დაუსჯელი ორგანიზატორები, ხელისუფლების ჰომოფობია და წახალისებული მოძალადეები — რა ხდება 5 ივლისის 2 წლის თავზე
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / EuronewsGeorgia.com
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა 5 ივლისს: დღეს ორი წელი გავიდა იმ მასშტაბური ძალადობიდან, რაც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ.
- რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა.
- დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- ამას წინ ღარიბაშვილის განცხადება უძღოდა იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
- მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალადობის ორგანიზატორები დასჯილნი არ არიან, მეტიც, ისინი წელსაც იმუქრებიან და ძალადობრივ მოწოდებებს აგრძელებენ.
- 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე ევროპარლამენტმაც.
- ამასთან, 2022 წლის 9 ივლისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ის როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს.
- ამ წლის 28 თებერვალს გამოქვეყნებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო არეულობის კონტროლი.
- "მიუხედავად 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლებისა, არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ არის პასუხისგებაში მიცემული".
ხელისუფლების გააქტიურებული ჰომოფობია: ძალადობიდან ორი წლის თავზე გაძლიერდა მმართველი გუნდის ჰომოფობიური რიტორიკაც.
- მეტიც, ისინი ახალისებენ კიდეც იმ ძალადობრივ მოწოდებებს, რომელიც გვესმის, ამის მაგალითი კი კობახიძის დღევანდელი განცხადებაა.
- მისი მტკიცებით, "სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა".
- გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ღარიბაშვილმა აქტიურად დაიწყო პროპაგანდისტული თემებით მანიპულირება და მათ გასაჟღერებლად საერთაშორისო ტრიბუნებსაც იყენებს.
დეტალები: საიას განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის გასვლის შემდეგაც ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული.
- აღნიშნავენ, რომ მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, არ დასჯილან ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები.
- განცხადება გაავრცელა მედიაომბუდსმენმაც და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა პასუხისმგებლობა — სათანადოდ დასაჯოს დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირები და ორგანიზატორები.
- მათი თქმით, მათმა დაუსჯელობამ კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში.
- ასევე, ნათქვამია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია, მიიღოს სათანადო ზომები 2023 წლის 8 ივლისს დაანონსებული ძლადობის და დანაშაულების შესაჩერებლად.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები