MOTUL-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის ზეთი საქართველოში თეგეტა მოტორსმა ექსკლუზიურად შემოიტანა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
პირველად საქართველოში, თეგეტა მოტორსმა MOTUL-ის ახალი თაობის ეკომეგობრული, ჰიბრიდული ძრავის ზეთი შემოიტანა. ეს არის NGEN კლასის პირველი ძრავის ზეთი, რომელიც მდგრადობასა და მაღალფუნქციურობას უზრუნველყოფს.
MOTUL მსოფლიო დონის ფრანგული კომპანიაა, რომელიც 170 წელია, ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო, ბრენდი სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტად არის აღიარებული. ახალი NGEN სერია კი ბიოლოგიურად მოპოვებული და რეგენერირებული საბაზისო ზეთებისგან შეიქმნა.
"MOTUL-ის ახალი თაობის ზეთი, რომელიც თეგეტა მოტორსმა საქართველოში პირველად შემოიტანა, საკვანძო ეტაპია ბრენდის ისტორიაში, რომლისთვისაც სრულიად ახალი ფორმულა შექმნეს", — აღნიშნავს დავით ჩხაიძე, Tegeta Prime Products-ის დირექტორი, — "აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული ბრენდი ძირითად აქცენტს მდგრად განვითარებაზე აკეთებს და მისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ნედლ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა. სწორედ CO2-ის ემისიების შესამცირებლად და მომავალი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესასრულებლად შეიქმნა ახალი თაობის ზეთის NGEN ტექნოლოგიაც".
ახალი NGEN-ის სხვადასხვა სერია განკუთვნილია, როგორც ჰიბრიდული სამგზავრო ავტომობილებისათვის, ასევე — მოტოციკლებისთვის. NGEN HYBRID კლასი უზრუნველყოფს საწვავის მაღალ ეკონომიურობას, გაუმჯობესებულ დაძვრას, ძრავის უკეთეს რეაგირებასა და სისუფთავეს.
რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, ის NGEN 5-ისა და NGEN 7-ისგან შედგება. NGEN 5 განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს გადამცემების მყისიერ გადართვას, საწვავის ეკონომიასა და მარტივ დაძვრას. NGEN 7 კი განკუთვნილია სპორტული და მაღალ ფუნქციონალური რეჟიმისთვის, რაც ძრავის მკვეთრ რეაგირებას, ძლიერ მოჭიდებასა და მაღალ ტემპერატურულ მედეგობას უზრუნველყოფს. NGEN-ის ორივე სახეობა აკმაყოფილებს უახლეს API სტანდარტებს და ოფიციალურად სერტიფიცირებულია JASO MA2-ის მიერ.
მსოფლიო დონის ბრენდს, MOTUL-ს, თეგეტა მოტორსი საქართველოში ოფიციალურად 2010 წლიდან წარმოადგენს. ბოლო წლების სტატისტიკით, 2021 წელს თეგეტა მოტორსმა MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში კი ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ბრენდის გაყიდვების დინამიკის გათვალისწინებით, კი კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს MOTUL -ის ზეთების რეკორდულ რაოდენობას, 600 ტონას, გაყიდიან.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 ათასამდე საცალო და 35 ათასამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
კომენტარები