ჩეჩენ დაკავებულს, სავარაუდოდ, ხორვატიაში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა
გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატიაში ნოემბერში დაკავებული ჩეჩნების ჯგუფიდან ერთ-ერთს ქვეყანაში თავშესაფარი მისცეს, დანარჩენი ორი ჩეჩენი პირი კი, რომლებიც ასევე რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს, ციხიდან უკვე გამოუშვეს.
ზაგრების ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაკავებულების გამოშვებისა და ერთ-ერთი მათგანისათვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება წინმიიღო. ინფორმაციას ისა დადუევი, ევროპის ჩეჩნების ასამბლეის წარმომადგენელი ავრცელებს.
დადუევმა OC Media-ს განუცხადა, რომ სასამართლომ 23 მაისს დაადგინა, რომ ექსტრემიზმის ბრალდების მხარდასაჭერად სასამართლოს საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა.
”სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პატიმრობის გაგრძელება ისლამური რადიკალიზმის ბრალდებით მიზანშეწონილი აღარ იყო", — თქვა დადუევმა, — "ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი ახლა შესაბამის დოკუმენტებს აგროვებს. ამასწინათ დანარჩენი ორიც გამოუშვეს, თუმცა მათი თავშესაფრის შესახებ არაფერია ცნობილი".
დადუევმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ათობით" ჩეჩენი ლტოლვილი მიგრანტთა ბანაკში რჩება, მათგან მხოლოდ ორი სხვა პირია ისლამურ რადიკალიზმში ეჭვმიტანილი.
"ისინი სხვა მიზეზით არიან დაკავებულები, როგორებიცაა ევროპაში შესვლის აკრძალვის დარღვევა და საზღვრის უკანონო კვეთა. მათ ცოტა მარტივი გზა ელით", — თქვა დადუევმა.
"მათ დაკავების სხვადასხვა მიზეზი აქვთ, როგორიცაა ევროპაში შესვლის ადრეული აკრძალვა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა. მათი ბედი ცოტა უფრო ადვილია“, — განაცხადა დადუევმა.
დადუევი თვლის, რომ ხორვატიაში ჩეჩენი ლტოლვილების მომრავლების მთავარი მიზეზი ომისთვის მობილიზაციის შესახებ რუსეთის განცხადება იყო.
"ეს არ ნიშნავს, რომ ჩეჩნებს ომში მონაწილეობის ეშინიათ, უბრალოდ, ჩეჩნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს მათი ომი არ არის", — თქვა დადუევმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ხორვატიაში 50-ზე მეტი ჩეჩენი დააკავეს. 21 აპრილს ჩეჩნურმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Vayfond-მა განაცხადა, რომ დაკავებულთა ჯგუფმა პატიმრობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო.
ორგანიზაციამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლტოლვილთა ბანაკში ძალიან ცუდი პირობებია და დაკავებულების წინააღმდეგ სამართალდამცავები ძალას იყენებენ.
21 ივნისს OC Media-სთან საუბრისას ზაგრებში არსებულმა მშვიდობის კვლევების ცენტრმა დაადასტურა, რომ თავშესაფრის მაძიებელი სამი ჩეჩენი, რომლებმაც იეჟევოს დაკავების ცენტრში 6 თვეზე მეტი გაატარეს, ღია დაწესებულებაში გადაიყვანეს. ისინი იმედოვნებენ, რომ დანარჩენი ორი პირიც იმავე ბედს გაიზიარებს. ამჟამად დაკავებული ლტოლვილი ჩეჩნების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
სტატიას დაემატა მშვიდობის კვლევების ცენტრის კომენტარები
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები