როგორ შეასრულეს რეკომენდაციები საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ — მოკლედ
რა მოხდა: სტოკჰოლმში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე შუალედური ანგარიში მოვისმინეთ.
- ზეპირი მოხსენება ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა, მანამდე კი პრესკონფერენციაზე სიტყვით შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როსვალი გამოვიდა.
- მისი თქმით, იყო გარკვეული პროგრესი, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო ჩასატარებელი და მას კიდევ სჭირდება რეფორმები.
- რაც შეეხება უკრაინას, როსვალიმ განაცხადა, რომ შთამბეჭდავია უკრაინის მცდელობის ხილვა, თუ რა ნაბიჯებს დგამს ქვეყანა, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რაც ხდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვარჰეის განცხადებით, საქართველოს 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 აქვს შესრულებული. ეს იმის ფონზე, როცა მთავრობა ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა.
- რაც შეეხება უკრაინას, ევროკომისარმა თქვა, რომ 7-დან სრულად მხოლოდ 2 რეკომენდაცია შესრულდა;
- მოლდოვას შემთხვევაში კი 9-დან სრულად — 3.
შეფასების სისტემა: ევროკომისიამ ქვეყნების პროგრესი შეფასებისას შემდეგი სისტემა გამოიყენა:
- შესრულებული პუნქტები 5 კატეგორიად დააჯგუფეს — პირველი, ეს არის რეკომენდაციები, რომლებიც არ არ არის შესრულებული.
- შეზღუდული პროგრესი — იმპლემენტაცია დაიწყო, თუმცა საწყის ეტაპზეა.
- გარკვეული პროგრესი — გარკვეული პუნქტები შესრულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი შესრულებული დარჩა.
- მნიშვნელოვანი პროგრესი — მნიშვნელოვანი პუნქტები შესრულდა, თუმცა გარკვეული ისევ დარჩა.
- სრული პროგრესი — რეკომენდაცია შესრულებულია.
სრული პროგრესი: როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველოში სრულად შეასრულა გენდერული თანასწორობისა და ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ რეკომენდაციები.
- ასევე, სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და პრაქტიკის გათვალისწინება.
- სახალხო დამცველის არჩევის გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა.
გარკვეული პროგრესი: ვარჰეის განცხადებით, 7 რეკომენდაციაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწია, ესენია:
- პოლიტიკურ პოლარიზაციის დაძლევა, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირება და საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება;
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- ანტიკორუფციული სტრატეგიის დამოუკიდებლობის გაძლიერება, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება.
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
- მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება.
რა უნდა ქნას საქართველომ: ვარჰეის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ სრულ პროგრესს მიაღწიოს პოლარიზაციის დაძლევის კუთხით, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური კონტროლი, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ 19 აპრილის შეთანხმებას.
- მორიგ ნაბიჯად ევროკომისარი სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და საარჩევნო სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას ასახელებს.
- ასევე, ამბობს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმაა.
- უნდა გააუმჯობესოს საპარლამენტო კონტროლი, რათა ადეკვატურად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები, როგორც ეს ეუთო/ოდირის ანგარიშშია ხაზგასმული.
გარდა ამისა, შემდეგ ნაბიჯზე საუბრისას ვარჰეი ინკლუზიურ და ეფექტურ სასამართლო რეფორმას უსვამს ხაზს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
- მისი თქმით, საქართველომ უნდა წარადგინოს ცვლილებები მართლმსაჯულების რეფორმაზე, ასევე, უნდა დანიშნოს არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
- საუბრობს ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერებაზე და მის დამოუკიდებლად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ვარჰეი საქართველოს ევროპის საბჭოს რეკომენდაციის შესრულებას ურჩევს.
- ხოლო ადამიანებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის ნაწილზე ევროკომისარის რეკომენდაციაა, ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის ინკლუზიურად მომზადება, ლგბტქი+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვა.
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების პროცესში — აქ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება დიალოგის განახლება სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციების უზრუნველყოფა.
შეზღუდული პროგრესი: დეოლიგარქიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც ევროკომისარმა ამ ნაწილში ახსენა.
- აღნიშნავს ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნას, სადაც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული ამ ფორმით.
- მისივე თქმით, მიესალმება მმართველი პარტიის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული.
- ვარჰეი ამბობს, რომ ახლა საქართველო უნდა ფოკუსირდეს სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
არ აქვს პროგრესი: ევროკომისარის შეფასებით, საქართველოს პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირების პროცესში პროგრესისთვის არ მიუღწევია.
- ახსენებს მედია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებსაც.
- "საქართველომ ან ნაბიჯის შესრულებაში პროგრესს ვერ მიაღწია. საქართველოს სჭირდება შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ასევე, ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების თავისუფლების დაცვა".
დეტალურად უკრაინაზე: ქვეყანას სულ 7 რეკომენდაცია ჰქონდა განსაზღვრული, საიდანაც 2 უკვე შესრულდა, ერთზე კარგი პროგრესი აქვს, 4-ზე კი გარკვეული პროგრესი აჩვენა.
- ევროკომისარი იწონებს კიევის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სასამართლო სისტემასა და მედიაში.
- მისი თქმით, ისინი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.
- "უკრაინას კარგი პროგრესი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის მიმართულებით. გარკვეული პროგრესია ოთხი პრიორიტეტის: ანტიკორუფციული, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, დეოლიგარქიზაციის და ეროვნული უმცირესობების მიმართულებით", — განაცხადა ვარჰეიმ.
დეტალურად მოლდოვაზე: ქვეყანას 9 პუნქტიდან 3 აქვს შესრულებული, სამში — მნიშვნელოვანი, სამში კი გარკვეული წინსვლა აქვს ნაჩვენები.
- "ვხედავთ, რომ მოლდოვამ უკვე შეასრულა სამი პუნქტი. პირველ რიგში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებში, რაც მეორე რეკომენდაცია იყო. მოლდოვამ გაზარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც იყო მე-8 ნაბიჯი და გააძლიერა ადამიანის უფლებების დაცვა, კერძოდ, მოწყვლადი ჯგუფების მიმართულებით, გააძლიერა გენდერული თანასწორების საკითხი და ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა, რაც იყო მე-9 რეკომენდაცია. ეს პუნქტები შესრულებულია", — თქვა მან.
- ვარჰეის განცხადებით, ქვეყანას სამუშაო აქვს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესსა და უზენაესი სასამართლოს რეფორმაზე.
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები