100-მდე მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს
ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მწერალთა სახლსა და კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებენ.
თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ის ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატია და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსული კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა.
3 აგვისტოს მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა ლომოური წერდა, რომ სამინისტროდან აცნობეს 5 დღეში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ. დუმბაძის დანიშვნას როგორც კულტურის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, კინემატოგრაფთა პროტესტი მოჰყვა.
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მათი თქმით, ნატა ლომოურის დირექტორობის პერიოდში მწერალთა სახლი წლების განმავლობაში ღია და დემოკრატიული ორგანიზაცია იყო.
გავრცელებული განცხადებით 100-მდე ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელი უარს ამბობს ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის სამინისტროსთან და "მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან".
ისინი თვლიან, რომ მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, "ავტოკრატიულ მისწრაფებებზე მიანიშნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ".
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის.
ამავდროულად, უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე, როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები.
ჩვენი ბოიკოტი დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბრიდან, იმ დღიდან, როდესაც მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!" — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)
- რატი მუჯირი
- დავით გორგილაძე
- ლელა კოდალაშვილი
- ნათია გიორგაძე
- ნინო ჭინჭარაული
- თორნიკე სიბაშვილი
- მაკა კასრაძე
- ნატო ალხაზიშვილი
- ბესო სოლომანაშვილი
- ირაკლი ლომოური
- მაკა ლდოკონენი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- ირინე ჭოღოშვილი
- თაკო ლონდარიძე
- ეკატერინე ტოგონიძე
- გიორგი ხარაიშვილი
- ელენე ჯაფარიძე
- ზურა პაპიაშვილი
- ლელა დუმბაძე
- ნატო დავითაშვილი
- მაშო სამადაშვილი
- მაია კუდავა
- ზვიად კვარაცხელია
- ნათია ორმოცაძე
- თინა მამულაშვილი
- ხათუნა თავდგირიძე
- ანდრო დადიანი
- ლიკა ჩაფიძე
- მედეა იმერლიშვილი
- თეკლა ქველაძე
- ნანა აბულაძე
- მაია ლიპარტელიანი
- ნინო ნადირაძე
- ქეთევან ყანჩაშვილი
- ნესტან კვინიკაძე
- გია გოკიელი
- ნატო გორდელაძე
- დალილა გოგია
- ნუკა ღამბაშიძე
- გიორგი კაკაბაძე
- მაიკო დანელია
- შორენა ლებანიძე
- თამარ ფოლადაშვილი
- თამთა მელაშვილი
- მაკო ჯანჯიბუხაშვილი
- თეონა დოლენჯაშვილი
- სოფიო კუბლაშვილი
- მარინა ცხადაია
- ქეთი ნიჟარაძე
- ნინა სურამელაშვილი (რატი რატიანი)
- რატი ამაღლობელი
- გვანცა ჯობავა
- იუნონა გურული
- ანა ჯავახიშვილი
- ნინო კიკნაძე
- არჩილ ქიქოძე
- ლაშა ბუღაძე
- მაია ცირამუა
- ბექა ქურხული
- იოანე ფეზუაშვილი
- მარიამ კიკაჩეიშვილი
- სოფიო შამანიდი
- მარი ბექაური
- გიორგი მასხარაშვილი
- ზურაბ ლეჟავა
- გიორგი შონია
- ნიკოლოზ აგლაძე
- ბექა ადამაშვილი
- სოფიო ელიაშვილი
- რუსუდან რუხაძე
- გაგა ნახუცრიშვილი
- დათო ქარდავა
- კოკა ქამუშაძე
- ნინო ყაველაშვილი
- ლია შალვაშვილი
- მაია ბადრიძე
- მაგდა ნოვაკოვსკა
- ნინო თარხნიშვილი
- რუსუდან კაიშაური
- გიორგი მაისურაძე
- ანა ყიასაშვილი
- ამირან რამიშვილი
- მარიამ კვიციანი
- ქეთი ქანთარია
- ბუბა კუდავა
- თაკო ბაქრაძე
- ხათუნა ცხადაძე
- ლანა კალანდია
- პაატა შამუგია
- ბელა ჩეკურიშვილი
- ეკა ტაბლიაშვილი
- ლელა კოდალაშვილი
ამავე თემაზე:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები