სილქ რიალ ისთეითმა $20 მილიონის ობლიგაციები გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით გამოუშვა
ფოტო: გალტ & თაგარტი
სილქ რიალ ისთეითმა — სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მართვის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში და ქვეყნის ერთ-ერთმა ლიდერმა სტუმართმასპინძლობის ბიზნესში, გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე $40 მილიონის ობლიგაციების მეორე ტრანში — $20 მილიონის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.25%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად.
კომპანიამ ამავე 2023 წლის აპრილში, დაგეგმილი ჯამური $40 მილიონი პირველი ემისიის ფარგლებში, წარმატებით გამოუშვა და განათავსა $20 მილიონი წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით, რომელსაც წინამდებარე შეთავაზების იდენტური პირობები ჰქონდა. აღნიშნული შეთავაზება საკმაოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.
ობლიგაციები სილქ რიალ ისთეითის უკვე მეორე განთავსებაა 2023 წელს, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაიშვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.
აღნიშნული ობლიგაციების ემისია გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და სილქ რიალ ისთეითის მეორე ერთობლივი განთავსებაა.
"გვიხარია, რომ წარმატებით განვათავსეთ სილქ რიალ ისთეითის ობლიგაციების მეორე ტრანში, რაც ჩვენი პარტნიორების და სილქ როუდ ჯგუფის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სილქ რიალ ისთეითის პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. მინდა სიამოვნებით გამცნოთ, რომ ჩვენს ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელდება კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროექტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ", — აცხადებს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
"საფონდო ბირჯაზე წარმატებით განთავსდა სილქ რიალ ისთეითის ობლიგაციების მეორე ტრანში. ორივე ტრანშმა, წელს, ჯამურად $40 მილიონი შეადგინა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა შეთავაზებამ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს მათი მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის დასტურია, ხოლო შედეგი, რა თქმა უნდა, პროცესში ჩართული ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ნამდვილად აღსანიშნავია ამ საქმეში ჩართული გუნდების თავდაუზოგავი შრომა წარმატების მისაღწევად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მივულოცო", — აღნიშნავს მამუკა შურღაია, სილქ რიალ ისთეითის აღმასრულებელი დირექტორი.
"მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის მნიშვნელოვანი როლი სილქ როუდ რიალ ისთეითის ობლიგაციების უკვე მეორე ტრანშის განთავსებაში. გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და სილქ როუდ რიალ ისთეითის ერთობლივი ტრანზაქცია საკმაოდ წარმატებულია და მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივულოცო ეს ფაქტი, მათ შორის, გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სწორედ ასეთი თანამშრომლობები გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მიმზიდველი და სტაბილური ფინანსური გარემო, რითიც აიხსნება კიდეც ინვესტორების მხრიდან ასეთი მაღალი ინტერესი", — ამბობს ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"მოხარული ვართ, რომ სილქ როუდ რიალ ისთეითის ობლიგაციების გამოშვების მხარდამჭერები ვართ და პირველი ტრანშის მსგავსად, მეორე ტრანშიც წარმატებით განთავსდა. შედეგად, კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს", — აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"მოხარულნი ვართ, რომ ზედიზედ მეორედ გალტ & თაგარტთან და თიბისი კაპიტალთან ერთად შევიტანეთ წვლილი სილქ რიალ ისთეითის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. სილქ რიალ ესთეიტის მიერ, მეორე ტრანშის წარმატებული განთავსება კიდევ ერთი დასტურია ინვესტორთა მხრიდან მაღალი ნდობისა როგორც კომპანიისა, ასევე მთლიანობაში სილქ როუდ ჯგუფის მიმართ. სილქ ბანკი და სილქ რიალ ისთეითი ერთი ჯგუფის წევრები არიან და ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებმა კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში თავისი პირველი ინვესტიციები სწორედ სილქ რიალ ისთეითის ობლიგაციების შეძენის გზით განახორციელეს", — აღნიშნავს ალექსი ხოროშვილი, სილქ ბანკის გენერალური დირექტორი.
სილქ რიალ ისთეითი სილქ როუდ ჯგუფში შემავალი უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომელიც ძირითადი საქმიანობით ჰოლდინგური საწარმოა. კომპანიის უძრავი ქონებისა და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის მართვა ორი მიმართულებთ ხდება: Silk Development ავითარებს უძრავი ქონების ახალ პროექტებს, ხოლო Silk Hospitality მართავს კომპანიის უკვე განვითარებულ ბიზნესებს.
სილქ რიალ ისთეითი ფლობს და წარმატებით მართავს რადისონის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელს, მრავალფუნქციურ კომპლექსს — რესპუბლიკას თბილისში, საკონფერენციო და გასართობ სივრცეებს: ივერია ბიჩ კლუბი ბათუმში, ღამის კლუბი Noble Savage, კაფე ივერია თბილისში.
კომპანიამ ახლახანს დაასრულა უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი აჭარაში ბოტანიკო მწვანე კონცხზე. ეს Silk Real Estate-ის პორტფელში პირველი საცხოვრებელი პროექტია რომელზეც კომპანიამ იმუშავა.
მიმდინარე პროექტებს შორისაა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი თბილისის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაში, რომლის დიზაინი ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექრუტულ კომპანიას Neri&Hu.
სილქ რიალ ისთეითის უძრავი ქონების პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები დაახლოებით 900 მილიონ ლარად არის შეფასებული.
2005 წლიდან დღემდე, სილქ როუდ ჯგუფს, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს, ბახვის ელექტროჰესს და სილქ ბანკს.
სილქ რიალ ისთეითის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — www.sre.ge
სს გალტ & თაგარტის შესახებ: სს გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — www.gt.ge
შპს თიბისი კაპიტალის შესახებ: თიბისი ბანკის შვილობილი თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — www.tbccapital.ge
სს სილქ ბანკის შესახებ: სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ ბანკის თითოეულ მომხმარებელს შესთავაზოს განსაკუთრებული მომსახურება. მიმდინარე წლიდან ბანკის შეთავაზებებს დაემატა საბროკერო მომსახურებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — www.silkbank.ge
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები