ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს
ბახმაროს დოღზე მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 5 წლის გოგოს დაეჯახა. ბავშვი ჩოხატაურის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
"გურია ნიუსი" ინციდენტის თვითმხილველი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარის მიუხედავად დოღი არ შეჩერებულა, დაშავებული ბავშვი კი ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
"2026 წლის ბახმაროს დოღი.
მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 5 წლის გოგონას დაეჯახა. თავი დაუზიანა. ჩოჩქოლმა წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ გააგრძელეო, უთხრეს და დოღიც გაგრძელდა.
სასწრაფო ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან პარკისკენ 300 მეტრში მოხდა, ჩვენ ვერ ვხედავდით რეალურად რა მოხდა.
ვფიქრობდი, სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს-მეთქი და ამ დროს ვიღაც კაცი მორბოდა სასწრაფოსკენ, თურმე მამა იყო, ექიმები მაშინვე ფეხით წავიდნენ, დოღი გრძელდებოდა, უცებ დავინახე გზიდან კი არა, მინდორ-მინდორ მოჰყავდა მამას ხელში აყვანილი ერთი ციცქნა გოგონა, რადგან გზაზე დოღი იყო, თმა სულ სველი ჰქონდა, იმდენი წყალი ასხეს, ეტყობა. ექიმები უკან მოსდევდნენ, დააწვინეს მანქანაში და მანამ იყო, სანამ დოღი არ დამთავრდა.
დოღი დამთავრდა, დაიძრა, ერთხანს წყალზე იყო გაჩერებული, მერე გიჟივით გავარდა, ცენტრალურ გზაზე მანქანების ესკორტმა შეუშალა ხელი, არც სირენა და არც პოლიციელების ხმები. ერთხანს იქ იყო გაჩერებული, რადგან მანქანები არ აძლევდა თავისუფლად წასვლის საშუალებას.
პოლიციაც უძრავად იყო, ვითომ არაფერი სიმღერები გაგრძელდა და გრძელდება.
იცით?
ბობოლების შვილი რომ ყოფილიყო, ატყდებოდა მაგრამ, რა ატყდებოდა, მაგრამ ის ხომ თქვენი შვილი არ იყო.
აი, ეს ხართ, თქვენ, ქართველების ერთი კატეგორია.
ღმერთო, რა უნდა გითხრა, ღმერთო, კარგად ამყოფე პატარა გოგონა, გევედრები, ღმერთო.
[…]
მეგობრებო, ის სასწრაფოს მანქანა დაბრუნდა და ბავშვი ქუთაისში გადავაგზავნეთო, კარგადაა",— დაწერა სოციალურ ქსელში მაკა კუტუბიძე.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები