ყველაფერი, რაც Tbilisi Open Air-ზე ასვლამდე უნდა იცოდე
რა გელოდება ადგილზე: ფესტივალის ორგანიზატორები მრავალნაირ გასართობ და შემეცნებით სივრცეს გვპირდებიან.
- წელს პირველად საქართველოს გაეროს ასოციაცია Tbilisi Open Air-ის პარტნიორია და როგორც ამბობენ, ადგილზე დაგხვდებათ მრავალფეროვნების, თანასწორობის, თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ბევრი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა.
- წელს ფესტივალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც უერთდება — "ისინი თქვენთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებენ და ფესტივალის განმავლობაში თქვენი სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ".
- წელს Open Air საქველმოქმედო ღონისძიება Letters to God-ს მასპინძლობს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იმართება — უკრაინელი არტისტი, დარია ტიტოვა, ომის თემაზე შექმნილ საკუთარ ნამუშევრებს საფოსტო ბარათების სახით წარადგენს.
- მონაწილეთა ჯანმრთელობაზე იზრუნებს Med11: დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ნომრებზე —16 011 / 591 112 000
- ტრადიციულად, ტერიტორიაზე დაგხვდებათ კვების სივრცეები, ბარები, უამრავი ფერადი სივრცე და ეს შემსრულებლები:
ბილეთები: ორგანიზატორები გირჩევენ, ბილეთები მხოლოდ ადგილზე ან tkt.ge-ზე შეიძინონ.
- გადამყიდველებისგან შეძენილ ბილეთებზე ფესტივალი პასუხისმგებლობას არ იღებს — მესამე პირისგან შეძენილი ბილეთით, შესაძლოა, ფესტივალზე ვერ მოხვდეთ.
- ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში, გაიყიდება აბონემენტები და 23-24-25 ივნისის დღიური და ღამის ბილეთებიც.
- დღიური ბილეთის მფლობელებს მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში შეგიძლიათ ფესტივალზე დასწრება.
- ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან-09:00-მდე) შეძლებთ.
- აბონემენტის მფლობელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
- 22 ივნისს, 23:59-ზე ბილეთების ფასი მოიმატებს.
სამაჯურის მოხმარების წესები: Tbilisi Open Air 2023 -ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი/აბონემენტი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.
- ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამაჯურის ტარება აუცილებელია და შეუძლებელია დაზიანებული/ზედმეტად გადაჭერილი სამაჯურის შეცვლა.
- მათივე თქმით, სამაჯურის თვითნებურად მოხსნის შემთხვევაში ვერ შეძლებთ გადაცვლას და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.
როგორ უნდა მოხვდე ფესტივალზე: ორგანიზატორები რამდენიმე გზას გირჩევენ — საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფასო მიკროავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, პირადი ავტომობილით.
- შარშან ფესტივალს ბევრი სტუმარი სკუტერებითა და ველოსიპედითაც სტუმრობდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს გრძელი გზა ფეხით გაიარა.
- თუ ავტობუსით მგზავრობა დააპირებთ, იცოდეთ, რომ სადგურის მოედნიდან — #329, დელისის მეტროდან კი #363, #107 მიდის.
- უფასო მიკროავტობუსები 13:00 — 19:00 პერიოდში საბურთალოს CITY BOX-ის ტერიტორიიდან გავა.
- ასევე, უფასო მიკროავტობუსები იმოძრავებს 01:00 — 04:00 პერიოდში ფესტივალის ცენტრალური შესასვლელიდან.
- ალტერნატივებს შორის შეგიძლიათ აირჩიოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანასწორობის ავტობუსი, რომელიც ფესტივალის სამივე დღეს უფასოდ მოგემსახურებათ.
- გარდა იმისა, რომ Lisi Wonderland-ამდე კომფორტულად იმგზავრებთ, ავტობუსში თქვენ ჩაერთვებით საინტერესო დისკუსიაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ.
- თანასწორობის ავტობუსი იმოძრავებს დღეში ორჯერ 15:00 საათზე და 17:00 საათზე მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით.
- პირადი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ უფასო პარკინგი იპოდრომის ტერიტორიაზეა, ფესტივალის შესასვლელთან, ფასიანი პარკინგი კი Lisi Lemans-ში.
- მზად იყავით საცობებისთვის — თუ არ გინდათ საყვარელი შემსრულებლის გამოსვლაზე დააგვიანოთ, ფესტივალზე ადრე ასვლა უნდა სცადოთ.
რა არ შეიძლება: აკრძალული ნივთების სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან კომუნიკაციით გავარკვიეთ, რომ არ შეიძლება:
- სასმლისა და საკვების, აალებადი საშუალებების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა;
- ასევე, ვერ შეხვალთ პროფესიონალური ფოტო/ვიდეო აპარატურით, თუ შესაბამისი აკრედიტაცია არ გაქვთ გავლილი.
მოსალოდნელი ამინდი: ეს საკითხი ფესტივალის ყველა სტუმარს ადარდებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან "ტალახის აბაზანებში" მოუწიათ ყოფნა.
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
- ადგილობრივი და საერთაშორისო ვებგვერდებიდან კი ვიგებთ, რომ პარასკევს წვიმა, შაბათს ღრუბლიანი ამინდი, კვირას კი მზეა მოსალოდნელი.
- დაბრკოლებებს მზად შეხვდით — საწვიმარი სახლში არ დაგრჩეთ.
კომენტარები