თეა გოდოლაძე

23 Aug. 2023, 11:17

ჩემთვის ეს არ არის ახალი. რით უნდა შემაშინოთ ახლა, რაც საკადრებელი იყო, იკადრეთ. მეტი, როგორც ქალს, რა უნდა გამიკეთოთ? ეს არის ქალის გაჩუმების ტაქტიკა და არ მეშინია ამ რაღაცების, ამით ვერ გამაჩუმებენ, არ ვარ მე სუსტი ქალი და ეს არ არის ის, რითაც მე გამაჩუმებთ. მე სხვა ქალების უფლებებსაც დავიცავ. მე თუ ვინმე მჩაგრავს, ჩემი ხასიათის პატრონს, უმწეო ქალებს რაღა მოსდით ამ ქვეყანაში?

გპირდებით, რომ მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქალის უფლებები დავიცვა ამ ქვეყანაში. ვიბრძოლებ, რომ ჩემი ხალხის უსაფრთხოება დავიცვა ამ ქვეყანაში, ვიბრძოლებ, რომ შოვისნაირ ტრაგედიას არ მოჰყვეს ადამიანების მსხვერპლი და ადამიანი იყოს დაცული აქ, ჩემი ერი, ჩემი ხალხი იყოს დაცული და ამ მართლა ვაი პარლამენტარების, ვაი კაცების კომენტარები მე ვერ შემაშინებს. კი, მე ვარ ძალადობის მსხვერპლი და გპირდებით, რომ ამ ძალადობის გამო, რაც მე გადავიტანე, იმ მძიმე ტრავმის გამო, რაც გადამატანინეთ, ყველაფრისთვის, ჩემი სიმართლის დამტკიცებისთვის კი არა, ყველა ქალის უფლების დაცვისთვის ვიბრძოლებ.

განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ფორმულას ეთერში.

22 აგვისტოს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. მოგვიანებით, გოდოლაძემ და მისმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განმარტეს, რომ ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი და დაზარალებულის სტატუსი აქვს.

საფარში ამბობენ, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის წინააღმდეგ აგორებული შავი კამპანია პროფესიონალი ქალის გაჩუმების მცდელობაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ რუს მოჭადრაკეებს ოლიმპიადაში მონაწილეობა აუკრძალა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტთა საბჭომ რუს სპორტსმენებს 2026 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე…