როგორ იცავს კობახიძე Astoria Grande-ს მგზავრებს და ცდილობს აქციის დისკრედიტაციას
ფოტო: ქართული ოცნება
კობახიძე ისევ ქსენოფობიურ მოტივებზე საუბრობს და ამას უკავშირებს რუსული გემის ბათუმის პორტში ჩამოდგომის შემდეგ მოქალაქეთა პროტესტს.
- მისი მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა აქვს და სწორედ ამის გამო "უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები — კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები".
- ამბობს, რომ მათი მიზანი ტურისტული ნაკადების ხელოვნური შემცირებაა.
- ასევე, ამტკიცებს, რომ გუშინდელი აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი.
გარდა ამისა, კობახიძე ცდილობს, Astoria Grande-ს მგზავრების დაცვას და საუბრობს იმაზე, რომ იქ რუსი ტურისტების გარდა, სხვა ქვეყნიდანაც იყვნენ.
- ასევე, ამბობს, რომ გემი არ შესულა აფხაზეთში და იმ მყოფ პირებს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.
- "ტურისტების საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის საქართველოში რა განსხვავებაა მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, როგორი ახსნა ჰქონდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას", — ამბობს ის.
- ამის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმაზე აპელირებს, თუ რა ფინანსური სარგებელი აქვს ქვეყანას საქართველოში შემოსული თითოეული კრუიზიდან.
მადლობას უხდის პოლიციელებს სათანადო რეაგირებისთვის. ეს მაშინ, როცა გუშინ ქართულმა პოლიციამ აქციის 23 მონაწილე დააკავა, ხოლო გემის რუს მგზავრებს როგორც კრუიზს გარეთ, ასევე, მის შიგნითაც იცავდა.
- გარდა ამისა, არაერთი მოქალაქე საუბრობდა სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტებასა და უკანონო დაკავებაზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ.
- "პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები", — ამტკიცებს ის.
აკრიტიკებს დეგნანს და აშშ-ის ელჩის კომენტარს რუსულ გემზე გაუგებარს უწოდებს.
- საუბარია განცხადებაზე, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველებისგან არავინ უნდა ელოდოს, მიესალმონ ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს.
- "ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგნელები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე".
რა მოხდა: გუშინ, 31 ივლისს მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ ბათუმში რუსი პროპაგანდისტებითა და ომის მხარდამჭერებით დატვირთული გემის შემოსვლას.
- პროტესტის შემდეგ კრუიზის ვებგვერდიდან ბათუმის მიმართულება ამოიღეს.
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები