10 ვარსკვლავი, რომელზეც შეიძლება არ იცოდი, რომ ავტომოყვარულია
ფოტო: Getty Images
ცნობილი ადამიანების პროფესიული თუ პირადი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება, თუმცა, მათ გატაცებებზე ცოტამ თუ იცის. აი, მაგალითად, რომელი მანქანები უყვართ. არადა, ბევრი ვარსკვლავი დიდი ავტომოყვარულიც გახლავთ და შთამბეჭდავ კოლექციასაც ფლობს. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით.
1. ლედი გაგა
ფოტო: Neilson Barnard / Getty Images
ლედი გაგა, რომელმაც 2000-იანების პოპკულტურაში დიდი გარდატეხა მოახდინა, ხშირად ასოცირდება არაორდინალურ ჩაცმულობასთან და ორიგინალურ სასცენო გამოსვლებთან. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ პოპვარსკვლავის ერთ-ერთი გატაცება ავტომობილებია — მეტიც მუსიკოსის ავტოფარეხში 20-მდე სხვადასხვა სტილის მანქანას შეხვდებით.
მაგალითისთვის, მუსიკოსს ჰყავს ისეთი სუპერმანქანები, როგორებიცაა Audi R8 და Lamborghini Huracan. ამასთან, მის მფლობელობაშია კლასიკური ავტომობილებიც: 1993 წლის გამოშვება Ford F-150 და 1967 წლის გამოშვება Ford Bronco.
2. ბილი აილიში
ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Images
ასაკის მიუხედავად, ბილი აილიშის ქონება შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს კი გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია. მუსიკის გარდა, აილიში ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა ინტერესს მანქანების მიმართ. ასე რომ, დღეს მის მფლობელობაშიც გასაოცარი კოლექციაა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული 2021 წლის გამოშვება Dodge Challenger გახლავთ, რომელიც პოპვარსკვლავის საოცნებო მანქანა იყო ბავშვობაში. ბილიმ მას მეტსახელად "ბეიბი მამაც" კი შეარქვა.
აილიშის ავტოკოლექციიდან ყველაზე ძვირადღირებული მანქანა კი McLaren 720S არის, რომელიც $300 ათასად არის შეფასებული. თუმცა, მუსიკოსს ეკლექტური გემოვნება აქვს და სუპერმანქანების გარდა, სხვადასხვა სტილის არაერთი ავტომობილიც ჰყავს.
3. ტეილორ სვიფტი
ფოტო: Chelsea Lauren / Shutterstock
აი, კიდევ ერთი პოპვარსკვლავი, რომელიც დიდი ავტომოყვარული ბრძანდება. თუმცა, სვიფტის მანქანებისადმი სიყვარული მისი ფანებისთვის უცნობი არ უნდა იყოს — მომღერალმა ხომ ჯერ კიდევ 18 წლის იუბილეზე საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და V8 Chevrolet Silverado შეიძინა. მას შემდეგ კი ტეილორის ავტოკოლექცია თვალშისაცემად გაიზარდა; მუსიკოსმა კოლექციას შემატა როგორც პრაქტიკული მანქანები (Mercedes-Benz Viano და Toyota Sequoia SUV), ასევე ეგზოტიკური სწრაფმავლები (Audi R8 და Porsche 911 Turbo).
4. ბიონსე
ფოტო: Getty Images
ბიონსე ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერლად მიიჩნევა, რომლის ქონებაც რამდენიმე ასეულ მილიონს ითვლის. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მუსიკოსის ავტოკოლექციაც ძვირადღირებული მანქანებითაა შევსებული. როგორც ცნობილია, ბიონსესა და მისი ქმრის, რეპერ Jay-Z-ის, საერთო ავტოკოლექციის ღირებულება ჯამში $13 მილიონს აღწევს.
Mercedes-Benz S-Class, Maybach, Cadillac Escalade და $1-მილიონიანი Rolls-Royce Silver Cloud II — ეს შემსრულებლის მფლობელობაში მყოფი მანქანების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თუმცა, ბიონსე სპორტული მანქანებითაც ყოფილა გატაცებული, რადგან მის ავტოკოლექციაში ასევე შეხვდებით Tesla Model S-ს, Ferrari 458-სა და Lamborghini Huracan-ს.
5. ელენ დეჯენერესი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი კომიკოსისა და ტელეწამყვანის პარტნიორს პორშა დე როსი ჰქვია და არსებობს თეორია, რომ დეჯენერესის სიყვარული პორშეს მანქანების მიმართ სწორედ ამას უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში, მის ავტოკოლექციაში ყველაზე მეტი მანქანა სწორედ ამ ცნობილი ბრენდის გამოშვებულია. მათ შორისაა Panamera, 911 Turbo S, 911 Targa 4s Heritage და 911 Carrera S.
თუმცა, დეჯენერესს ასევე ჰყავს სხვა სწრაფი მანქანებიც, მაგალითად, Ferrari California და Mercedes AMG GT.
6. როუენ ატკინსონი
ფოტო: ITV
კიდევ ერთ კომიკოსს, რომელსაც მსოფლიოში მისტერ ბინის სახელითაც იცნობენ, ასევე მრავალფეროვანი ავტომობილების კოლექცია ჰყავს. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი McLaren F1 იყო, რომელიც ორჯერ დაზიანების შემდეგ მსახიობმა $8 მილიონად გაყიდა. თუმცა, ატკინსონს ჯერ კიდევ ჰყავს Aston Martin V8 Zagato, Mercedes-Benz SLS AMG, Aston Martin Vantage, Lancia Thema 8.32 Series 1, Honda NSX, Lancia Delta HF Integrale და კიდევ სხვა მრავალი. კოლექცია იმდენ მანქანას მოიცავს, რომ, გავრცელებული ცნობით, ატკინსონს მათ დასატევად ცალკე სახლის აშენებაც სურს.
7. გალ გადოთი
ფოტო: Dia Dipasupil / Getty Images
DC-ის Wonder Woman-ში მონაწილეობის შემდეგ, ისრაელელი მსახიობი ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად შემსრულებლად იქცა. ამან კი გადოთს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მანქანებისადმი განსაკუთრებული ინტერესით, თავისი ოცნებების ასრულების საშუალება მისცა. ახდენილი ოცნებების კოლექცია კი დღეს ისეთ შთამბეჭდავ ავტომობილებს მოიცავს, როგორებიცაა Jaguar F-Type, BMW X5M, Tesla Model X, Cadillac Escalade, Range Rover SVA, Porsche 718 და Nissan 370Z AE P.
8. სერენა უილიამსი
ფოტო: Getty Images
მართალია, სერენა უილიამსმა აქტიურ სპორტულ კარიერას უკვე თავი დაანება, თუმცა, ამან ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელ ქალს შესაძლებლობა მისცა, სხვადასხვა ჰობისთვის მეტი დრო დაეთმო. უილიამსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰობი კი ავტომობილების შეგროვება და ტარებაა. მის მდიდრულ კოლექციაში შეხვდებით Bentley Continental GT-ს, Mercedes G Wagon-ს და Lincoln Navigator-ს. თუმცა, რამდენადაც უნდა გიყვარდეს სწრაფი მანქანები, ზომიერების დაცვა აუცილებელია — სწორედ ამიტომ, 2017 წელს უილიამსი პოლიციის ხელში აღმოჩნდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.
9. არნოლდ შვარცენეგერი
ფოტო: Schwarzenegger / Twitter
წესით, ტერმინატორის განსაკუთრებული ინტერესი ავტომობილების მიმართ გასაკვირი არც უნდა იყოს. მსახიობისა და პოლიტიკოსის ავტოკოლექცია ათზე მეტ მანქანას მოიცავს, რომელთა შორისაც გამორჩეული ადგილი უკავია ვინტაჟური სტილის Excalibur-ს. მისი ფასი $89 ათასს აღწევს. გარდა ამისა, შვარცენეგერს ჰყავს Porsche 997 Turbo Cabriolet, ორი Bentley Continental და საგანგებოდ მისთვის დამზადებული Audi R8-ც. სხვათა შორის, მის მფლობელობაში ასევეა ტანკი — ნამდვილი საბრძოლო მანქანა M47 Patton.
10. კრიშტიანუ რონალდუ
ფოტო: Getty Images
შვარცენეგერის არ იყოს, ამ ჩამონათვალში არც რონალდუს დანახვა უნდა იყოს მაინცდამაინც გასაკვირი. თუმცა, მსგავს სიაში ვერაფრით გამოვტოვებდით ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომოყვარულს, რომლის კოლექციაც უამრავ ძვირადღირებულ სწრაფმავალს (და არა მხოლოდ) უყრის თავს. პორტუგალიელ სპორტსმენს ჰყავს Bugatti Chiron, Aston Martin DB9 და Rolls Royce Phantom (რომლის ღირებულებაც თითქმის მილიონ დოლარს აღწევს). რონალდუს კოლექციაში ასევე შევხვდებით Lamborghini Aventador LP-ს და Ferrari F12 TDF-ის მოდელს ლიმიტირებული გამოშვებიდან (საწყისი ღირებულებით $620 ათასი).
თუკი შენც გულმხურვალე ავტომოყვარული ხარ, გეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მანქანისთვის ზრუნვა, სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა. სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
-
Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
-
25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს 25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები