რა არის ბიზნეს მენეჯერი და როგორ გაგიმარტივებს ის კომპანიის მართვას
ფოტო: საქართველოს ბანკი
საკუთარი ბიზნესი თუ გაქვს? ან იქნებ ახლა ფიქრობ ამ საქმიანობის დაწყებაზე?
ნებისმიერ შემთხვევაში, უთუოდ გეცოდინება, რომ თანამედროვე სამყაროში ბიზნესის მართვისთვის ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად ბევრი სხვა უნარია საჭირო. გადახდები, მონაცემთა ანალიზი, მომხმარებელთა ჯგუფის კვლევა და კიდევ რა აღარ — ამ ყველაფერში მეტ-ნაკლებად გარკვევა ნებისმიერი კომპანიის მფლობელს უწევს, მნიშვნელობა არ აქვს, დიდ კორპორაციას ფლობ თუ მცირე ან საშუალო ბიზნესს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა სულ ცოტა ხნის წინ ინოვაციური პლატფორმა ბიზნეს მენეჯერი შექმნა. ბიზნეს მენეჯერი ყველა იმ სერვისსა და ხელსაწყოს უყრის თავს, რომელიც თანამედროვე ბრენდის სამართავადაა საჭირო. ეს მულტიფუნქციური პლატფორმა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: გადახდების მენეჯერს, Ads მენეჯერსა და ციფრული პროდუქტების მენეჯერს. სამივე მათგანი თანაბრად საჭიროა ყველა მეწარმისთვის, იმის მიუხედავად, რომელ ინდუსტრიაში საქმიანობს ან რა ზომის ბიზნესს ფლობს.
და მაინც — რაში დაგეხმარება ბიზნეს მენეჯერი?
გადახდები
ფოტო: Ceptari Tyas / Dribbble
ფინანსური ტრანზაქციების მართვა დამწყები მეწარმისთვის დიდ გამოწვევად შეიძლება იქცეს. მით უმეტეს, მაშინ, როცა გაყიდვებს ორ სხვადასხვა სივრცეში — ონლაინ და ოფლაინ — ახორციელებს.
აი, ბიზნეს მენეჯერი კი ამ ყველაფერს მაქსიმალურად ამარტივებს. მისი საშუალებით შესაძლებელია გადახდების გაციფრულებაც და პროცესის ავტომატიზაციაც. ფიზიკური მაღაზიისთვის შენ შეძლებ მარტივად მიიღო ტერმინალი, საიტზე კი ასევე სირთულეების გარეშე დაამატებ ონლაინ გადახდისა და განვადების ფუნქციებს. საინტერესოა ისიც, რომ ბიზნეს მენეჯერის საშუალებით ადვილად გაუმკლავდები გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც — მაგალითად, განვადების გაუქმებას ან თანხის დაბრუნებას.
თუმცა, გადახდების მენეჯერის ალბათ ყველაზე გამოსადეგი ფუნქცია ანალიტიკაა. მისი დახმარებით დააგენერირებ სხვადასხვა სახის რეპორტს და მიიღებ საჭირო ინფორმაციას — როგორ, როდის და რამდენს იხდიან შენი მომხმარებლები. ეს ყველაფერი კი, სამომავლოდ, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება.
Ads მენეჯერი
ფოტო: Isaac / Dribbble
როცა საქმე ანალიტიკაზე მიდგება, ამ საქმეში Ads მენეჯერი შეუცვლელ დახმარებას გაგიწევს; კომპანიის იმიჯის შექმნა და ცნობადობის გაზრდა ხომ ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა. იმიჯს კი დიდწილად შეთავაზებები ქმნიან — ასე იზიდავ ახალ მომხმარებლებსაც.
Ads მენეჯერი საშუალებას მოგცემს, შეთავაზებები სწორად დაგეგმო და განახორციელო; აირჩიო ზუსტი სამიზნე აუდიტორია, თვალი ადევნო შეთავაზების ეფექტურობას და, საბოლოოდ, ყველაფერი შედეგებით შეაფასო. შედეგებმა კი მოლოდინსაც შეიძლება გადააჭარბოს — თუ გავითვალისწინებთ, რომ ციფრული არხების მეშვეობით საქართველოს ბანკის 1,2 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეგიძლია მისწვდე.
როგორც გადახდების შემთხვევაში, Ads მენეჯერიც საშუალებას მოგცემს, მარტივად დააგენერირო რეპორტი და მიიღო შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებლის სეგმენტზე, ქცევაზე, ინტერესებსა და სხვა დანარჩენზე. ეს კი შემდეგი ნაბიჯების გადადგმასაც გაგიმარტივებს და დასახულ მიზანთანაც უფრო დაგაახლოებს.
API მენეჯერი
ფოტო: Freepik
გადახდების მოწესრიგებაც კარგია და ეფექტური შეთავაზებების შექმნაც, მაგრამ თანამედროვე ბრენდს არაფერი სჭირდება ისე, როგორც გამართული ციფრული პროდუქტები. ბიზნეს მენეჯერი აქაც შენი ერთგული ასისტენტი იქნება და API სერვისებთან დაკავშირებულ დიდ თუ პატარა დეტალს მოგიგვარებს.
პირველ ყოვლისა, API მენეჯერის დახმარებით შენი მომხმარებელი შეძლებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა ფუნქციონალი თავის პლატფორმაზე ჩააშენოს. ეს ფუნქციონალი შეიძლება იყოს ნაშთის შემოწმება ანგარიშზე ან სულაც ვალუტის კურსის კონტროლი. გარდა ამისა, BOG ID ფუნქციით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები მარტივად გაივლიან ავტორიზაციას ბიზნესის პლატფორმაზე — ვებგვერდზე ან აპლიკაციაში.
API მენეჯერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო ბიზნეს ინტერნეტბანკია, რომელიც შენს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავისი ფინანსები — მათ შორის, სხვა ბანკების ანგარიშებზე განთავსებული — ერთი სივრციდან განკარგოს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბიზნეს მენეჯერი ყველა იმ საჭიროებაზე მორგებული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერი სახის კომპანიას გააჩნია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის შენი ბიზნესის სრული პოტენციალის ათვისებაში დაგეხმარება.
ბიზნეს მენეჯერის პლატფორმაზე მოსახვედრად, უნდა გქონდეს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში. ანგარიშის გახსნას ამ ბმულზე შეძლებ. ამის შემდეგ კი, გადახვალ ბიზნეს მენეჯერის ვებგვერდზე და მომხმარებლის სახელის შეყვანით აღმოჩნდები დანიშნულების ადგილას.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები