ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს, პაატა გელოვანს ეძებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი 2014 წლის 4 ნოემბერს გაუჩინარდა. ლელა სეთიელი წერს, რომ შვილის ძებნა არასოდეს შემიწყვეტია და სამართალდამცავ უწყებებს სთხოვს, რომ პაატა გელოვანის საქმეს ხანდაზმულობა არ დაუდგინდეს და შესაძლებლობის ფარგლებში ხელახლა, საფუძვლიანად გამოიძიონ.
ლელა სეთიელი წერს, რომ მისი შვილი თბილისში, ვერაზე, მელიქიშვილის ქუჩა N45-ში ცხოვდობდა და სწორედ სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა.
"ვეძებ ჩემს შვილს, პაატა გელოვანს. გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ მის ფოტოს. იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ, შეგხვდათ, გეცნოთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
პაატა ცხოვრობდა თბილისში, ვერაზე, მელიქიშვილის ქუჩა N45-ში. სახლიდან გავიდა და 2014 წლის 4 ნოემბერს გაუჩინარდა.
ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ ჩემი შვილი ქალაქის ცენტრიდან, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილიდან მელიქიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა. ის არც ღრმა სოფელში იყო, არც მთაში, არც ისეთ ადგილას, სადაც ადამიანების პოვნა რთულია. სწორედ ამიტომ დღემდე ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ პაატას შესახებ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. ხშირად კომენტარებში წერენ: "აქამდე სად იყავით? რატომ არ განაცხადეთ?" მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: პაატას გაუჩინარებიდან 24 საათის განმავლობაში მივმართე შესაბამის უწყებებს და მისი დაკარგვის შესახებ განცხადება გაკეთდა. ჩემი შვილის ძებნა არასოდეს შემიწყვეტია. დღეს საჯაროდ მივმართავ შესაბამის ორგანოებს, სამართალდამცავ უწყებებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საქმის გამოძიებაში წვლილის შეტანა შეუძლია: გთხოვთ, პაატა გელოვანის საქმეს ხანდაზმულობა არ დაუდგინდეს და შესაძლებლობის ფარგლებში ხელახლა, საფუძვლიანად გამოიძიოთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადამოწმდეს ყველა არსებული მასალა, ყველა ვერსია, ყველა შესაძლო კვალი და ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა წლების წინ სათანადოდ არ იქნა შეფასებული. ვინც ამ პოსტს კითხულობთ, გთხოვთ, ერთი წუთით შეჩერდეთ და ყურადღებით შეხედოთ ფოტოს. იქნებ სადმე გინახავთ. იქნებ რაიმე იცით. იქნებ გახსოვთ რაიმე დეტალი, რომელსაც მაშინ მნიშვნელობა არ მიეცით. გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ "ეს უკვე ძველი ამბავია".
ჩემთვის ეს ძველი ამბავი არ არის. ეს ჩემი შვილია. თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია გქონდეთ, გთხოვთ, მომწეროთ ან შესაბამის უწყებებს მიაწოდოთ. შესაძლოა, სწორედ თქვენმა ერთმა გაზიარებამ მიაღწიოს იმ ადამიანამდე, ვისაც პაატას შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს. მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია დახმარება ნუ დავკარგავთ პაატას პოვნის იმედს.
კიდევ ერთხელ განვმეორდები: გთხოვთ, ხელახლა გამოიძიოთ ჩემი შვილის, პაატა გელოვანის, გაუჩინარების საქმე. არ მიეცეს საქმეს ხანდაზმულობის გამო დავიწყების საშუალება და კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად გადამოწმდეს ყველა გარემოება, შესაძლო ვერსია და არსებული მასალა.
ადრე თუ გვიან, ჩემს შვილს აუცილებლად ვიპოვი!!! მე, მაგის მჯერა! ღმერთისა და კეთილი ადამიანების თანადგომით", — წერს გაუჩინარებული ბიჭის დედა.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები