სავარაუდოდ, პრიგოჟინი მოკვდა — რა ვიცით
ფოტო: Reuters / Scanpix / LETA
რა ხდება: რუსული მედია როსავიაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოაგდეს.
- საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად ათივე მგზავრი დაიღუპა.
- "მგზავრთა სიის მიხედვით, მათ შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი", — ნათქვამია განცხადებაში.
- ვაგნერის აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის თავზე პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
- მედუზას ცნობით, თვითმფრინავში, შესაძლოა, იმყოფებოდა პრიგოჟინის მარჯვენა ხელი და ვაგნერის მეთაური, დიმიტრი უტკინი.
ამასთან, ვაგნერის დამფუძნებლის სიკვდილზე ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო მედიაც.
- BBC წერს, რომ პრიგოჟინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მოკვდა.
- ტელეგრამზე გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.
ევგენი პრიგოჟინი ომამდე პუტინის მარჯვენა ხელად ითვლებოდა — წარსულში პრეზიდენტის მზარეულმა გავლენები მალევე მოიპოვა და რუსული ტროლების ფაბრიკის ხელმძღვანელი გახდა.
- მალევე მან დაქირავებული სამხედროების ჯგუფი ვაგნერი შექმნა, რომელიც არაერთ ქვეყანაში სამხედრო დანაშაულშია ბრალდებული.
- ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსულმა არმიამ კრახი განიცადა, პრიგოჟინმა ვაგნერისთვის პატიმრების შეგროვება დაიწყო და ფრონტზე წაიყვანა.
- მისი დანაყოფები ბახმუტში იბრძოდნენ, რაც ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი იყო, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო დაპირისპირება პრიგოჟინსა და პუტინს შორის.
- ვაგნერის ხელმძღვანელმა საჯარო მიმართვებში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელების ლანძღვა-გინება დაიწყო და ისინი ხელის შეშლაში, იარაღის არმიწოდებაში დაადანაშაულა.
- პრიგოჟინი მინისტრ შოიგუს სამხედრო ტრიბუნალითაც ემუქრებოდა და არაერთხელ თქვა, რომ ბახმუტს დატოვებდა. საბოლოოდ, ასეც მოიქცა.
პრიგოჟინის აჯანყება: 23 ივნისს ვაგნერის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი დანაყოფის პოზიციები ზურგიდან დაბომბა რუსულმა არმიამ, ამიტომ 25 000-იანი ჯგუფით შურისძიება დააანონსა.
- ტრადიციულად, რუსეთის თავდაცვამ ამას ტყუილი და პროვოკაცია უწოდა მის წინააღმდეგ კი აღიძრა საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაზე.
- თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
- რუსეთი პანიკამ მოიცვა — გვიან ღამით მოსკოვში, კრემლის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, სხვა ქალაქებში კი ძალოვან სტრუქტურებში განგაში გამოცხადდა.
- თავდაპირველად რუსულმა მედიამ გადაწყვიტა არაფერი შეემჩნია და ტრადიციული პროპაგანდისტული სიუჟეტების გავრცელება დაიწყო, თუმცა კრემლმა სიტუაციის სირთულე ვერ დამალა და მოუწიათ განცხადების გავრცელება, რომ პუტინი ინფორმირებული იყო და სიტუაციას აკვირდებოდა.
- გვიან ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა რუსეთის საზღვარი ყველა ადგილას გადაკვეთა და როსტოვში შედიან.
- "თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, უფრო სწორად, წვევამდელები, რომლებიც გზის გადასაკეტად გამოაგდეს, განზე გავიდნენ. ჩვენ არ ვებრძვით ბავშვებს", — თქვა მან და თან დაიმუქრა, რომ ყველას და ყველაფერს გაანადგურებდნენ, რაც წინ გადაეღობებოდათ.
- ღამის განმავლობაში პრიგოჟინმა უამრავი მიმართვა გაავრცელა და სხვადასხვა ბრალდებებს აჟღერებდა — ერთ-ერთით ამბობდა, რომ შოიგუმ თვითმფრინავები აუშვა მათ დასაბომბად და პილოტებმა უარი თქვეს, მეორეთი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავებიდან მათი დანაყოფები დაბომბეს.
- მოსკოვსა და როსტოვში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, ხალხს ამოწმებდნენ, გზები გადაიკეტა. დილას პრიგოჟინმა თქვა, რომ როსტოვში ყველა სამხედრო პუნქტს აკონტროლებს.
თუმცა მთელი ეს ქაოსი სრულად უსარგებლო და უშედეგო აღმოჩნდა. პრიგოჟინი თავისი ჯარიანად უკან მიბრუნდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ გვაცნობა.
- ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, პუტინის დავალებით პრიგოჟინთან მთელი დღე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ, დაითანხმა, რომ კოლონა გაეჩერებინა.
პრიგოჟინის ბოლო აქტივობა: 22 აგვისტოს ვაგნერის დამფუძნებელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა და აფრიკელი ხალხის ბედნიერებისთვის იბრძოდა.
- ვიდეომიმართვას, რომელიც, სავარაუდოდ, აფრიკაშია ჩაწერილი, თან ახლდა ტელეფონის ნომერი ვაგნერში გაწევრიანების მსურველთათვის.
- "ვმუშაობთ. ტემპერატურა +50 — ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვიყვარს. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე, აფრიკას კი – კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხისთვის", – ამბობდა პრიგოჟინი.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები