მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
ფოტო: თეგეტა
ზაფხული მოგზაურობის სეზონია — ქალაქიდან ქალაქში, ზღვისკენ ან მთისკენ მიმავალი გზა კი გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც მძღოლს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე ფიქრი არ უწევს. შორ გზაზე გამგზავრებამდე მხოლოდ საწვავის ავზის შევსება და ბარგის ჩალაგება საკმარისი არ არის. მაღალი ტემპერატურა, ხანგრძლივი მგზავრობა და ავტომობილზე გაზრდილი დატვირთვა მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს — პირველ რიგში კი იმ ნაწილების შემოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში შეცვლას, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხო გადაადგილებას.
იმ მიზნით, რომ ზაფხულში მძღოლებმა ავტომობილები მოგზაურობისთვის სეზონის შესაბამისად მოამზადონ, თეგეტა მოტორსმა აგვისტოში, გაიარე მეტის კამპანიის ფარგლებში, სპეციალურ შეთავაზებები მოამზადა. მათ შორის საბურავებზე — კომპანია მომხმარებლებს თურქული ბრენდის, Petlas-ის, საბურავებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამასთანავე, საბურავების შეძენა დისკის ზომების მიხედვით სპეციალური ფასებით, 69 ლარიდან არის შესაძლებელი.
კონსტანტინე ფაცაცია, თეგეტა მოტორსის პროდუქტების უფროსი ოფიცერი: “შორ მანძილზე მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილის ისეთი კომპონენტების შემოწმება, რომელთა გაუმართაობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს წარმოშობს. მათ შორისაა საბურავები. გზის ცხელ საფარზე სეზონისთვის შეუსაბამო საბურავებით გადაადგილებამ შეიძლება დამუხრუჭების მანძილი გაზარდოს და მძღოლისთვის, მგზავრებისა და ქვეითებისთვის რისკი შექმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით ვიაროთ.
ამასთანავე, სანამ გრძელ გზას შევუდგებით, არ უნდა დაგვავიწყდეს თავად საბურავის შემოწმებაც — გაცვეთილი საბურავი ასფალტთან მოჭიდებას ამცირებს და, შესაბამისად, უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. ყურადღება უნდა მივაქციოთ საბურავების წნევასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილით დიდი მანძილის გავლაა დაგეგმილი და მანქანა ბარგით ჩვეულებრივზე მეტად იტვირთება. შესაბამისი წნევა საბურავის სწორ მუშაობასა და გზასთან სათანადო მოჭიდებას უწყობს ხელს“.
შორ გზაზე გამგზავრებამდე სასურველია, ძრავის ზეთის დონე და მდგომარეობაც შემოწმდეს და დადგინდეს, ხომ არ არის მისი შეცვლის დრო. ასევე მნიშვნელოვანია სავალი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის გადამოწმება, რათა გზაში ავტომობილს ისეთი პრობლემა არ გამოუვლინდეს, რომლის წინასწარ აღმოჩენაც შესაძლებელი იყო.
“ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია აკუმულატორის შემოწმებაც, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული ავტომობილის დაქოქვასთან. მისი მდგომარეობის გადამოწმება მარტივი პროცედურაა და მძღოლს მოულოდნელი შემთხვევებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ამ კომპონენტს ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ტემპერატურის მატებასთან ერთად, აკუმულატორის რესურსი ნელ-ნელა იკლებს. შესაბამისად, ცხელ დღეებში იზრდება რისკი, რომ დიდი ხნის წინ შეცვლილი აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს“, — აღნიშნავს კონსტანტინე ფაცაცია.
ფოტო: თეგეტა
გაიარე მეტის კამპანიის ფარგლებში აგვისტოში მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებებით აკუმულატორების შემთხვევაშიც ისარგებლებენ. თეგეტა მოტორსი მათ Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, აკუმულატორების შეძენა 109 ლარიდან არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველი ჩააბაროს — მისი ღირებულება შეფასდება და თანხა ახალი პროდუქტის ფასს გამოაკლდება. ჩაბარებული აკუმულატორი კი შესაბამისი წესით გადამუშავდება.
რადგან ზაფხულში კონდიცირების სისტემას უფრო აქტიურად ვიყენებთ, ყურადღება სალონის ფილტრის მდგომარეობასაც უნდა მივაქციოთ. დროთა განმავლობაში ფილტრზე მტვერი, სხვადასხვა ნაწილაკი და მიკროორგანიზმი გროვდება, ამიტომ მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა აუცილებელია. მაღალი ტემპერატურის პირობებში მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემაში ფრეონის დონის შემოწმებაც. თუ ფრეონის დონე შემცირებულია, შესაძლოა, კონდიციონერმა სალონის სათანადოდ გაგრილება ვეღარ უზრუნველყოს, რაც ცხელ ამინდში მგზავრობისას დისკომფორტს შექმნის.
“მოგზაურობის წინ შესამოწმებელ კომპონენტებს შორის არ უნდა გამოგვრჩეს სამუხრუჭე სისტემა. მათ შორის, აუცილებელია, შემოწმდეს სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების მდგომარეობა, ასევე სამუხრუჭე სითხე. ეს უკანასკნელი ვიზუალურად მხოლოდ დონის მიხედვით ვერ შეფასდება — მას აქვს ექსპლუატაციის ვადა და დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავს“, — განმარტავს თეგეტა მოტორსის პროდუქტების უფროსი ოფიცერი.
თეგეტა მოტორსში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებასა და საჭირო პროდუქტების მოძებნაში მომხმარებლებს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ეხმარებიან. სპეციალისტები ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მძღოლებს შესაბამისი საბურავის, აკუმულატორისა თუ სხვა პროდუქტის შერჩევაში უწევენ კონსულტაციას. ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიისთვის კამპანია გაიარე მეტი სწორედ ამ მიდგომას ასახავს — მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის დაფარვის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვ.
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
კომენტარები