წყალდიდობამ აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა და სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
შაბათ-კვირის ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა წყალდიდობამ დასავლეთ აფხაზეთში დამანგრეველი შედეგები გამოიწვია.
პარასკევი ღამისა და შაბათ დილის ძლიერი წვიმების შედეგად, გაგრაში და პიცუნდას (ბიჭვინთა) მიმდებარე სოფლებში გზები დაზიანდა და სახლები დაიტბორა, ამასთან ზიანი მიადგა ელექტრო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას. გაგრის რეგიონს ელექტროენერგია თითქმის მთელი შაბათი არ მიეწოდებოდა.
წყალდიდობამ ასევე დააზიანა 200 მეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგი გაგრაში, რამაც რუსული სარკინიგზო ტრანსპორტი შეაჩერა.
შაბათს და კვირას, ძლიერმა წვიმამ აღმოსავლეთ აფხაზეთში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რამაც ორშაბათს დილით ოჩამჩირესა და საზღვარს შორის არსებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.
კვირიდან მოყოლებული, მაშველები გუდაუთაში ქმართან ერთად დასასვენებლად მყოფ რუს ტურისტს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ადიდებულმა მდინარემ წაიყო.
10 ივლისს, აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ყველა პლაჟის რამდენიმე დღით დაკეტვის ბრძანება გასცა. ამასთან, უამინდობისა და სატრანსპორტო პრობლემების გამო სასტუმროებმა რუსულ ტუროპერატორებს ჯავშნების შეჩერებისთვის მიმართეს.
ორშაბათს, პრეზიდენტი ასლან ბჟანია დასავლეთ აფხაზეთში გაემგზავრა და განაცხადა, რომ წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე საგზაო მოძრაობა მალე აღდგებოდა.
მან ასევე გააჟღერა, რომ აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივებსა და ტურისტებს საკვებით, წყლითა და საჭირო დახმარებით უზრუნველყოფდნენ.
დატბორილი ტერიტორიებზე მაცხოვრებლებმა წყალდიდობის ზემოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს, ბევრი კი აღნიშნავდა, რომ ზიანი არამხოლოდ უამინდობის, გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასათანადო გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ბრალიც იყო.
"ზიანი რამდენიმე მიზეზი არსებობს: ძლიერ წვიმებთან ერთად, მდინარეების დაბინძურება და წვიმის წყლის გაუმართავი სადრენაჟე სისტემაც დესტრუქციულ როლს ასრულებს. ნაგვით გადაჭედილი მცირე ნაკადულები და ნაკადულები კალაპოტიდან გადმოვიდა", — დაწერა ლევან ლაგულაამ, სუვერენიტეტის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.
"თუ საზოგადოებას რეაგირება არ ექნება ხე-ტყის მოჭრაზე, მდინარეების დაბინძურებაზე, ინფრასტრუქტურის იმ ადგილას შენებაზე, სადაც მათი ადგილი არაა, ან მაშინ, როცა კანონები, მათ შორის, ბუნების უბრალოდ ირღვევა, რაიმე მსგავსი, დიდი ალბათობით, მოხდება. ეს დამანგრეველი შედეგები მხოლოდ ძლიერი წვიმების ბრალი არაა", — დაამატა მან.
კომენტარები