"ეს უკვე ძალიან საშიშია" — სიმპსონებში წყალქვეშა ნავის გაუჩინარებაც იწინასწარმეტყველეს?
ფოტო: Fox
უთუოდ გეცოდინებათ, რომ ცნობილ ამერიკულ სიტკომს სიმპსონებს არაერთი გახმაურებული ამბის წინასწარმეტყველებას მიაწერენ. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან უკრაინის ომამდე — სერიალის ფანები, და არა მხოლოდ ისინი, ფიქრობენ, რომ სიმპსონების გამოგონილ სამყაროსა და რეალობას შორის იმდენი მსგავსებაა, შეუძლებელია, ეს, უბრალოდ, დამთხვევა იყოს.
ასეა ამჯერადაც — რამდენიმე დღის წინ ჩაძირული ტიტანიკისკენ მიმავალი წყალქვეშა ტურისტული ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, ინტერნეტმომხმარებლები კი ფიქრობენ, რომ სიმპსონებში ეს ამბავიც წლების წინ იწინასწარმეტყველეს.
სერიალის მე-17 სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში ვხედავთ, რომ ჰომერ სიმპსონი ოკეანის ფსკერზე ჩაძირული გემის გამოსაკვლევ ექსპედიციას უერთდება. საინტერესოა ისიც, რომ სიმპსონის წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ხომალდს წააგავს. ასევე, ჰომერთან ერთად ექსპედიციაში მიდის კაცი, სახელად მეისონ ფერბენკსი, რომელიც სიმპსონს თავისი ბიოლოგიური მამა ჰგონია. ესეც კიდევ ერთი მსგავსება — რეალობაში გაუჩინარებული ხომალდის ბორტზე იმყოფება მამა-შვილი, შაჰზადა და სულემან დავუდები.
თუმცა, ყველაზე განმაცვიფრებელი მაინც ეპიზოდის გაგრძელებაა — მეისონთან გაშორების შემდეგ, ოკეანის სიღრმეში ჩასული ჰომერი გეზს კარგავს და ფსკერზე იჭედება, ხოლო ბორტზე ჟანგბადის რაოდენობა თანდათან იკლებს. ჰომერთან და მეისონთან ერთად კი, წყალქვეშ ჩასული კიდევ 3 ადამიანი უჩინარდება. მაგრამ ანიმაციაში ამბავს კარგი დასასრული აქვს — გონდაკარგული ჰომერი გადარჩება და უკვე საავადმყოფოში გაიღვიძებს.
2006 წელს გამოსული ეპიზოდიდან ეს ფრაგმენტი ტვიტერზე გავრცელდა და მალევე ვირუსულად მოედო ინტერნეტს. ინტერნეტმომხმარებლების აზრი ისევ იყოფა — ნაწილი ფიქრობს, რომ სიმპსონებმა მართლაც იწინასწარმეტყველეს წყალქვეშა ნავის გაუჩინარება, დანარჩენების აზრით კი, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევაა. არიან ისინიც, ვინც კომპიუტერულ სიმულაციაში ცხოვრების კონსპირაციულ თეორიას ემხრობიან და ფიქრობენ, რომ სიმპსონების ეს ეპიზოდიც ამას მოწმობს.
რაც შეეხება რეალობაში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს — კომპანია OceanGate-ის ხომალდი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. მას შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოების პროცესში მაშველებმა ძლიერი ხმაურიც დააფიქსირეს. თუმცა, გაუჩინარებულ ხომალდზე ჟანგბადის 4-დღიანი მარაგი, სავარაუდოდ, უკვე ამოწურულია.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები