების ჯგუფში მაყურებელთა დიდი ნაწილი ირაკლისა და ქეთას სიყვარულს გულშემატკივრობს და ჩვენც ვვარაუდობთ, რომ ახალ სეზონში მათ წყვილს აუცილებლად ვიხილავთ.
5. ისევ იქნებიან თუ არა ირაკლი, ოთო, ნენე და ნატა რუმმეითები?
ფოტო: Cavea+
სერიალის ბოლო ეპიზოდში ოთხი რუმმეითი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეა — ირაკლი ქეთასთან ერთად გადადის საცხოვრებლად, ოთო, სავარაუდოდ, დედასთან ერთად იცხოვრებს, ნატასა და ნენეს გეგმების შესახებ კი არაფერი ვიცით. აშკარაა, რომ მეორე სეზონის დასაწყისში ოთხეულს ერთად ვერ ვნახავთ, თუმცა ვინ იცის, იქნებ მეგობრებმა საბოლოოდ ერთ სახლში ცხოვრება ისევ მოინდომონ.
ამავე თემაზე:
- ქვიზი: ცვალებადი ნიშნების რომელი პერსონაჟი ხარ?
- ქვიზი: აირჩიე ფერი და გეტყვით, ვინ იქნებოდა შენი შეყვარებული "ცვალებად ნიშნებში"
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები